განსაკუთრებით დიდი ფართობის მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, დაკავებული არიან მარია სტეფანოვა, ანა გარსევანიშვილი, ლევან სოხაშვილი და დემურ დუნდუა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის მარტში, ბრალდებულები, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 2 500 000 ლარს შეადგენს.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ამასთან, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით.
25.09.14





