• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროფესიული განათლების სისტემაში სიახლეები დაიგეგმა

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, საზოგადოება
A A
პროფესიული განათლების სისტემაში სიახლეები დაიგეგმა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქრთველოში პროფესიული განათლების ცენტრები შედარებით მოთხოვნადი გახდა. ამ ტენდენციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ის, რომ  მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში სტუდენტს სწავლა მთლიანად უფინანსდება. თუ რამდენი  პროფესიული სასწავლებებლია ქვეყანაში, რა პროფესიების  დაუფლება შეუძლიათ მსურველებს, უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო კურსდამთავრებულების დასაქმებას და რა სიახლეები დაიგეგმა პროფესიული განათლების სისტემაში ამ და სხვა საკითხებზე ”თბილისი თაიმსს”  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ესაუბრა.

unnamedრამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლების ცენტრები?

– 2013 წლიდან, განხორციელდა 3 მიღება, რომელთა ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სასწავლებლებში სულ ჩაირიცხა 18 306 პირი.

კერძოდ:

  1. 2013 წელი- სტუდენტის სტატუსი მიიღო – 8396.
  2. 2014 წელი- სტუდენტის სტატუსი მიიღო – 9920.

რამდენი პროფესიული სასწავლებებლია საქართველოში და რა პროფესიების დაუფლება შეუძლიათ სწავლის მსურველებს?

– საქართველოში ფუნქციონირებს 20 სახელმწიფო და 69 კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. გარდა ამისა,  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს 14 სახელმწიფო და 15 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 12 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მრავალპროფილიანია. მსურველთათვის ხელმისაწვდომია შემდეგი მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

  • აგრარული მეცნიერებანი;
  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • ინჟინერია;
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • სამართალი;
  • სოციალური მეცნიერებანი;
  • ხელოვნება;
  • ჯანდაცვა;
  • მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები.

 რომელი პროფესიის დაუფლებაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

 – 2014 წლის შემოდგომის მონაცემებით, ბენეფიციართა მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი იყო შემდეგი პროფესიები:

1. ბუღალტერი;

2. ოფისის მენეჯერი;

3. მზარეული;

4. ინფორმაციული ტექნოლოგი;

5. ელექტრიკოსი.

რა გამოცდა უნდა ჩააბაროს მსურველმა პროფესიულ კოლეჯში მოსახვედრად? 

 – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსახვედრად, მსურველები აბარებენ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებას. კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესი რეგულირდება თავად დაწესებულების მიერ. პროფესიული ტესტი ამოწმებს პირის პროფესიული უნარების შესაბამისობას არჩეული პროფესიის მოთხოვნებთან. შშმ და სსსმ პირებისთვის დანერგილია ალტერნატიული ჩარიცხვის წესი, რაც ტესტირების ნაცვლად გულისხმობს 3 სხვადასხვა პროფესიის მოსინჯვის გზით პირისათვის შესაბამისი პროგრამის შერჩევას.

დღეს რამდენი მსგავსი სასწავლებელი ან კოლეჯი ფუნქციონირებს?

– საქართველოში ფუნქციონირებს 20 სახელმწიფო და 69 კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება (კოლეჯი). გარდა ამისა,  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს 14-ს სახელმწიფო და 15-ს კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 12-ს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

რა საფასურის გადახდა უწევს მსურველს კოლეჯში სასწავლებლად? სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა თუ მოქმედებს?

– პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა, იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც გადალახული აქვთ პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.  2014 წელს პირველად, სახელმწიფომ დაიწყო ყოფილი პატიმრების პროფესიული მომზადება მათი რესოციალიზაციისა და დასაქმება-თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით. წელს პროგრამაში ჩაერთო 40 ყოფილი პატიმარი, შესაბამისი პროგრამები  მომავალ წელსაც გაგრძელდება. ასევე, პროფესიული მომზადება  გაიარა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თავისუფლების შეზღუდვის ცენტრის 50-მდე ბენეფიციარმა.

როგორ მიმდინარეობს სწავლება პროფესიულ სასწავლებლებში?  სახელმძღვანელოები რამდენად ხელმისაწვდომია?

 – სასწავლო პროცესი პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებაზეა ორიენტირებული, პრაქტიკული კომპონენტების განხორციელება ხდება სახელოსნოებსა და დამსაქმებლის საწარმო ბაზებზე. სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სტუდენტებისთვის სრულად ხელმისაწვდომია პროფესიული სწავლებისთვის გათვალისწინებული სავალდებულო ლიტერატურა მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 2013 წელს, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმის ხედვა, რომელიც მოქნილი, კომპეტენციებზე დაფუძნებული, მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას ითვალისწინებს. მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-დანერგვა ასახულია პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიაში (2013-2020). მიმდინარე წელს დამსაქმებელთა მონაწილეობით შემუშავდა 100-მდე  პროფესიული სტანდარტი და 60 მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა. ასევე, მოდულების შესაბამისად, მომზადდა გზამკვლევები მასწავლებლებისათვის და სასწავლო მასალები/სახელმძღვანელოები  სტუდენტებისათვის. ამასგარდა, განხორციელდა სასწავლო მასალების ადაპტირება, რათა სრულფასოვნად წარიმართოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტთა სწავლა-სწავლების პროცესი.

პედაგოგებზე რას გვეტყვით? რამდენად კვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან პროფესიულ სასწავლებლებში? მათი გადამზადება ხომ არ იგეგმება?

 – პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე აქტიურად მუშაობს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. მიმდინარე წელს, შემუშავდა ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების კონცეფცია“ რომელიც, ამ ეტაპზე,  განხილვის პროცესშია და 2015 წლიდან იგეგმება მისი ეტაპობრივი დანერგვა.  2013 წელს პედაგოგების მინიმალური ანაზღაურება 3-4 ლარიდან გაიზარდა 8 ლარამდე. რეგულარულად მიმდინარეობს მასწავლებელთა ტრენინგი პედაგოგიკასა და სწავლების ტექნიკაში. წელს პირველად დაიწყო პედაგოგების გადამზადების პროგრამა  დარგობრივ კომპეტენციებში დამსაქმებელთა ბაზებზე, პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც.

პროფესიული კოლეჯები რამდენად უზრუნველყოფენ კურსდამთავრებულთა დასაქმებას? რაიმე პროგრამა ხომ არ არსებობს კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშესაწყობად?

– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები თანამშრომლობენ დამსაქმებელ ორგანიზაციებთან, რომელთა მხრიდან, უზრუნველყოფილია საწარმოო პრაქტიკა. ხშირია შემთხვევები, როცა წარმატებული კურსდამთავრებულები საქმდებიან პრაქტიკის ობიექტებზე. გარდა ამისა, ერთის მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ხოლო მეორეს მხრივ, კერძო კომპანიებს შორის, გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომელთა მიზანი კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობაა. სტრატეგიის თანახმად, დამსაქმებლები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ პროფესიული განათლების ფორმირების ყველა დონეზე. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია კოლეჯებისა და დამსაქმებლებისათვის სხვადასხვა წამახალისებელი ინიციატივების შეთავაზება, განსაკუთრებით პრაქტიკული სწავლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, რაც პროფესიულ სტუდენტთა დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმია. სწორედ ამ მიზნით, 2015 წლიდან სამინისტრო გეგმავს სხვადასხვა პროგრამების ამოქმედებას. მაგ: კონკურსების ორგანიზება, დამსაქმებლებისა და კოლეჯების ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და სხვა.

რაიმე ცვლილება ხომ არ იგეგმება პროფესიული განათლების სისტემაში? რა გეგმები აქვს სამინისტროს ამ კუთხით?

 – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის N300 ბრძანებით დამტკიცებულია ,,პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია 2013-2020 წლებისთვის, რომელიც ითვალისწინებს სისტემის მაქსიმალურ გახსნილობას, ინკლუზიურობას, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ხარისხის ამაღლებას. სტრატეგია მრავალკომპონენტიანია და შესაბამისად ყველა ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს მასშტაბური ღონისძიებები: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კოლეჯების მენეჯმენტის გაძლიერება და მართვის ხარისხის უზრუნველყოფა, სისტემის დაფინანსების მექანიზმების დახვეწა, ასევე კანონმდებლობის დახვეწა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, პროფესიულ კვალიფიკაციათა სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია  უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით, ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა, პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება, სოციალური პარტნიორობის განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება როგორც სამინისტროს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე.

22.12.14

ნინა პირტახია

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

იტალიელმა ცოლთან კამათის შემდეგ 450 კილომეტრი ფეხით გაიარა

იტალიელმა ცოლთან კამათის შემდეგ 450 კილომეტრი ფეხით გაიარა

6 years ago

ეკლესიის გზავნილი საზოგადოებას, მამა გიორგი ზვიადაძე პატრიარქის ეპისტოლეს შესახებ

13 years ago
სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი – შსს

სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი – შსს

3 years ago
“არ მჯერა, რომ ჩემი შვილის ცხედარი იქ არის, სადაც ეძებენ. მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან” – ნათია ბახტაძის დედა

“არ მჯერა, რომ ჩემი შვილის ცხედარი იქ არის, სადაც ეძებენ. მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან” – ნათია ბახტაძის დედა

3 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by