• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პოსტერს არ აქვს საუკუნე

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
პოსტერს არ აქვს საუკუნე
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

21- საუკუნეში, სასურველია ის პროდუქტი, რომელიც ინდივიდუალურ გემოვნებასა და კონკრეტულ პიროვნულ მახასიათებლებს ერგება. სასურველი დიზაინით შექმნილი, განსაკუთრებულ ისტორიას ქმნის და ადამიანის ინტერესებს ყოველთვის უსვამს ხაზს.

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზარზე „posteration-ი“ გამოჩნდა. 2016 წლის დეკემბერს – თითქმის, ორი წლის წინ, მან, საკუთარი პოსტერებითა და საინტერესო იდეებით, საკუთარი გულშემატკივრებისა და მომხმარებლების „დაგროვება“ დაიწყო.

„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს „posteration-ის“ დამფუძნებელი, გური ხეცურიანი პასუხობს:

საიდან გაჩნდა ამ ბიზნესის იდეა?

ყოველთვის გვინდოდა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ახალი პროდუქტი და მომსახურება შეგვეთავაზებინა. ოთხმოცდაათიან წლებში, ალბათ, ყველას ახსოვს, თუ რა პოპულარული იყო პოსტერები. თითქმის ყველა ოჯახში, თუნდაც, ერთ ოთახში მაინც იყო ხოლმე გაკრული თუნდაც ერთი პოსტერი. რატომღაც, პოსტერების შეგროვების ტრადიცია აღარ არსებობდა და ჩვენ, პირველებმა, იგი კვლავ აქტუალური გავხადეთ.

რა პროდუქციას აწარმოებთ?

ჩვენი პირველი პროდუქტი იყო პოსტერი.  შემდგომ, მალევე, 2-3 თვეში, ჩამოვაყალიბეთ ხის საამქრო, სადაც ვამზადებთ ხის ჩარჩოებს და დავამატეთ ახალი პროდუქტი – ტილო, რომელიც გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე. ასევე, ვამზადებთ ბლოკნოტებსა და სტიკერებს.

ვინ არის ძირითადი მომხმარებელი? ბევრია დაინტერესებული თქვენი პროდუქციით?

ჩვენი პროდუქტი თითქმის ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაშია პოპულარული. ჩვენი პროდუქტით  ინტერესდება  ყველა, ვისაც ინტერიერის გაფორმება უნდა: სახლის, საკუთარი ოთახის, თუ ოფისის… ასევე, პოსტერი და ტილო შესანიშნავი საჩუქარია. “პოსტერეიშენ” რამდენიმე მაღაზიასა და სასტუმროსაც კი აფორმებს.

ვის შეუძლია თქვენი მომსახურებით სარგებლობა?

ნებისმიერს, ვინც სოციალური ქსელით სარგებლობს, იქნება ეს facebook, თუ – instagram.

ვისი იდეებით ხდება პროდუქციის დამზადება?

დიზაინი მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული, ის არჩევს პროდუქტის ზომასაც. თუმცა, ჩვენ გვაქვს ფართო არჩევანი და შეგვიძლია, მათი სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი თემატიკის გამოსახულება შევთავაზოთ.

კონკურენტად მიიჩნევთ ვინმეს?

როგორც აღვნიშნე, პირველი ქართულ ბაზარზე “პოსტერეიშენ” იყო. ბოლო დროს გამოჩნდა რამდენიმე კომპანია, რომელიც მომხმარებელს მსგავს პროდუქციას სთავაზობს, რამდენიმემ კი დაიმატა , შესაბამისად – არსებობენ..

როგორ ფიქრობთ, რამდენად ძლიერი ბიზნესგარემოა ჩვენს ქვეყანაში ამ ტიპის ბიზნესის წარმოებისთვის?

ვფიქრობ, საქართველოში ამ ტიპის ბიზნესისთვის და ,არა მხოლოდ, ამ ტიპის, კარგი გარემოა. მთავარია ინტერესისა და იმ ხარისხის შენარჩუნება, რომლის გამოც მომხმარებელმა აგირჩია.

მარიამ ტიელიძე

Share2Tweet2

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

“მეტროში საცობს მგზავრები ქმნიან… ზოლში არ მოძრაობენ”  –  ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი

“მეტროში საცობს მგზავრები ქმნიან… ზოლში არ მოძრაობენ” – ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი

4 years ago
N15 დაწესებულებაში წმინდა ნიკოლოზის  სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო

N15 დაწესებულებაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო

11 years ago
ცესკოს წინასწარი მონაცემებით 8 ქალაქში მეორე ტური უნდა გაიმართოს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით 8 ქალაქში მეორე ტური უნდა გაიმართოს

12 years ago
საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მოხვდა

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მოხვდა

7 years ago

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის გია ძლიერიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, 11 ნოემბერს,...

მეტის ნახვაDetails
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

11/15/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

11/15/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე 11/15/2026
  • ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს 11/15/2026
  • თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა 11/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by