• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Euronews: 57 მილიონი ბავშვი, რომელიც განათლებას კონფლიქტის ზონაში იღებს – როგორ ირღვევა ბავშვთა უფლებები მსოფლიოში?!

11 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, მსოფლიო
A A
Euronews: 57 მილიონი ბავშვი, რომელიც განათლებას კონფლიქტის ზონაში იღებს – როგორ ირღვევა ბავშვთა უფლებები მსოფლიოში?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

განათლების კლასიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული უკვე ოთხი ათეული წელია მნიშვნელოვან კვლევებს აწარმოებს. სტანდარტი გულისხმობს სკოლის ტიპებისა და სასკოლო სისტემების კლასიფიკაციას. საერთაშორისო მასშტაბით  სტანდარტი გამოდგება ქვეყნების, ან ქვეყნების მოქალაქეების განათლების დონის დასადგენად. მსოფლიო მასშტაბით განათლების სფეროში სტატისტიკის შემუშავება პირველად, 1970-იან წლებში დაიწყეს. იგი 1975 წელს ოფიციალურად იქნა მიღებული ჟენევაში ჩატარებულ „განათლების მსოფლიო კონფერენციაზე“.

10841232_882477485116862_1243023691_n

მსოფლიო ჯერ კიდევ, მრავალი საუკუნის წინ შეთანხმდა იმაზე, რომ განათლება – არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ინდივიდმა უნდა გაიაროს  სიცოცხლის განმავლობაში. სამწუხაროდ, საუკუნეების წინ, როდესაც მსოფლიოში არ გვხვდებოდა მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები, ინფორმაციის მოძიების სწრაფი საშუალებები და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, განათლებასა და სწავლების პროცესს უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე დღეს. 2014 წლის  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მონაცემებით, ყველაზე მეტი უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე  ჰყავს კანადას, ისრაელს, იაპონიას, აშშ-ს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, დიდ ბრიტანეთს, ფინეთს, ავსტრალიასა და ირლანდიას.  თუმცა, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში არათუ უმაღლესი განათლება, ბავშვებს ხშირად, სკოლაში სიარულის საშუალებაც არ ეძლევათ. რეგიონალური საგანმანათლებლო მინისტერიალის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაცია იუნისეფი ცდილობს, რომ სხვადასხვა აქტივობითა და რეკომენდაციის გაცემით დააინტერესოს მსოფლიოს ის ქვეყნები, სადაც სწავლისა და განათლების დონე დაბალია, ეს კი გამოწვეულია თავად სახელმწიფოების პოლიტიკური ნების არარსებობით.

10834523_882477508450193_1785403199_o

იუნისეფი მიერ დაწყებულ მოწოდებას მოქმედებისკენ „განათლება ყველასთვის ახლავე!“  ევროპის ქვეყნები მხარს უჭერენ. იუნისეფი მიმართავს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების მთავრობებს, რომ გაატარონ საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც მოიცავს უკლებლივ ყველა ბავშვისთვის განათლების მიცემის პროცედურებს, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მიზეზით  გარიყული ბავშვებისთვის. ორგანიზაციის მოქმედი ღონისძიებების მიზანია ის, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ყველა ბავშვი დადიოდეს სკოლაში, ყველა მათგანმა მიიღოს განათლება ადრეულ ასაკში, სწავლობდეს შეძლებისდაგვარად და მათ ამ პროცესს აძლიერებდეს სწორად გამართული და სათანადო რესურსებით აღჭურვილი განათლების სისტემა.

10834474_882477865116824_1546076186_o

გასულ წელს სტამბულში, რეგიონალური საგანმანათლებლო მინისტერიალის კონფერენციის გახსნაზე თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრის ემოციურმა სიტყვამ დამსწრე საზოგადოებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. აღნიშნული გამოსვლა გახდა, სწორედ იუნისეფის 2014 წლისა და 2015 წლების სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილი.

„განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხიან და რელევანტურ განათლებაზე ყველასთვის, რათა განათლება უფრო ეფექტური და თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. აუცილებელია რეგიონში განათლების სისტემების ხარისხის გაუმჯობესება იმისათვის, რომ ყველა ბავშვი სკოლას ამთავრებდეს იმ უნარებით და ცოდნით აღჭურვილი, რაც საჭიროა 21–ე საუკუნეში ცხოვრებისათვის,“ აღნიშნა ღონისძიების გახსნაზე თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა, ნაბი ავჯიმ.

10816946_882477841783493_1909343017_o

იუნისეფის შეფასებით, აფრიკის კონტინენტის გამოკლებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონებში დაახლოებით 2,5 მილიონი ბავშვი არ იღებს საბაზისო განათლებას. აქედან, 1,6 მილიონი ბავშვი სკოლამდელი განათლების ასაკშია და არ დადის სკოლაში მომსახურების და სათანადო საშუალებების სერიოზული დეფიციტის გამო. ამასთანავე, მათ უმეტესობას უწევს იძულებითი შრომა, რის გამოც მათ ფიზიკურად დრო არ აქვთ,რომ იაროს სკოლებში.

სკოლაში სიარულის შემთხვევაშიც კი, ბევრი ბავშვი არ იღებს ცოდნას და უნარ–ჩვევებს, რაც სჭირდებათ წარმატების მისაღწევად საკუთარ რეგიონში თუ შრომის ბაზარზე. ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში 15 წლის ასაკის მოსწავლეთა დაახლოებით ნახევარი ვერ აკმაყოფილებს საბაზისო სტანდარტებს კითხვაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში. კიდევ მილიონობით მოზარდი აკლდება სკოლას საშუალო სკოლის მაღალ კლასებში მიღწევამდე.

10834782_882477845116826_893171623_o (1)

„ხვალინდელი საზოგადოება დღევანდელი სკოლით იწყება. ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ ერთად დავასრულოთ ბავშვების სკოლიდან და სასწავლო პროცესიდან გამორიცხვის პრაქტიკა,“ ამბობს იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, იოკა ბრანდტი.

ამავე, ორგანიზაციის შეფასებით, თუ ქვეყნებმა არ გაითვალისწინა კონკრეტული რეკომენდაციები, ან არ გამოიყო საკმარისი სახსრები, რამდენიმე ათწლეულში მსოფლიო განათლების დონე საგრძნობლად დაეცემა, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის მსოფლიო ტექნოლოგიებისა და მიღწევების წინსვლის პროცესს. ამ რეგიონებში სწავლის საშუალებას ყველაზე მეტად მოკლებულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ეთნიკური და ენობრივი უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები, ასევე ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან, სოფლებიდან და მიგრანტი ოჯახებიდან.

10846675_882478031783474_803682317_n

ყოველთვის, როდესაც მსოფლიოში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებზე მიმდინარეობს მსჯელობა განათლების იდეალურ მოდელად სამხრეთ კორეის მაგალითი მოჰყავთ. რატომ სამხრეთ კორეა? აღმოსავლეთ აზიის ამ ერთ-ერთმა მოწინავე ქვეყანამ შეძლო წარსულში არსებული პრობლემების აღმოფხვრა და კაპიტალის განათლებაში ჩადება.  კომპანია „Economist Intelligence Unit“-მა 40 ქვეყანაში ჩაატარა გამოკვლევა. ეს ქვეყნები შეადარეს სამი სხვადასხვა ინდექსით – საერთო განათლების დონე, შეაფასეს ახალგაზრდებისა და მოსწავლეების კოგნიტური შესაძლებლობები და მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ აზიის რამდენიმე ქვეყანა პირველ ათეულში შედის. პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: ფინეთი, სამხრეთი კორეა, ჰონკონგი, იაპონია, სინგაპური. ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოიკვეთა ლიდერი ქვეყნები – ფინეთი და სამხრეთი კორეა.

10822314_882478028450141_74122525_nსამხრეთ კორეაში, ისევე როგორც აზიის ქვეყნების უმეტესობაში, მთავარი აქცენტი დასმული მოსწავლის მიერ მასალის შესწავლაზე, ეს კი მიიღწევა მოსწავლეთა მიერ კლასში მაქსიმალური დროის გატარებით. გარდა ამისა, სამხრეთ კორეელი მოსწავლეების უმეტესობა დამატებით დადის კერძო სკოლებში თუ რეპეტიტორებთან. რაც უფრო მაღალ კლასშია მოსწავლე, ასეთი გაკვეთილები უფრო და უფრო მრავლდება. ფინეთში მიდგომა სხვაგვარია. აქ სწავლების მთავარი პრინციპია, დაეხმარონ მოსწავლეს სასწავლო მასალის გაგებაში, რათა შემდეგ მხოლოდ კი არ გაიმეოროს ნასწავლი, არამედ ცხოვრებაში გამოიყენოს საკუთარი ცოდნა.

მოკლედ, რომ მიმოვიხილოთ სამხრეთ კორეის განათლების სისტემა უნდა აღვნიშნოთ ის, რომ მის ჩამოყალიბებაზე გარკვეულწილად ზეგავლენა მოახდინა ისტორიულმა პროცესებმა, თავდაპირველად იგი პრორუსული მოდელით მიმდინარეობდა, თუმცა 1945 წლიდან, ამერიკული ოკუპაციის პერიოდში სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო სისტემა დასავლურ  მოდელზე გადაეწყო, პრუსიული სკოლის გავლენა მაინც ძლიერი დარჩა, თუმცა უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ადამიანის სოციალიზაციასა და თვითგამოხატვას. ამდენად, სამხრეთ კორეული სისტემა კარგი მაგალითია აფრიკისა და აზიური ქვეყნებისთვის, მათ იუნისეფის რეკომენდაციების თანახმად უპირველესად, უნდა გაზარდონ დაფინანსებები და  აამაღლონ მოქმედი მასწავლებლების კვალიფიკაცია, მოამზადონ ახალი კადრები. იუნისეფი ყოველწლიურად მილიონობით თანხას გამოჰყოფს აფრიკის ქვეყნებში სკოლებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად,  ამ საქველმოქმედო პროცესებში ჩართულნი არიან შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც.

10844616_882478395116771_781552172_o

ევროპულმა გამოცემა „ევრონიუსი“ მსოფლიოში განათლების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხმიანება და ამ პროცესების  ერთ-ერთ მათავარ შემაფერხებელ მიზეზად ომს ასახელებს. გამოცემამ წარმოადგინა მსოფლიოს ის პირველი –  სამი ქვეყანა, სადაც ბავშვებს განათლების მიღება   ომისა და კონფლიქტის პირობებში უწევთ.

იუნესკოს მონაცემებით ამ წუთებისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 57 მილიონი ბავშვი ვერ იღებს სრულყოფილ განათლებას იმის გამო, რომ მათი სკოლების ფანჯრების გარეთ ომი მძვინვარებს.

10824792_882478391783438_740268637_o

ამ ქვეყნების მოკლე სიის პირველ ადგილს ერაყი იკავებს, ჩრდილოეთ ერაყში ყოველდღიური ტერაქტებისა და შეტაკებებისას ასობით ადამიანი იღუპება. ბევრ ისეთ დასახლებაში კი , სადაც ქურთები ცხოვრობენ სკოლების უმეტესობა უფუნქციოდ არის დარჩენილი,რადგან იქ ომისგან დაზარალებულების თავშესაფრებია გახსნილი.

10846520_882478295116781_1885327476_n

სიის მეორე ადგილს უკრაინა იკავებს, სოციოლოგიური კვლევებისა თუ ფსიქოლოგების დასკვნით, ამ ქვეყანაში კონფლიქტის ზონიდან დევნილ და გამოქცეულ მოსახლეობას, განსაკუთრებით ბავშვებს უჭირთ ახალ სოციალურ გარემოსთან შეგუება.

10818993_882478531783424_312641793_n

მესამე ადგილი დაიკავა ავღანეთმა, ამ ქვეყანაში სიტუაცია ბევრად მძიმეა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ბავშვებს არ აქვთ სკოლები და წიგნები, ისინი ღია ცის ქვეშ იღებენ განათლებას. ავღანეთის ისტორია – ეს ომის ისტორიაა, რომელმაც მრავალი თაობა გამოზარდა შიშსა და ძალადობაში.

10834678_882478541783423_916733180_o

ამ ქვეყნების გარდა, უკანასკნელ წლებში სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ომებში 2 მილიონზე მეტი ბავშვი დაიღუპა და 6 მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა. ათობით მილიონ ბავშვს დღეს კონფლიქტურ ზონებში განათლების მიღება არ შეუძლია. ხშირ შემთხვევაში სკოლაში სიარულს ისინი ფიზიკური თუ ემოციური ტრავმის გამო ვერ ახერხებენ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საბოლოო ჯამში განათლების დეფიციტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შეფერხებას და სიღატაკის მაჩვენებლის ზრდას იწვევს.

წყარო: Euronews

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In