• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, February 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ეს არის თქვენი დიდი მოღვაწეობის მწვერვალი” – ილია მეორემ პაატა ბურჭულაძეს 60 წლის იუბილე მიულოცა

11 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
“ეს არის თქვენი დიდი მოღვაწეობის მწვერვალი” – ილია მეორემ პაატა ბურჭულაძეს 60 წლის იუბილე მიულოცა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

cms-image-000016151სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს 60 წლის იუბილე მიულოცა. პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებული შეხვედრა საპატრიარქოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მასში ავსტრიიიდან, ლიტვიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქეყნებიდან ჩამოსული უცხოელი სტუმრები, ხელოვანები, ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ესწრებიან. შეხვედრის დასაწყისში უწმინდესმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე ჩვენი ერის საამაყო შვილია. “ჩვენ გულით გილოცავთ ბატონო პაატა ამ შესანიშნავ თარიღს, ეს არის თქვენი დიდი მოღვაწეობის მწვერვალი. თქვენი საიუბილეო დღე ღირსშესანიშნავია არა მხოლოდ იმით, რომ თქვენ ბრძანდებით მსოფლიოს ცნობილი მომღერალი, არამედ თქვენ ბრძანდებით დიდი მოღვაწე, ჩვენი ერის საამაყო შვილი. გულით მოგესალმებით, არ შემიძლია მადლობა არ გადაგიხადოთ იმ მშენებლობისათვის, რომელსაც თქვენ ეწევით თბილისში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელობით. მალე დადგება ის დღე, როცა ამოქმედდება ეს ტაძარი”, – ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა პაატა ბურჭულაძეს მადლობა გადაუხადა იმ ადამიანების სახელით, რომლებიც უსახლკარო იყვნენ და მათ სახლები აჩუქა. უწმინდესმა პაატა ბურჭულაძე და მისი ოჯახი დალოცა. მათ საჩუქრად გადასცა წმინდა გიორგის გულზე დასაკიდი ხატი, ხოლო ოჯახისთვის კი წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი. თავის მხრივ, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ უსახლკარო ბავშვებს სახლებს არა პაატა ბურჭულაძე ჩუქნის, არამედ ამ საქმეში მთელი საქართველოა გაერთიანებული. ხელოვანმა იმის შესახებაც აღნიშნა, რომ მახათას მთაზე ტაძარს მთელი ერი შემოწირულობით აშენებს. მან დაასახელა ის პირები, რომლებიც ტაძრის მშენებლობის ფონდში აქტიურად არიან ჩართული.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა
ახალი ამბები

მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა

01/27/2026
რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
ახალი ამბები

რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს

01/06/2026
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
ახალი ამბები

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ

01/02/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In