• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ალასანია ლიტველ კოლეგას შეხვდა

12 years ago
in პოლიტიკა
A A
ირაკლი ალასანია ლიტველ კოლეგას შეხვდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (2)საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ლიტველი კოლეგა იუზას ოლეკასი თავდაცვის უწყებაში მიიღო. 

შეხვედრის დასაწყისში,  ირაკლი ალასანიამ უელსში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის მიმართულებების იმპლემენტაციის პროცესში ლიტვის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორადაა აღიარებული. აქედან გამომდინარე, ნატომ საქართველოს  თავდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებისკენ  მოუწოდა.

ირაკლი ალასანიამ ლიტველ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ხაზი გაუსვა ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამასთან შეერთებას, შეიარაღებულ ძალებში გატარებულ ინსტიტუციურ  რეფორმებს, წოდებრივ ანაზღაურებაზე გადასვლას, ჯარის დეპოლიტიზაციას, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანმხდნენ. ყურადღება გამახვილდა განათლების მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებასა და რეზერვის სისტემის დახვეწაზე.  საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც. ირაკლი ალასანიამ კოლეგას ქართული სამხედრო კონტინგენტების ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ირაკლი ალასანიამ ლიტველ კოლეგას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ლიტვიელი დამკვირვებლების  მონაწილეობის მნიშვნელობას და ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტში „საქართველო IV” ლიტვის მხარის აქტიურ ჩართულობას.

ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ასევე ლიტვის თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები გააკეთეს. “დღეს არის ოფიციალური ვიზიტი, რომლითაც მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. ასევე, ეს არის დასტური იმისა, რომ ნატო და ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოსთან ერთად გეგმავენ კიდევ უფრო გაახშირონ და გააღრმაონ ერთობლივი სამხედრო წვრთნები და ორმხრივი სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს განვიხილეთ ის ვითარება, რაც რეგიონშია შექმნილი, ის საფრთხეები, რომელიც ორ ქვეყანას აქვს იმ პირდაპირი რუსული აგრესიის შემდეგ, რისი მოწმენიც ყველანი გავხდით უკრაინაში. ასევე, განვიხილეთ  კონტრტერორისტული თუ სხვა საფრთხეები, რომელიც ორ ქვეყანას აქვს და დავსახეთ ერთობლივი ურთიერთქმედების გზები. დღევანდელი შეხვედრა და ის დისკუსიები, რომელიც გაიმართება საქართველოს პირველ პირებთან, კიდევ ერთხელ მეტყველბს, თუ რაოდენ დიდი მეგობარი ყავს საქართველოს ლიტვის და ბატონი ოლეკასის სახით. მე ვადასტურებ საქართველოს მხარის სრულ მზადყოფნას, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

ორმხრივი შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა ასევე, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუზას ოლეკასმა: „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. 2008 წლის შემდეგ საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. ქართველ კოლეგასთან ირაკლი ალასანიასთან ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ საერთო ინტერესის საკითხები განვიხილეთ, მათ შორის რეგიონალური უსაფრთხოება, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემს კოლეგას, რომ ლიტვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას უჭერს მხარს, ასევე აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სამხედრო წვრთნებისა და განათლების მიმართულებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე  აღვნიშნე, თუ რამდენად დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში. თქვენი ქვეყანა ასევე, აპირებს ჩაერთოს „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში, შეუერთდეს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებსა და „შეკავშრებული ძალების ინიციატივას“. ძალიან ვაფასებ ქართველი სამხედროების ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობასაც. ჩემს ქართველ კოლეგას მოვუწოდე, რომ თავდაცვის სფეროში რეფორმების გატარება ისევ გააგრძელოს, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს – გაწევრიანდეს ნატოში. უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას უჭერენ  მხარს. მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ლიტვის მხარდაჭერა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. მჯერა, რომ საქართველოსა და ლიტვის ორმხრივი ურთიერთობა მომავლაშიც ნაყოფიერი იქნება“.

06.10.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

„ზოგიერთ ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს და ადამიანს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს ან გამოცდილება არ ყოფნის”

„ზოგიერთ ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს და ადამიანს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს ან გამოცდილება არ ყოფნის”

10 years ago
ოთარ დანელია: “სახელმწიფო კერძო ბიზნესის კონკურენტი არავითარ შემთხვევაში არ გახდება”

ოთარ დანელია: “სახელმწიფო კერძო ბიზნესის კონკურენტი არავითარ შემთხვევაში არ გახდება”

11 years ago
„წკაპი“ – ბიზნესი, რომელიც საკრავ კალიმბას საქართველოში ხელმისაწვდომს ხდის

„წკაპი“ – ბიზნესი, რომელიც საკრავ კალიმბას საქართველოში ხელმისაწვდომს ხდის

3 years ago

გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა

9 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by