• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„თიბისი ბანკმა“ „ბანკი რესპუბლიკა“, ასევე „პროგრესბანკის“ აქტივებისა და პასივების ნაწილი შეისყიდა

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
„თიბისი ბანკმა“ „ბანკი რესპუბლიკა“, ასევე „პროგრესბანკის“ აქტივებისა და პასივების ნაწილი შეისყიდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თიბისი ბანკი„თიბისი ბანკმა“ „ბანკი რესპუბლიკა“, ასევე „პროგრესბანკის“ აქტივებისა და პასივების ნაწილი შეისყიდა. როგორც ”თბილისის თაიმსს” ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამ გარიგებით ”თიბისი ბანკი” ბაზარზე დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით #1 ბანკი ხდება.

”თიბისი ჯგუფმა” და ფრანგულმა „სოსიეტე ჟენერალმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ”თიბისი ბანკმა” „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.7% 315 მილიონ ლარად შეიძინა. ეს ტრანზაქცია უდიდესია ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე. „ბანკი რესპუბლიკის“ შეძენა სრულად შეესაბამება ”თიბისი ბანკის” სტრატეგიას და იძლევა უდიდეს შესაძლებლობას მნიშველოვანი სინერგისთვის ვინაიდან „ბანკი რესპუბლიკა“ არის მყარი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიდერი ბანკების ხუთეულში შედის და განსაკუთრებულ აქცენტს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე აკეთებს. მისი ამონაგები კაპიტალზე 2013 წლიდან ყოველ წელს შეადგენდა 18%- ს, ხოლო 2015 წელს – 21 %-ს.

”თიბისი ბანკმა” „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.7 %-ი („სოსიეტე ჟენერალის“ 100 %-იანი წილი) 315 მილიონ ლარად გამოისყიდა. ამ თანხის 70 % გადახდილი იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 30 % ”თიბისი ბანკის” ახლად გამოშვებული აქციებით. შედეგად, ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ხდება ”თიბისი ბანკის” აქციების 5.4 % – ის მფლობელი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე”, – განმარტავენ ბანკში.

მათივე ცნობით, რაც შეეხება „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების დარჩენილ 6.27 %-ს, რომელიც „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ ეკუთვნის, ”თიბისის” უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ამ აქციების გამოსყიდვაზე.

”შერწყმის შედეგად: ”თიბისი ბანკი” ხდება #1 ბანკი საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით. ”თიბისი ბანკის” ბაზრის წილი მთლიან სესხებში იზრდება 7.3 % -ით და აღწევს 35.7 %-ს, ხოლო დეპოზიტებში იზრდება 5.3 %-ით და შეადგენს 34.5 %-ს; ”თიბისი ბანკის” პოზიციები ყველა საოპერაციო სეგმენტში ძლიერდება, განსაკუთრებით კი საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით; კლიენტების რაოდენობა მიუახლოვდება 2 მილიონს; კიდევ უფრო გაფართოვდება ”თიბისი ბანკის” მომსახურების ქსელი; მთელი საქართველოს მასშტაბით, ფილიალების რაოდენობა გაიზრდება 169-მდე, ხოლო ბანკომატების – 517-მდე; ”თიბისი ბანკი” ძლიერდება მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც საბანკო საქმიანობაში დიდი გამოცდილება და მომხმარებელთან ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკა აქვთ”, – განმარტავენ ბანკში;
მათივე ინფორმაციით, ტრანზაქციის დასრულება დაგეგმილია 2016 წლის ბოლომდე.

აღნიშნულ გარიგებაში ”თიბისი ბანკის” ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველია J.P.Morgan, ხოლო Baker and Mckenzie LLP -საერთაშორისო მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „ბანკი რესპუბლიკის“ ყიდვის გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია ”თიბისი ბანკის” გრძელვადიან სტრატეგიასთან და წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი მიზნების შესასრულებლად, რომ გავხდეთ ლიდერი ბანკი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.

”თიბისი ბანკის” მენეჯმენტის გუნდს აქვს უნიკალური გამოცდილება ამ ტიპის ინტეგრაციებში და გვაქვს სათანადო რესურსი, რომ ამ ორი ბიზნესის შერწყმით მომხმარებლებს საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს გუნდში „ბანკი რესპუბლიკის“ თანამშრომლებს, რომლებიც დაგვეხმარებიან წარმატებულად გავაგრძელოთ საბანკო საქმიანობა და შევთავაზოთ კლიენეტებს საუკეთესო მომსახურება, ახლა უკვე როგორც ყველაზე დიდმა ბანკმა საქართველოში. ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს და მოხარული ვართ, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ერთად გავიზარდოთ და განვვითარდეთ“, – აცხადებს ”თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

”თიბისი ბანკში” აცხადებენ, რომ ბანკი შეიძენს სს „პროგრესბანკის“ აქტივების (108 მილიონი ლარი) და პასივების (108 მილიონი ლარი) შერჩეულ ნაწილს. ”თიბისი ბანკისთვის” ეს ტრანზაქცია წარმოადგენს საერთო აქტივების 1.6 %-ს.

”თიბისი ბანკისა” და „ბანკი რესპუბლიკის“ კონსოლიდაციას მყარი ინდუსტრიული ლოგიკა აქვს და საქართველოს საბანკო სექტორს მოუტანს მნიშვნელოვან სარგებელს ლიდერობისა და მომსახურების გაუმჯოსების თვალსაზრისით. მოხარული ვართ, რომ ჩვენი აქციები გადავეცით ისეთ მოტივირებულ პროფესიონალთა გუნდს, როგორიც არის თიბისი ბანკის მენეჯმენტი. გვჯერა, რომ საუკეთესო პარტნიორი შევარჩიეთ ჩვენი შვილობილისთვის საქართველოში. ჩვენ მოუთმენლად ველით ტრანზაქციის წარმატებით დასრულებას და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ, რომ გარდამავალი პერიოდი უმტკივნეულოდ წარიმართოს“, – აცხადებს „ბანკი რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორი ანტუან გაბიზონი.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

“დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ “

10 years ago
ლამპედუზა – ხმელთაშუა ზღვის დაკარგული კუნძული

ლამპედუზა – ხმელთაშუა ზღვის დაკარგული კუნძული

10 years ago
პირველი ქართული ხის სათვალეები – LWood Eyeglasses-სგან

პირველი ქართული ხის სათვალეები – LWood Eyeglasses-სგან

10 years ago

მალხაზ სამხარაძე – „ქართულ ბაზარზე უხარისხო საბავშვო პროდუქციაა წარმოდგენილი“ – რას სთავაზობს „ჰაუკი“ ქართველ მშობლებს?

12 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by