საქართველოში, რომ პოლიტიკური პროცესები პირველ ადგილზე დგას, ამაში ეჭვი დიდი ხანია აღარავის ეპარება. ისიც კარგად ვიცით, რომ ახალგაზრდებიც ჩართულნი არიან ამ პროცესებში და ამის დასტურია ისიც, რომ საქართველოში შეიქმნა საქართველოს ახალგაზრდული მთავრობა. საქართველოს ახალგაზრდულ მთავრობას ჰყავს საკუთარი პრეზიდენტი – ქეთი ონიანი და პრემიერ მინისტრი – რატი რატიანი. ამასთან ერთად არის მოდელირებული 20 კაციანი მინისტრთა კაბინეტი საკუთარი მოადგილეებით და ა.შ. ამ ახალგაზრდების ასაკი წარმოადგენ 18-25 წელს. ახალგაზრდული მთვარობის გამოჩენის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი 2 ნაწილად გაიყო. ზოგმა მათ გზა დაულოცა და წარმატება უსურვა, ზოგი კი პირიქით მათ დამცინავად და სკეპტიკურად შეხვდა. მე კი ვფიქრობ, რომ ახალი სისხლი ყოველთვის და ყველგან საჭიროა. ეს ახალგაზრდები გულწრფელად ცდილობენ საკუთარი თავი იპოვონ და საკუთარ ქვეყანას დაეხმარონ. ისინი მედიატორის როლს ასრულებენ ნამდვილ მთავრობასა და საზოგადოებას შორის. აქ არიან გაწევრიანებული ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ რაიმე სასიკეთოდ შეცვალონ, გეგმავავენ და ახორციელება პროექტებს, ხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, ახალგაზრდები სწავლობენ თუ როგორ უნდა გამოხატონ საკუთარი აზრი, როგორ უნდა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ასეთი პროექტები ხორციელდება სხვა ქვეყნებშიც და საკმაოდ წარმატებულადაც. რა თქმა უნდა, იქნება შეცდომები, იქნება არასწორად გადადგმული ნაბიჯები, იქნება გარკვეული არასერიოზული დამოკიდებულებაც, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია ის ძალა, რომლის გარშემოც ისინი გაერთიანდნენ და ვფიქრობ ეს ძალა ჩვენი ქვეყნის სიყვარულია. დღევანდელი ახალგაზრდები არიან სწორედ ის საძირკველი, რაზეც ჩვენი ქყვეყნის მომავალი უნდა აშენდეს. სასურველია, რომ ეს საძირკველი რაც შეიძლება მყარი იყოს, რადგან გაუძლოს არა ერთ რყევას. შეცდომებსკი, არა მხოლოდ ეს ახალგაზრდები, არამედ ქვეყნის სათავეში მყოფი თითქმის ყველა პირი უშვებდა და უშვებს დღესაც. ასე, რომ გზა გავუთავისუფლოთ ამ ახალგაზრდებს და დავეხმაროთ მათ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის აშენებაში. „თბილისი თაიმსი“ საქართველოს ახალგაზრდული მთავრობის პრეზიდენტ – ქეთი ონინს, პრემიერ მინისტრ – რატი რატიანს და რამდენიმე მინისტრს ესაუბრა.
რატომ და როიდს გაჩანდა საქართველოს ახალგაზრდული მთავრობის ჩამოყალიბების იდეა?
– საქართველოს ახალგზარდული მთავრობის იდეა წამოვიდა ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსების“ მიერ. ორგანიზაცია დაფუძნდა ერთიო წლის წინ. ორგანიზაციის დაფუძნების იდეა წამოვიდა ჩემგან, იქიდან გამომდინარე, რომ ადრეც ხშირად მიმიღია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობა. სურვილი მქონდა, რომ მეც შემექნა რაღაც განსხვავებული, რაც ახლაგაზრდებს მისცემდა საშუალებას უფრო გააქტიურებულიყვნენ. მგონი ყველაზე რეალური პროექტი რაც შეიძლება შემექმნა „საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსებია“ და საქართველოს ახალგაზრდა მთავრობაა.
რა ფუნქცია აკისრია დღეს საქართველოს ახალგაზრდულ მთავრობას?
– ვფიქრობ ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარი ფუნქციაა მედიატორობა ხალხსა და მთავრობას შორის. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი კარგად გამოგვდის და შევეცდებით კიდევ უფრო მეტი რამ გავაკეთოთ მომავალში.
რა პრინციპით შეარჩეთ მინისტრები და გაგვაცანით მათი შემადგენლობა?
– სოციალურ ქსელში გავავრცელეთ აპლიკაციები, რომლის მიხედვითაც გამოგვიგზავნეს CV და შემდეგ ჩვენს მიერ არჩეული ახალგაზრდები მოვიდნენ გასაუბრებაზე. გასაუბრება იყო მესამე ეტაპი და ავარჩიეთ ძალიან კარგი მინისტრები, შესაფერისი ამ თანამდებობისთვის. ახლა ვინც აქ გვესწრება არიან: უჩა მეტრეველი-ჯანდაცვის მინისტრი და ვიცე პრემიერი, თემურ ცინდელიანი, ენერგეტიკის მინისტრი, სამწუხაროდ თავდაცვის მინისტრმა მოსვლა ვერ მოახერხა და გვესწრება მისი მოადგილე დიმიტრი სულამანიძე.
ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ თუ გქონდათ შეხვედრები და რა ურთიერთობა გაქვთ მინისტებთან?
– როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩვენ მედიატორობას ვცდილობთ საზოგადოებასა და მთავრობას შორის. აქედან გამომდინარე გვიწევს ხშირად შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამ ეტაპზე შევხვდით – სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ – ლევან ყიფიანს, დევნილთა და განსახლების მინისტრ-სოზარ სუბარს, თბილისის მერს – დავით ნარმანიას, ერთი კვირის წინ შევხვდით პრემიერ -მინისტრის მრჩეველს – სოფო ჯაფარიძეს. უახლოეს მომავალში იგეგმება შეხვედრა ფინანსთა მინისტ – ნოდარ ხადურთან და განათლების მინისტ – თამარ სანიკიძესთან.
როგორ ფიქრობთ, დღეს რა არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა და როგორ გესახებათ მისი გადაჭრის გზები?
– პრობლემა ყველა ქვეყანაშია, მითუმეტეს ჩვენ ასეთი პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთან არც თუ, ისე სახარბიელო მდგომარეობაა. ვფიქრობ ყველა სფეროში არის რაღაც პრობლემა. რაც შეეხება გადაჭრის გზებს, ყველა ახალგაზრადა მინისტრს საკუთარი ხედვა აქვს და ისინი თავად უკეთესად ისაუბრებენ.
რას აკეთებთ თქვენ და თქვენი გუნდის წევრები იმისათვის, რომ უფრო დაიხვეწოთ და განვითარდეთ?
– ყველაზე მთავარს რასაც ვაკეთებთ, ეს არის გუნდური მუშაობა. ჩვენ ერთად ვგეგმავთ პროექტებს, ინიციატივებს. ზოგიერთი მათგანი სამწუხაროდ ვერ განხორციელდა 2014 წელს და 2015 წლისათვის გადაინაცვლა. საკმაოდ კარგი პროექტებია და ვფიქრობ, რომ ხალხსაც და ქვეყანასაც დაეხმარება წინსვლაში.
თქვენი აზრით რა არის ის მთავარი თვისება რაც წარმატებულ პოლიტიკოსს ჭირდება?
– ყველაზე მთავარი თვისება, რაც საჭიროა წარმატებული პოლიტიკოსისათვის, ეს არის მიზანდასახულობა.
რა ასაკის ახალგაზრდები შეიძლება მოხვდნენ ახალგაზრდულ მთავრობაში?
– ჩვენთან შეუძლიათ მოხვდნენ 18დან-25 წლამდე აზალგაზრდები. ამ ეტაპზე ღია ბაზა არ გვაქვს, თუმცა 2015 წლისთვის ახალი წევრების მიღება იგეგმება. ძალიან დიდი მოთხოვნაა ახალგაზრდების მხრიდან, რომ ჩვენი გუნდის წევრები გახდნენ. ჩვენი ორგანიზაციის კარი კი ყველასათვის ღიაა.
საზოგადოების ნაწილი თქვენ მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, რას ეტყოდით მათ? ხშირად ისმის კითხვები იმის თაობაზეც თუ ვინ გაფინასებთ?
– რაც შეეხება საზოგადოების ამ ნაწილს, მე გარკვეულწილად ვამართლებ მათ, რადგან მათ არ აქვთ ინფორმაცია ჩვენს შესახებ. მათ არ იციან რა პროცესში ვართ, რა პროექტებს ვახორციელებთ და ა.შ. ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცებთ, რომ მცდარია მათი ასეთი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. რაც შეეხება დაფინანსებას, ჩვენ არავინ არ გვაფინანსებს, არც ერთო ფონდი, არც ერთი პარტია. აქვე ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ ჩვენ ვართ აპარტიული ორგანიზაცია და ვართ თვითდაფინანსებაზე.
თუ გყავთა რჩეული პოლიტიკოსი (როგორც ქართველი ასევე უცხოიელი)?
– რა თქმა უნდა გვყავს, მაგრამ ამ ეტაპზე დასახელებისგან თავს შევიკავებთ.

რა არის თქვენი ძირითადი მიზანი და თუ არის პროექტები, რომელსაც ახლა ახორციელებთ ან აქამდე მოგიმზადებიათ?
– ამ ეტაპზე ვისაუბრებ განათლების სამინისტროს პროექტებზე, რომლის საშუალებითაც რეგიონებში ჩატარდა ტრენინგები ბავშვთა უფლებების დაცვაზე და ახალგაზრდებს გაუღრმავდათ ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა ძალიან კარგი კონფერენციები, ნატოს, ევროკავშირის, გაეროს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია ახალგაზრდებს. აგრეთვე ჩავატარეთ საქველმოქმედოო აქცია. ახლა ფინანსთა სამინისტროს აქვს წამოწყებული ძალიან კარგი პრექტი, რომლის გახორციელება 2014 წელს გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ასე, რომ 2015 წელს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტები იგეგმება.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? რის გაკეთებას აპირებთ მომავალში?
– უახლოეს მომავალში ვაპირებთ ხალხის დახმარებას და ქვეყნის წინსვლაში დიდი როლის თამაშს. მინდა, რომ ყველას მივულოცო დამდეგი შობა-ახალ წელი. ვუსურვო ბედნიერება და ჯანმრთელობა. ყველა ადამიანს ვუსურვებ მიზნის მიღწევას, საქართველოს კი ვუსურვებ გამთლიანებასა და გაბრწყინებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რატი რატიანი:
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია, ვართ სრულიად აპარტიულები. ჩვენ ვმუშაობთ, ამას პრობლემებს არ დავარქმევდი, უბრალოდ ინიციატივებზე, რომელიც წაადგება საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში. ძალიან ბევრი პროექტები შემოვიდა 2014 წელს, რომლებიც ასევე ამოქმედდება 2015 წელს. 2015 წლის ბოლომდე გახორციელდება საკმაოდ დიდი და მასშტაბური პროექტები, რომლებიც ძალიან დიდ წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდული ხედვა არსებობს ჩვენს გუნდში, მინისტრების და მტავრობის მიმართ შენიშვნები, რა თქმა უნდა ყოველთვის იქნება. ამ შემთხვევაში მინუსებზე არ ვისაუბრებთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ახალგაზრდული ხედვები ჩამოვაყალიბოთ გარკვეული პროექტების სახით და შემდეგ ეს პროექტები მივაწოდოდოთ ნამდვილ სამინისტროებს. ვცდილობთ ვიყოთ მედიატორები ურთიერთობის დამყარების საკითხებში. მინდა მივულოცო შობა -ახალი წელი საქართველოს მოსახლეობას, ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული და ყოველივე საუკეთესო. ღმერთმა ქნას, რომ 2015 წელი ყიფილიყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების წელი, რადგან ჩვენი თითოეული მოქალაქის სურვილი არის ის, რომ ვიცხოვროთ გამთლიანებულ საქართველოში.“
ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი უჩა მეტრეველი:
„ჯერ ვისაუბრებნ იმაზე თუ რა გავაკეთეთ და შემდეგ ვისაუბრებ იმაზე თუ რა სიგნალი შეიძლება გავაგზავნოთ რეალურ მთავრობასთან. პირველ ეტაპზე, ჩვენ განვახორციელეთ ის, რომ გაეროს ფონდთან დავდეთ ხელშეკრულება, რის მიხედვითაც ჩვენ შორის უნდა გაფორმებულიყო ურთიერთთანამშრომრომლობის მემორანდუმი და ეს მიღწეულია. მეორე ეტაპი ეს იყო ქალთა უფლებათა დაცვისათვის ჩატარებული ღონისძიებები. ამაზე ძირითადად არ ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ ასევე განვახორციელეთ უფასო დონაციის პროგრამა. მე ჯანდაცვის მინისტრ – დავით სერგეენკს ასე თუ ისე ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ის ყველასაგან გამოჩცეული ჯადაცვის მინისტრია, რაც ჩვენს ქვეყანას აქამდე ყოლია. მე მომავალ წელს ვაპირებ, რომ ვიმუჯშაო ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ვაპირებ, რომ ბათუმში ურთიერთობის მემორანდუმუ გავაფორმო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და ა.შ. ჩვენი აქტიური მუშაობით დავანახებთ საზოგადოებას თუ ვინ არის ახლაგაზრდა მთავრობა და რა შეუძლია მას. ჩვენ ამავდროულად ვსწავლობთ სწორ იდეოლოგიას თუ როგორ შეიძლება იმართოს საზოგადოება და როგორ შეიძლება წინ წავიდეს პოლიტიკა. ჩემი დევიზი კი როგორც ჯადაცვის მინისტრისა არის: „ჯანმრთელი ცხოვრება, ჯანმრთელი საქართველო“ მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო შობა- ახალი წელი და ვუთხრა მათ, რომ იყვნენ მშვიდად, ჩვენს მთავრობას კი, მინდა ვუსურვო, რაც შეიძლება მიუახლოვდნენ ევროპას.“
ენერგეტიკის მინისტრი თემურ ცინდელიანი:
„ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, რაც ქართულ ენერგო სფეროშია. პირველი პრობლემა ეს არის გაზიფიკაციის და ელექტროფიკაციის თემა, რომელიც დღეს აქტიურად დგას საქართველოში და რომლის აღმოსაფხვრელადაც გაკრვეული ღონისძიებები ტარდება. უბრალოდ ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ შეიძლება ამ პროექტების უფრო სწრაფად განხორციელება, ვიდრე ეს ამჟამად ხდება. რაც შეეხება მეორე პრობლემას, ეს არის ჰესების პრობლემა ანუ რიგ შემთხევევში მოსახლეობის მომატებული ინტერესი და ის კითხვები, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, ხუდონჰესთან დაკავშირებით. ჩემი პირადი შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით შეიცვალა მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის მინისტრამა ბატონმა კახი კალაძემ მიგვანიშნა, რომ ეს პროექტი უფრო გამჭირვალე უნდა გამხდარიყო. მეორე ვარიანტი, რომელიც მთავრობაშიც განიხილება და ჩემთვისაც უფრო მისაღებია არის ის, რომ ხუდონჰესი ააშენოს თვითონ მთავრობამ. რაც შეხება ამ პრობლემის გადაჭრის გზებს, ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან შედარებით მეტ-ნაკლებად მდიდარი და უხვია ენერგო რესურსებით, გასაკუთრებით წყლით. ჩვენთან ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ზამთრის პერიოდში ქვეყანა ახდენს ელექტროენერგიის იმპორტს. ჩემი აზრით, ამ პრობლემის აღმოფხვრის საშუალება არის, ის რომ მოხდეს გარკვეული მინი ჰესების მშენებლობა, რომლებიც სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, რომ წლის დანარჩენ პერიოდში გარდა ზამთრისა მოახდინოს წყლის რეზერვაცია. ამ წყალს კი შემდეგ ზამთრის თვეში გამოიყენებს და ელექტროენერტგიის იმპორტი აღარ დაგვჭირდება მეზობელი ქვეყნიდან. ვულოცავ სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს, ვუსურვებ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჯანმრთელობას და გაერთიანებულ, ბედნიერ საქართველოში მშვიდობიანად ცხოვრებას.“
თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი სულამანიძე:
“ჩემი სფერო არის საკმაოდ სფეციფიკური და ამიტომ საკმაოდ რთულია ჩამოვაყალიბოთ უშუალოდ ის გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში თავდაცვა. მე მოგახსენებთ ჩემ საკუთარ აზრს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა და შემოსაძღვრულია მთებით, საომარი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში არის რამოდენიმე პატარა წერტილი, რომლის დაცვაც მოგვიწევს. თავდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა არის, ის რომ შეიძნოს ულტრათანამედოვე საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ამავდროულად კარგი იქნება თუ ქვეყანაში შეიქმნება რეზერვი. თქვენ წეღან დასვით შეკითხვა ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემაზე და მე მინდა ამაზეც ვისაუბრო. ჩემი აზრით დღეს ჩვენს ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის გაუნათლებლობა. ახალგაზრდობას ჰაერივით სჭირდება განათლება. მე მესმის, რომ ეს ძალიან რთულია და ძალიან დიდი თანხებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა სასურველია, რომ საქართველოში განათლება გახდეს უფასო. მე ძალაინ მომწონს იაპონიის მაგალითი. ისტორიას, რომ გადავხედოთ, როდესაც იაპონიამ მრავალი ომი აწარმოა, ის მიხვდა იმას, რომ ე.წ ძალოვანი პოლოტიკით ვერაფერს გახდებოდა. აქედან გამომდინარე ხელისუფლემაბ ახალგაზრდებს მისცა განათლების მიღების საშუალება, რადგან ქვეყნიოს მომავალი სწორედ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. მათ ახალგაზრდებს შესთავაზეს გარკვეული პროდუქტი და უთხრეს თუ ამას მოდერნიზებას ჩაუტარებდნენ მათ მის ღირებულებაზე ორჯერ მეტს გადაუხდიდნენ, ხოლო თუ რაიმე ახალს და გაცილებით უკეთესს შექმნიდნენ უფრო დიდ თანხას მიირებდნენ. განათლება გახდა უფასო, ახალგაზრდობა დაინტერესდა და ამის შემდეგ წამოვიდა იაპონიაში განათლებული თაობა. დღეს კი ყველანი კარგად ვხედავთ იაპონია განვითარების რა დონეზეა. მინდა მივულოცო ჩემ უსაყვარლეს საქართველოს შობა -ახალი წელი. ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და რაზეც დღიდან ჩემი ცნობიერისა ვოცნებობ, ეს არიც ჩვენი დაკარგული მიწების დაბრუნება.“
05.01.15
ანო მუქათარიძე










