• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

CNN: აღმოსავლური „ცივი ომი“ და ახალი საფრთხე მსოფლიოს – რა სურს ჩრდილოეთ კორეას?

12 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
CNN: აღმოსავლური „ცივი ომი“ და ახალი საფრთხე  მსოფლიოს – რა სურს  ჩრდილოეთ კორეას?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მაშინ, როდესაც სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის მოწესრიგების მომხრეა, ამ უკანასკნელში სამხედრო ძალის მობილიზება უკვე თვეზე მეტია დაწყებულია.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ ჩრდილოეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობები არსებობდა. ის ამტკიცებდა, რომ  მისი ქვეყანა რეგიონში  სტაბილურობისა და  მშვიდობის დასამყარებლად საჭირო მცდელობებს კვლავაც ღიად დატოვებდა. მან მოწინააღმდეგე მხარეს, ჩრდილოეთ კორეის ყოფილი მმართველის შვილს, კიმ ჩენ ინს სწორი ნაბიჯების გადადგგმისკენ მოუწოდა.

დასავლური გამოცემები ხშირად, მიმოიხილავენ ქვეყანას და წერენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ეს არის სახელმწიფო, რომელშიც მმართველობა დიქტატორული და კლანურია, უკიდურესადაა შეზღუდული ადამიანის ავტონომია და გამეფებულია პიროვნების კულტი. მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა მრავალჯერ ქცეულა მედიისა თუ პოლიტოლოგთა განხილვის საგნად. ის თუ როგორია ჩრდილოეთ კორეის საგარეო პოლიტიკა და თავდაცვითი მდგომარეობა დღესდღეობით დავის საგანს წარმოადგენს.

10959252_917809628250314_756131040_n

რამდენად საშიშია ეს ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის და იქნება თუ არა მისი პირველი „მსხვერპლი“ სამხრეთ კორეა? – მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მზად არის თანამშრომლობას დათანხმდეს, ნებისმიერი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში პრეზიდენტი ლი მიუნგ ბაკი სამხედრო მზადყოფნას აცხადებს და ამბობს,რომ ის მკაცრს პასუხს გასცემს აგრესორს.

კორეის დაყოფიდან, დღემდე ეს ორი ქვეყანა “პასიური ომის” მდგომარეობაშია, პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ  ეს არის აღმოსავლური „ცივი ომი“.  როგორც სამხრეთ კორეული პრესა იტყობინება ხშირია შემთხვევები, როდესაც ქვეყნებს შორის შეტაკებები ხდება, რაც ძირითადად ჩრდ. კორეის პროვოკაციული ქმედებებითაა გამოწვეული. თუკი სამხრეთ კორეელები უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის აღმავლობაზე, ჩრდილოეთში რესურსების დიდი ნაწილი შეიარაღებაზე იხარჯება.

ამას ემატება ისიც, რომ Transparency International-ის მიერ წარმოებულ კვლევაში, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიო კორუფციის ინდექსს აქვეყნებს, წერია რომ მსოფლიოში კორუფციისგან სრულიად თავისუფალი ქვეყანა არ არსებობს, განსაკუთრებით კორუმპირებული ქვეყნების სიაში სომალთან, ავღანეთთან და სუდანთან ერთად კი ჩრდილოეთ კორეაც მოხვდა. იგი მმართველობის სრული გაუმჭვირვალობისა და კანონის უზენაესობაში არსებული სერიოზული პრობლემების გამო ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების ათეულში ყოველთვის ხვდება.

10955862_917809638250313_2051580246_nკიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის საზღვრის საგუშაგოზე, 2013 წელი

მიუხედავად მრავალი საერთაშორისო გაფრთხილებისა  ჩრდ. კორეა წლების განმავლობაში სამხრეთ კორეის საზღვრებთან სამხედრო ძალას ამაგრებდა. მის  მიერ მთლიანი ნახევარკუნძულის დაპატრონების სურვილს განამტკიცებს ის ფაქტიც, რომ იგი ამ მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ბოლო რამდენიმე თვეა ტანკსაწინააღმდეგო ზღუდეებს მართავს. განსაკუთრებით,  სასტიკი საბრძოლო მოქმედებების ქრონოლოგია 2010 წელს იწყება. ჩრდ. კორეამ დაბომბა სამხრეთის კუთვნილი კუნძული, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  თუმცა უნდა ითქვას, ისიც რომ წლების წინ ამ ორ მოსაზღვრე ქვეყანას შორის კონფლიქტი მოიაზრებოდა მხოლოდ რეგიონალურ დაპირისპირებად, რომელიც შეძლებისდაგვარად მალე უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ კორეა მხოლოდ რეგიონალურ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ყვითელ ზღვაში  შეიარაღებული ძალების მიერ სასწავლო წვრთნების დაწყებამ  კიდევ უფრო დაძაბა ვითარება ქვეყნებს შორის. ამგვარი სიტუაცია კი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ორივე კორეას, არამედ ცივილიზებულ სამყაროსაც კი.

10955819_917809644916979_623507456_oჩრდილოეთ კორეის საზღვარი

ზუსტად 10 წლის წინ, 2005 წელს ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის მცდელობის დაწყების შესახებ გამოაცხადა, არავის ეგონა, რომ  ერთ წელიწადში  პირველი ატომურ ცდას განახორციელებდა. დასავლეთში ფიქრობენ, რომ 10 წლიანი პერიდი საკმარისია იმისთვის,რომ 2015 წელს  ჩრდილოეთ კორეამ მსოფლიო ბირთვული იარაღის გამოყენებით დააშინოს. იგი ამ წლებში ტექნოლოგიებს ავითარებდა და პარალელურად შემაჯამებელ განცხადებებს აკეთებდა, ამ განცხადებებიზტ, განსაკუთრებული შეშფოთება იმ ფაქტმა  გამოიწვია, რომ   ჩრდ. კორეა დღედე თავის მთავარ მოწინააღმდეგედ აშშ-ს მიიჩნევს. ამის საილუსტრაციოდ ჩრდილოეთ კორეული მედიიდან მოჰყავთ ერთი ძალიან მარტივი და კომიკური მაგალითი. მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატის მოგებას ჟურნალისტი ამცნობს თანამემამულეებს და აცნობს ანგარიშებს, სადაც ჩანს თუ რა ეტაპები გაიარა ჩრდ. კორეულმა ნაკრებმა გამარჯვებამდე. რეპორტაჟი დამონტაჟებულია და ასახულია,რომ ჩრდ. კორეამ თავის მთავარ მტერს, სამხრეთ კორეას 10:0 ანგარიში მოუგო, აშშ-ს 4:0, ხოლო პორტუგალიას კი 2:0. საინფორმაციო ომი, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს სწორად არის გათვლილი იმ ქვეშევრდომული სამოქალაქო ტიპის საზოგადოებისთვის, როგორიც ჩრდ. კორეაშია.

10952349_917809641583646_767219691_nკიმ ჩენ ინი ოფიცრებთან ერთად, 2014 წელი

ქვეყანაში სჯერათ, რომ აშშ და სამხრეთ კორეა მათ განადგურებით ემუქრებიან. 2006 წელს პირველი ატომური ცდის შემდეგ,  გაერომ ჩრდ. კორეას დაუწესა ეკონომიკური და სამხედრო სანქციები. ჩინეთმა და რუსეთმა კი, რომლებიც ხშირად ეხმარებოდნენ კორეას ამჯერად დასავლეთს დაუჭირეს მხარი და ეს ტესტირება შეაფასეს, როგორც მსოფლიო საზოგადოების აზრის “უხეში“ დარღვევა. 2007 წლის თებერვალში ფხენიანი დიპლომატიური დათმობების სანაცვლოდ დათანხმდა იმას, რომ დახურულიყო იანგბიონის მთავარი ბირთვული რეაქტორი, მაგრამ მან ერთი თვის შემდეგ, ისევ განახორციელა მეორე მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა, რაც პირველზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ეს მოლაპარაკებები წლები გრძელდებოდა, თუმცა უშედეგოდ, დასავლეთისთვის ერთი მხრივ, საშიში იქნებოდა თუ ჩრდილოეთ კორეა წარმატებას მიღწევდა  ამიტომ თითოეული ცდის არაეფექტურობა მათთვის სასარგებლო იყო, ხოლო მეორე მხრივ, ის იჩენდა სიმკაცრეს არსებული საფრთხეების გამო და გაეროც უფრო მეტად ამკაცრებდა რეზოლუციებს.

თუმცა უტოპიური მოსაზრება იმისა,რომ ჩრდილოეთ კორეა ვერ შეძლებდა საბოლოოდ, ეფექტური ბირთვული სისტემის შექმნას 2013 წლის 12 თებერვალს დასრულდა.  გამთენიისას, პუნგიერის მიწისქვესა ატომური სადგურის გარშემო დაფიქსირდა სეისმური აქტივობა, რომელსაც მოჰყვა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსგან დასტური, რომ ჩრდ. კორეამ წარმატებით განახორციელა მოწყობილობის შემოწმება.

ფხენიანის საბოლოო მიზანი იყო  საკმარისად მცირე, “მინიატურული” მოწყობილობის წარმოება, რათა იგი მორგებოდა შორსმოქმედ რაკეტას. ამ დრომდე ბოლო ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირდებით გავრცელდა არის ის, რომ სამხეთ კორეა მსოფლიოს მოუწოდებს კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ  ჩრდილოეთ კორეასთან. სამხრეთ  კორეა თვლის,რომ მისი მეზობელი ქვეყანა ომისთვის ემზადება. ამ ცნობის მიხედვით, „დიდი გამაერთიანებელ ომს“ კიმ ჩენ ინი 2015 წელს დაიწყებს, მან ამ ყველაფრისთვის მზადება კი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო.

10937551_917809631583647_1589609122_nფოტო აღლუმიდან, რომელზეც ჩანს ჩრდილოეთ კორეის რაკეტა

ამერიკული გამოცემები წერენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ჯერ კიდევ წარსულში, კორეული ომის პერიოდშია „ჩარჩენილი“, ფიქრობენ, რომ იგი კიდევ დიდხანს გააგრძელებს ბირთვულ მუქარას მსოფლიოში იმ იმედით,რომ მიიღებს გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე. ამ ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს მხოლოდ კორეის ნახევარ კუნძული არ წარმოადგენს, მისთვის მთავარია მთლიანად აღმოსავლეთ აზიის რეგიონის დაპატრონება, რაც, რა თქმა უნდა, ახალ კონფლიქტს გამოიწვევს. კონფლიქტს, რომელშიც უკვე იაპონია შემოდის.

წყარო: CNN

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

10846574_10204251539387137_685949634_n

Share2Tweet1

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

9 years ago
ცხინვალი საქართველოს მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს

ცხინვალი საქართველოს მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს

4 years ago
თიბილოვის “დღევანდელი განცხადება არის შემაშფოთებელი და საფრთხის შემცველი”

თიბილოვის “დღევანდელი განცხადება არის შემაშფოთებელი და საფრთხის შემცველი”

12 years ago
სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

7 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by