• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე – 2015 – 2020 წლების პროგნოზები

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე – 2015 – 2020 წლების პროგნოზები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს, სასტუმრო თბილისი მერიოტში რიგით მეორე ეკონომიკური ფორუმი „ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე – გამოწვევები და პროგნოზები 2015 – 2020“ გაიმართა. ფორუმი ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბის „დოქტრინას“ და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

10836253_906850465992948_896452050_n

ფორუმზე „დოქტრინას“ დირექტორმა მიხეილ დუნდუამ  დამსწრე საზოგადოებას უახლესი კვლევის შედეგები წარმოუდგინა. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალი და საექსპორტო შემოსავლების საპროგნოზო ანალიზი 2015 – 2020 წლებისთვის.

კვლევის ავტორებმა პროგნოზირება აპრობირებული, PERT მოდელირებით მოახდინეს, შედეგები 95%-იანი სანდოობით სარგებლობს და გვიჩვენებს, რომ 2019 წლისთვის თხილის წარმოებიდან მიღებული შემოსავალი არ იქნება  289 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები და 391 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. მეორე პროგნოზმა აჩვენა, რომ 2020 წლისათვის შემოსავალი იქნება  $424 მილიონიდან $ 308 მილიონამდე.

ფორუმზე წარმოდგენილმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ნაჭუჭგაცლილი თხილის  ექსპორტის განსაკუთრებული ზრდა 2013 წელს დაფიქსირდა, ეს მაჩენებელი კი 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგებულია.  იგი გაიზარდა 79 მილიონი დოლარიდან 161 მილიონ დოლარამდე.   საქართველოდან ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტი ძირითადად სუფთა ექსპორტის კატეგორიას მიეკუთვნება და მისი რეექსპორტის კომპონენტი უმნიშვნელოა. რეექსპორტის ყველაზე მაღალი დონე  2013 წელს 545 ათასი დოლარი იყო, იქამდე კი 2012 წელს 66 ათასი დოლარი დაფიქსირდა.

10850728_906850665992928_1139002098_n

კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიო ექსპორტში ქართული წილის ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო 2008-2013 წლებში, აღნიშნულ პერიოდში ქართული თხილის გულის ექსპორტის წილი მსოფლიო ექსპორტში 2,8 % – იდან 10,8%-მდე გაიზარდა. ეს კი 4-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია ის, რომ საქართელო მსოფლიოში ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტის მიხედვით, თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა, თხილის გულს მსოფლიო ექსპორტის 10,8 % უჭირავს ( 2013 წლის მონაცემებით), რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია.

შეხვედრას ესწრებოდნენ ექსპერტები ეკონომიკის დარგში, აღნიშნული საკითხით დაინტერესებული პირები და კერძო მეწარმეები. ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც აღნიშნული პროგნოზების რეალობაზე იმსჯელეს, კერძო მეწარმეებმა კი სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

10841549_906850689326259_640763072_n

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის, „დოქტრინას“ დირექტორი მიხეილ დუნდუა: „შეხვედრაზე მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევის პრეზენტაცია, ჩვენ გვქონდა პროგნოზები 2019-2020 წლებისათვის შემოსავლების საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით და მივიღეთ ის, რომ  2019 წლისთვის თხილის წარმოებიდან მიღებული შემოსავალი არ იქნება  289 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები და 391 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა იმდენად, რამდენადაც დარგის განვითარების მაუწყებელია და ამასთანავე, ქვეყნის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა, განსაკუთრებით რეგიონებისთვის. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ დარგის ირგვლივ არსებობს, აუცილებელია მეწარმეების მეტი ინფორმირებულობა, თუ როგორ და რა სტანდარტებით უნდა მოხდეს თხილის წარმოება იმისთვის, რომ თავი ავარიდოთ თხილის უკან დაბრუნებას. ჩვენ საწმუხაროა მაგრამ, ამის ყველაზე დიდი პრეცედენტი უკვე გვქონდა 2012 წელს, როდესაც 22 ათასი კილოგრამი თხილი დაგვიბრუნეს. ამასთანავე, საჭიროა სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი აუთვისებელი ტერიტორიების ათვისება და მათი გამოყენება. ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კიდევ გვექნება შეხვედრები, სადაც შემდგომში ჩამოვაყალიბებთ სტრატერგიასა და რეკომენდაციებს.“

10834175_906850672659594_1343283670_n

ექსპერტი ირაკლი ზარქუა:  „დღევანდელმა შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. ჩვენ ვსაუბრობდით თხილის ექსპორტსა და სამომავლო გეგმებზე. გამოიკვეთა ის, რომ ეს დარგი განვითარდა სახელმწიფოს ყოველგვარი დახმარების, ხელშეწყობის ან სუბსიდირების გარეშე. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით დარგები, სადაც სახელმწიფომ დიდი რაოდენობის თანხები გამოყო ბიუჯეტიდან, თუმცა შედეგები რეალურად არ ყოფილა სახარბიელო. თხილის ექსპორტს აქვს საკმაოდ მზარდი დინამიკა, მიუხედავად იმისა, რომ ის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად განვითარდა, მას მაინც სჭირდება დახმარება. გამოვყოფ რამდენიმე გზას: პირველი, მან აუცილებლად უნდა მოახდინოს ბაზრის დივერსიფიცირება, დაეხმაროს გლეხებს, რომ შეწამლონ ნერგები, რაც პირდაპირ გააორმაგებს შემოსავლის რაოდენობას  და ბოლოს, მან უნდა იბრძოლოს მონოპოლიების წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს სამი მთავარი პირობა უნდა შეასრულოს სახელმწიფომ, დანარჩენი, კი როგორც აღვნიშნე, ამ დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე სახელმწიფოს ჩაურევლადაც მოგვარდება.“

974464_906850685992926_931459977_n

შ.პ.ს „ქესქას“ აღმასრულებელ დირექტორი, მარიკა კოდუა:  „მსგავსი შეხვედრები საკმაოდ კარგია იმიტომ, რომ ხდება დამსწრე საზოგადოებას შორის აზრების გაცვლა. ძალიან კარგია ამასთანავე, ისიც რომ დაესწრნენ ექსპერტები, რადგან ბაზარი ვითარდება და ინერგება ახალი ტექნოლოგიები, რის შესახებაც ინფორმაცია ჩვენ, კერძო მეწარმეებს ხშირად არ მოგვეწოდება. მაგალითისთვის, დღევანდელ შეხვედრაზე მივიღეთ რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ დავნერგოთ ინფრაწითელი სხივებით თხილის გაშრობა, რაც საკმაოდ ეფექტური და აპრობირებული მეთოდი ყოფილა. ჩვენი უპირველესი საზრუნავი არის ის, რომ ექსპორტში დავიკავოთ პირველი ათეული, რისთვისაც საჭიროა წარმოების ხარისხის გაუმჯობესება. ხარისხი გაუწევს სწორედ დიდ წინააღმდეგობას ჩვენი ქვეყნის ისეთ კონკურენტს, როგორიცაა მაგალითად თურქეთი.  ძალიან მოხარული ვარ მსგავსი ფორმატის ფორუმების, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ან გავუზიაროთ ერთმანეთს სიახლეები აღნიშნულ დარგში.“

06.12.14

ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

ვისოლი „შევრონის“ საავტომობილო ზეთების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა

13 years ago

მიხეილ ჯანელიძე ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა

10 years ago
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

3 years ago
სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

8 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by