• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, July 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურა: “მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები”

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
პროკურატურა: “მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1407562044_aმთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს პოლიტიკური სპეკულაციები და სანამ ვინმეს უსაფუძვლოდ გადააბრალებენ გარკვეულ ქმედებას, გაერკვეს სამართლებრივ პროცედურებში , – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირების დაკავების საქმეზე ალასანიას უწყებამ  გრიფი ”საიდუმლოს”  ნაწილობრივ მოხსნა მოითხოვა.

მთავარ საგამოძიებო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ გაუგებარია თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, საიდუმლო გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ ხსენებული დოკუმენტაცია ეხება საქართველოს სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გასაიდუმლოებულია თავად  თავდაცვის სამინისტროს მიერ და ამ საიდუმლო ინფორმაციის დაცვა მათი ვალდებულებაა.

ამასთან, ”საქართველოს პროკურატურა სრულ მზადყოფნას გამოთქვამს,  კომპეტენტური ორგანოს – შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად,  საიდუმლო გრიფის მიმნიჭებელი ორგანოს – თავდაცვის სამინისტროს მიერ მისი მოხსნის შემთხვევაში, მოახდინოს საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროება”.
“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს,  განმარტება გავაკეთოთ საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სახელმწიფო კუთვნილი 4 102 872.6 ლარის გაფლანგვის ფაქტზე, საიდუმლო გრიფის არსებობის მიზეზებთან დაკავშირებით.

ერთადერთი მიზეზი, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი, არის ის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თავის დროზე გამოძიებისთვის საინტერესო ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვას თვითონ მიანიჭა გრიფი საიდუმლო, ასევე თავდაცვის სამინისტროს მიერ გრიფი საიდუმლო მიენიჭა ამ შესყიდვასთან და შემდომ სს “სილქნეტთან” გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს. აქვე გავნმარტავთ, რომ საიდუმლო გრიფის მინიჭების უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროში აქვს მხოლოდ მინისტრს და მის მოადგილეს.

,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს, ინფორმაციისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანიზაცია, ანუ ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო. შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს განცხადებები თითქოსდა საიდუმლო გრიფი ამ მასალებს საქართველოს პროკურატურამ მიანიჭა და განზრახ არ ხსნის ამ მასალებს საიდუმლო გრიფს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას. საზოგადოების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ სწორედ თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა ხსენებული შესყიდვის გასაიდუმლოება, რომლითაც 2 618 004 ლარის ღირებულების ქონება და მომსახურება შეისყიდა 6 720 877 ლარად, რითაც გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872.6 ლარი.

ამავდროულად, საქართველოს პროკურატურის მიერ გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ინფორმირების მიზნით, საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წინასწარი წერილობითი დასტურით გასაჯაროვდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც არ მოახდენდა სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას.

მთავარი პროკურატურა როგორც გამოძიების საწყის ეტაპზე, ახლაც მზად არის ხსენებული დოკუმენტაციისათვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის შესაძლებლობის შესწავლის მიზნით, მოთხოვნის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სწორედ თავდაცვის მინისტრი ან მისი მოადგილეა უფლებამოსილი ხსენებულ დოკუმენტებს მოხსნას საიდუმლო გრიფი და არა საქართველოს პროკურატურა. შესაბამისად მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები და სანამ ვინმეს უსაფუძვლოდ გადააბრალებენ გარკვეულ ქმედებას, მოვუწოდებთ გაერკვნენ სამართლებრივ პროცედურებში, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მათთვის უხერხული და სამართლებრივად შეუსაბამო განცხადებების გაჟღერება.

ამდენად, გაუგებარია თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, საიდუმლო გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ ხსენებული დოკუმენტაცია ეხება საქართველოს სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გასაიდუმლოებულია თვით თავდაცვის სამინისტროს მიერ და ამ საიდუმლო ინფორმაციის დაცვა მათი ვალდებულებაა.

საქართველოს პროკურატურა სრულ მზადყოფნას გამოთქვამს კომპეტენტური ორგანოს – შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად საიდუმლო გრიფის მიმნიჭებელი ორგანოს – თავდაცვის სამინისტროს მიერ მისი მოხსნის შემთხვევაში, მოახდინოს საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროება”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

03.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026

საინტერესო

ქართველი ქირურგის გმირობა და გადარჩენილი ლიტველი გოგონა

ქართველი ქირურგის გმირობა და გადარჩენილი ლიტველი გოგონა

10 years ago
ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვი ამოიყვანეს

ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვი ამოიყვანეს

5 years ago

ბარაქ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა პირისპირ ისაუბრეს

11 years ago

თურქეთი ეგვიპტეში სირიის სცენარის განვითარების საფრთხეს ხედავს

13 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by