• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სწორედ განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნისათვის” – ირაკლი დოღონაძე

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
“სწორედ განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნისათვის” – ირაკლი დოღონაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2014 წლის ეკონომიკურ შედეგებსა და 2015 წელს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე “თბილისი თაიმსს” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, „თსუ ანალიზის და პროგნოზირების ცენტრი“-ს დამფუძნებელი ირაკლი დოღონაძე ესაუბრა.

10893387_770121363080531_1648869886_n

როგორ შეაფასებთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის  შესრულების პროცესს და მასზე ზემოქმედ რომელ ფაქტორებს გამოყოფდით განსაკუთრებით?

– თუ განვიხილავთ 2014 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებს, ვნახავთ რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებიდან, გეგმასთან  ჩამორჩენა გვაქვს ვალდებულებების მუხლში, კერძოდ კი, საგარეო ვალდებულებების ზრდის მუხლში. 2014 წლის 11 თვეში ბიუჯეტში 613 მლნ ლარის ოდენობის  საგარეო ვალი იქნა მიღებული, რაც წლიური გეგმის 59.21%-ია. ანუ დარჩენილ ერთ თვეში ბიუჯეტში 423 მლნ ლარის მოცულობის საგარეო ვალი უნდა მივიღოთ დაგეგმილი ბიუჯეტის ეს მუხლი რომ შესრულდეს.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსულობების დანარჩენ მუხლებს, ამ მხრივ ვითარება ბევრად უფრო საიმედოა. შესრულების მაღალი მაჩვენებლებია გადასახადების მუხლში (89.59%), გრანტების მუხლში (135%), არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების მუხლებში (შესაბამისად 83.23% და 85.19%).

უნდა აღინიშნოს, რომ სახაზინო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით დეკემბრის თვეში (01.12-29.12)  ბიუჯეტში დამატებით 1 172 მლნ ლარის მოცულობის შემოსულობა იქნა მიღებული, საიდანაც 730 მლნ ლარი გადასახადებზე მოდის.  აქედან  ჩანს, რომ საგადასახადო შემოსავლების მუხლი უკვე შესრულებულია (100.3%-ით). რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებს, ამ მხრივ შესრულების მაჩვენებელი 29 დეკემბრისათვის 98.9%-ს შეადგენს და მთლიანი შესრულებისათვის სჭირდება მხოლოდ 104 მლნ ლარი, რომლის მიღებაც დარჩენილ ორ დღეში სავსებით შესაძლებელია.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებეის ნაწილის შესრულების გარდა მნიშვნელოვანია აგრეთვე გადასახდელების ნაწილის შესრულებაც.  განვლილი 11 თვის ჯამური მონაცემებით შრომის ანაზღაურების მუხლი შესრულებულია 89.1%-ით, საქონელის და მომსახურების მუხლი 82.2%-ით, სოციალური უზრუნველყოფის მუხლი 90.5%-ით, ხოლო შედარებით დაბალი შესრულების მაჩვენებლებია შემდეგ მუხლებში: არაფინანსური აქტივების ზრდა – 74.9% და საშინაო ვალდებულებების კლება – 62.7%.

დეკემბრის თვის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით კი ამ დროისათვის ბიუჯეტიდან სულ 8 673 მლნ ლარის ოდენობის გადასახდელებია გაწეული, რაც წლიური გეგმის 95.5%-ს შეადგენს. გადასახდელების შესრულების ასეთი დაბალი მაჩვენებელი ერთისმხრივ შემოსულობების უკმარისობით და მეორესმხრივ სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ პროექტების ვადებში გაჭიანურებით და საბიუჯეტო თანხების აუთვისებლობით შეგვიძლია ავხსნათ.

რომელ სფეროებზეა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ყველაზე მეტად გაზრდილი და რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?

– თუკი 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს ეკონომიკური ნიშნით დავაჯგუფებთ, ვნახავთ რომ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯი (138 მლნ ლარით) და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯი (302 მლნ ლარით).

სოციალური უზრუნველყოფის მაღალი ხვედრითი წილი მთლიან ხარჯებში,  გამოწვეულია მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით. სწორედ ამ მუხლს მიეკუთვნება „საყოველთაო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა მკურნალობების დაფინანსება, რომლითაც უამრავმა ჩვენმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა. რაც შეეხება სამთავრობო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდას, ამის გამომწვევ მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ერთისმხრივ  შტატების გაზრდა საჯარო სამსახურებში, და მეორესმხრივ უკვე არსებული შტატების რაოდენობის უცვლელად სახელფასო განაკვეთებისა და დანამატების გაზრდა. ორივე შემთხვევაში შრომის ანაზღაურების ხარჯების ასეთი ოდენობით ზრდა უამრავ კითხვას აჩენს.

თქვენი შეფასებით, რამდენად არის შედეგზე ორიენტირებული  ბიუჯეტიდან ასეთი ოდენობის თანხების გამოყოფა შრომის ანაზღაურებებზე და არის თუ არა ის პირდაპირპროპორციული იმ  საზოგადოებრივი სიკეთის, რაც ამ საჯარო მოხელეების  მიერ შეიქმნა?

– ჩემი აზრით, მოცემულ შემთხვევაში საჯარო მოხელეთა ხელფასების თემას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ.  ისეთი პოზიცია თუ თანამდებობა, რომელიც ძალიან დიდ პასუხისმგებლობასა და კვალიფიკაციას მოითხოვს, ბუნებრივია შრომის მაღალი ანაზღაურებითაც უნდა გამოირჩეოდეს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, მოტივაციის ფაქტორის გათვალისწინებით, საჯარო სექტორში გვეყოლებიან ძალზედ დაბალკვალიფიციური კადრები (რაც თავისმხრივ კორუფციას წარმოქმნის). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებების ზრდა ცალსახად კარგია. აქ მთავარია ის, რომ არ მოხდეს შტატების ხელოვნურად „გაბერვა“ და ნეპოტიზმის ნიშნით თანამშრომელთა დასაქმება. ამ მხრივ კი (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საბიუჯეტო ხარჯების შემთხვევაში) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  როლი ძალიან დიდია. სწორედ იგი ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების გახარჯვის მიზნობრიობის, ეფექტიანობისა და შესაბამისობის შემოწმებასა და შესწავლას.

თქვენი აზრით, როგორ უნდა გადანაწილებულიყო თანხები  პრიორიტეტების მიხედვით და ყველაზე მეტად, რომელი სფერო უნდა დაფინანსებულიყო?

– ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტები მუდმივი არასდროს არ არის და ისინი განვითარების თითოეული ეტაპის შესაბამისად იცვლებიან.  საქართველოში  განვითარების  მოცემული ეტაპისათვის  მიმაჩნია რომ N1 პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს. სწორედ განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა (საწყის ეტაპზე გაორმაგება) უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნისათვის.  განათლებული ადამიანი შრომის ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანია და შესაბამისად დოვლათსაც უფრო მეტს ქმნის. გაზრდილი დოვლათის მოცულობა კი გაზრდილ შემოსავლებს და საერთო კეთილდღეობას ნიშნავს. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განათლების სფეროს დაფინანსებაზე მხოლოდ 771 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, რაც მშპ-ს  მხოლოდ 2.9%-ს შეადგენს. ცნობისათვის, აღნიშნული მაჩვენებელი დასავლეთის ქვეყნებში 5-6%-ის ფარგლებშია.  ანუ ეს სახელმწიფოები მათ მიერ შექმნილი მთლიანი  დოვლათის 5-6%-ს განათლებაზე ხარჯავენ.

როგორ ფიქრობთ,  რა გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ფისკალური პოლიტიკა 2015 წელს და როგორია თქვენი პროგნოზები?

– ამ მხრივ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის ფაქტორები, რომლებიც ჩემი აზრით დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე მომავალი 2015 წლის განმავლობაში. ესენია: აშშ დოლარის გამყარების გამო ქართულ კომერციულ ბანკებში საკრედიტო რისკების ზრდა; ნავთობის მსოფლიო ფასების ვარდნა; რუსული რუბლის გაუფასურება; საქართველოში ჩარიცხული ფულადი გზავნილების (განსაკუთრებით რუსეთიდან) შემცირება;

ნავთობის მსოფლიო ფასების ვარდნას თუკი მოჰყვება საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ადეკვატური კლება (რაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდამდე არ შეინიშნება), მაშინ ტრანსპორტირების ხარჯების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბენზინის ფასების შემცირება თავისმხრივ შეამცირებს ადგილობრივ პროდუქციათა ფასებსაც საქართველოში, რაც დეფლაციურ პროცესებს მისცემს სათავეს. დეფლაცია კი ავტომატურად შეამცირებს დასაბეგრ არეალს ქვეყანაში და შესაბამისად მოიკლებს საგადასახადო შემოსავლებიც ბიუჯეტში.

გარდა ნავთობის ფასებისა, მნიშვნელოვანია რუსული რუბლის გავლენაც. თუკი რუბლის გაუფასურების პროცესი შენარჩუნდა ან/და უფრო მეტხანს  გაგრძელდა, მაშინ რუბლის გაუფასურების გამო დოლარებში გამოხატული ჩვენი თანამემამულეების მიერ გამოგზავნილი მათი ფიქსირებული დანაზოგების ოდენობა მოიკლებს და  ამის შედეგად უფრო ნაკლები დოლარი შემოედინება ქვეყანაში, რაც ერთისმხრივ დაასუსტებს ლარის სავალუტო პოზიციებს და მას გაუფასურებისკენ უბიძგებს და მეორეს მხრივ შეამცირებს ფულადი გზავნილების მიმღები ოჯახების შემოსავლებს (ლარებში გადაცვლის  შემდეგ), რაც კიდევ უფრო გააუარესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

31.12.14

ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს
ახალი ამბები

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

საინტერესო

ნათია თურნავა – არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ აქვს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მხარდაჭერა, როგორც ანაკლიის პორტს

ნათია თურნავა – იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას სახელმწიფო მოახდენს და ხარჯებსაც სახელმწიფო გაიღებს

7 years ago
სამეგრელოში 70 წლის ქალმა, სახლში შეჭრილი ნიღბიანი მამაკაცი სცემა, რომელმაც გაუპატიურება დაუპირა

სამეგრელოში 70 წლის ქალმა, სახლში შეჭრილი ნიღბიანი მამაკაცი სცემა, რომელმაც გაუპატიურება დაუპირა

3 years ago

გიორგი კვირიკაშვილი 27 სექტემბერს ანგელა მერკელს შეხვდება

9 years ago
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

7 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by