შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციებს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად.
შსს-ს ინფორმაციით, დუშეთის შემდეგ, სამინისტროს თანამშრომლები ყაზბეგის რაიონს ეწვივნენ და იქ მცხოვრებ მოსახლეობას საკვები პროდუქტები ჩაუტანეს.
აღნიშნული საქველმოქმედო აქცია შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება. სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეგროვებული თანხებით, სამინისტრო მთიან სოფლებში მცხოვრებ 500-მდე ოჯახს დაეხმარება.
საქველმოქმედო აქცია დეკემბრის ბოლომდე გრძელდება და საქართველოს რამდენიმე მაღალმთიან რეგიონს მოიცავს.
08.12.14