ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი, მერაბ გოქსაძე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გააადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად ჩაატარა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მოქალაქისგან მისთვის სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაში, დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 1000 აშშ დოლარი აიღო.
დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.
02.12.14






