• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიხეილ სააკაშვილს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი დაუმძიმდათ

12 years ago
in სამართალი
A A
მიხეილ სააკაშვილს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი დაუმძიმდათ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

201310191630085საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე,საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილს უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს ბრალდებები დაუმძიმდათ, ამის შესახებ ნათვამია საქართველოს მტავარი პროკურატურის, მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნით ვალერი გელაშვილს დადგენილი ჰქონდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დაზარალებულის მიერ ლიტვაში ჩატარებული ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და  შემდგომში ლიტველი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი კომისიური საექსპერტო კვლევის შედეგად, ვალერი გელაშვილს დაუდგინდა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, დაზარალებულისაგან გატაცებული ძვირადღირებული პირადი ნივთებისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიერ მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას.

გამოძიებით დადგენილმა ამ ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გამოიწვიეს ბრალდებების დამძიმება, კერძოდ:

მიხეილ სააკაშვილს და ივანე მერაბიშვილს, რომელთაც ბრალად ედებოდათ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დაუმძიმდათ ბრალდება  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის   25-117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

ერეკლე კოდუას და გია სირაძეს, რომელთაც ბრალად ედებოდათ  ძალადობით და იარაღის გამოყენებით, სამსახურებრივიუფლებამოსილების გადამეტება, აგრეთვე სხვისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის ძალადობით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის  333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით და 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დაუმძიმდათ ბრალდებები სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის და ყაჩაღობისთვის,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და  179-ე მუხლის მეორე ნაწილის„ბ“ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.

დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ საააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 14 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას,  მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება,  რის შემდეგაც  თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, რომელიც დააწვინეს ასფალტზე, იარაღის კონდახებით  სასტიკად ცემეს და გაიტაცეს ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი და ბეჭედი, ღირებული 50 000 ლარად.

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუხოცელი დამახინჯება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2005 წლის 14 ივლისს, თუმცა  იმ პერიოდში საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად არ განხორციელებულა არცერთი ქმედითი საგამოძიებო მოქმედება და 2013 წელს საქმეზე გამოძიების განახლებამდე აღნიშნული ფაქტი იყო გაუხსნელი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და  179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14 წლამდე ვადით,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

10.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026
18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ახალი ამბები

18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

02/06/2026

საინტერესო

მიხეილ ჯანელიძემ და დავით ბაქრაძემ მინისტრთა კაბინეტს საკუთარი უწყებების პრიორიტეტები წარუდგინეს

მთავრობა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე დღეს იმსჯელებს

10 years ago

ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

13 years ago
ფრანგი ქალის სამზარეულოში ნაპოვნი შედევრი აუქციონზე €24 მილიონად გაიყიდა

ფრანგი ქალის სამზარეულოში ნაპოვნი შედევრი აუქციონზე €24 მილიონად გაიყიდა

7 years ago

“არცერთი უსამართლოდ დასჯილი ადამიანის შვილის ცრემლად არ ღირს მთელი საქართველო”

10 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by