• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„პუტინმა ევროპისგან გარანტია მიიღო, რომ საქართველო ნატოში ვერასოდეს შევა!“ – სოსო ცინცაძე

11 years ago
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
„პუტინმა ევროპისგან გარანტია მიიღო, რომ საქართველო ნატოში ვერასოდეს შევა!“ – სოსო ცინცაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, ამის გამო ის მუდამ მსოფლიო ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. დროის გასვლასთან ერთად ეს ყურადღება არ განელებულა, უბრალოდ შეიცვალა ინტერესების განხორცილების გზები. საქართველოს აღარ უხდება ოთხივე მხარეს ხმლის ქნევა, მის ნაცვლად ახლა კუდი უნდა ვუქნიოთ მეზობლებსა და პარტნიორებს. ეს კუდი კი სადამდე გაგვწვდება…. ჩვენგან თითქმის  ყველას რაღაც სურს, მაგრამ ჩვენ რა გვსურს ამაზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვასწავლის, რომ სწორად შემუშავებული სტრატეგია ხშირ შემთხევაში ამართლებდა. ამ სტრატეგიას კი, სწორად შემუშავება არადა არ ეღირსა. იცვლებიან მთავრობები და იცვლბა ინტერესები პიროვნებებისა. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ დროს უკან იხევს ჩვენი ქვეყნის ინტერესი.  ახლა მთელ მსოფლიოში პოლიტიკა მოქმედი ვულკანივითაა და ყველას მისი ამოფრქვევის ეშინია.  ბევრი, რომ არ გავაგრძელო ვიტყვი, რომ მსოფლიოში პოლოტიკური ცხოვრება დუღს და გადმოდუღს. იმის გასარკვევად თუ, სადამდე შეიძლება აიწიოს დუღილის ტემპერატურა,  რამდენი გრადუსია ჩვენს ქვეყანაში მოსალოდნელი და საერთოდ სად არის დღეს საქართველოს ადგილი, „თბილისი თაიმსი“ ექსპერტ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

cincadze_polit__

საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, განაცხადა, რომ „შემდეგი ნაბიჯი ოსეთი იქნება, არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, გამეორებულ იქნეს ყირიმის მსგავსი სცენარი და განხორციელდეს სამხრეთ ოსეთის ანექსია“ შესაძლებელია ეს მართლაც მოხდეს? რა საფრთხეები ელის ამ შემთხვევაში საქართველოს?

 – მე გამოვრიცხავ, რომ  მსგავსი სცენარი განმეორდეს სამხრეთ ოსეთშიც. არა იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინს უცებ შეუყვარდა ჩვენი ქვეყანა, უბრალოდ მის პრიორიტეტებში დღეს არ არის საქართველო. მას რისი მიღებაც უნდოდა  საქართველოსაგან, უკვე მიიღო. ეს იყო ცხინვალი, სოხუმი… ასევე ვლადიმერ პუტინმა  მიიღო  ევროპისაგან გარანტია, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები არ გახდებიან. ამის შესახებ  ღიად განაცხადეს თავად ევროპელებმა. პუტინმა უკრაინაში მიაღწია ყველაფერს რაც მას სურდა. მისთვის მთავარია უკრაინის დაშლა, დასავლეთისათვის მთავარია ცეცხლის შეწყვეტა. დასავლეთის  დემაგოგიური ცინიზმი, რომ მათთვის მთავარია ადამიანის სიცოხლე, რომ  უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან და ა.შ. სამშობლოს დასაცავად ყოველთვის და ყველგან იხოცებოდნენ ადამიენები. პუტინი ახლა ცოტა ხნით შეისვენებს, რადგან მიაღწიოს კიდევ ერთ პრიორიტეტს, რაც  მარტში სანქციების გაუქმებას გულისხმობს. ევროპა სავარუდოდ წავა სანქციების გაუქმებაზე. ის თვალს დახუჭავს იმაზე,  რომ უკრაინა რუსეთთან  საზღვარს ვერ აკონტროლებს  და ვერც ვერასოდეს გააკონტროლებს და ა.შ. ვლადიმერ პუტინი დღეს მოქმედებს  ალექსანდრე სოლჟინიცინის გეგმით. სწორედ  მან დაწერა პირველად,  რომ უკრაინა ხელოვნური სახელმწიფოა და ის უნდა დაიშალოს, ყირიმი რუსეთის უნდა იყოს… შემდეგი სამიზნე კი არის ყაზახეთი. პუტინს ეს წამოცდა კიდეც, მან ერთი თვის წინ სამიტზე განაცხადა, რომ ყაზახეთი არასოდეს არ ყოფილა სახელმწიფო.  slide2პუტინმა ევროპისაგან გარანტია მიიღო, რომ საქართველო ნატოში ვერასოდეს შევა, რაზეც მორცხვად დუმს ჩვენი მთავრობა.  ენერგეტიკა რუსეთისაა, წყალი რუსეთისაა,  გაზი რუსეთისაა, ფოთის პორტიც მალე რუსეთის გახდება, სხვა რა ჭირდება ვლადიმერ პუტუნს?

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით: „თუ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულება გაფორმდება, ისინი ამ ხელშეკრულებას არ აღიარებენ, თუმცა ნატოს არ აქვს ძალა, რომ ხელი შეუშალონ ამ ხელშეკრულების გაფორმებას“. როგორ შეაფასებდით ჯეიმს აპატურაის ამ განცხადებას და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამ პრობლემასთან განმკლავება საქართველოს მარტო მოუწევს?

– ბრიუსელის ამ წარმომადგენლების  ცინიზმს, უკვე საზღვარი აღარ აქვს. ეს ყველაფერი ჩვენ სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. ნუ აღიარებენ, ამის გამო რუსები არ შეწუხდებიან. ნახევარ საუკუნეზე მეტია ჩრდილოეთ კვიპროსს არავინ აღიარებს თურქეთის გარდა, მაგრამ თურქეთი ცუდად არის ამის გამო? არც ჩრდილოეთ კვიპროსი გრძნობს თავს ცუდად. მათ თურქეთი ინახავს და ისინი მშვენივრად ცხოვრობენ, ისევე როგორც რუსეთი ინახავს ცხინვალსა და სოხუმს. გავიდა რამდენიმე წელი და აღარავის უხსენებია კვიპროსი. ასევე გავა რამდენიმე წელი და ყველას დაავწიდება ყირიმი, თუმცა არ აღიარებს ევროპა ყირმის შემადგენლობას რუსეთში. ამბობენ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ, მაგრამ ხელს ვერ შევუშლით. ნატომ თუ მოინდომა ძალიან მშვენივრად შეუშლის ხელს, მაგრამ არ უნდათ. აქ მთავარი არის ის, რომ ვლადიმერ პუტინი ყვლაფერზეა წამსვლელი საკუთარი პრინციპების დასაცავად, ნატო და ევროპა კი არაფერზე. ჯეიმს აპატურაის დანახვაზე პირადად მე უკვე ნერვები მეშლება.  ევროპელი სახელმწიფო მოღვაწეა, ზღაპრული ხელფასი აქვს, დადის და ყველგან ტყუილებს აფრქვევს. ჩვენს ჟურნალისტებს უელსის სამიტის შედეგები თავიდან ბოლომდე წაკითხული არ აქვთ. ასე, რომ იყოს იკითხვადნენ  უელსის სამიტის გადაწყვეტილებაში, რატომ ამოიღეს ბუქარესტის განცხადება, რომ ადრე თუ გვიან უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები. სიტყვით ამბობენ, მაგრამ დოკუმენტში არსად არის ნახსენები.

როგორ ფიქრობთ რა შედეგები შეიძლება მოყვეს „ნორმანდიული ოთხეულის“ მოლაპარაკებას მინსკში და როგორ გესახებათ სამომავლოდ ევროპა–რუსეთის ურთიერთობა?

– სამი დღე გავიდა მინსიკის შეხვედრის შემდეგ, მაგრამ რუსეთს ცეცხლი არ შეუწყვიტავს.  ამის გამო მას არავინ დამუქრებია,  სანქციების გაამკაცრებით.  პუტინმა მინსკში მიიღო დასავლეთის სრული კაპიტულაცია და ახლა ახდენს ამ კაპიტულაციის ცხოვრებაში გატარებას. რუსეთი წაიღებს მთელ აღმოსავლეთ უკრაინას. დომბასის გარეშე უკრაინა რა არის? ის არის უკრაინის სამრეწველო არტერია. რამდენი ხანი შეინახავს ევროპა უკრაინას? დასავლეთმა გაწირა უკრაინა და ჩააბარა რუსეთს. როგორი პოტენციალიც ქონდა უკრაინას, როგორც სახელმწიფოს ის, პოტენციალი აღარასოდეს  ექნება. როდესაც უკრაინას ისე უჭირს, რომ საქართველოდან მიყავს კადრები, ეს უკვე თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე.

slide

ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ კონგრესში გადაგზავნილი „2016 წლის ბიუჯეტის პროექტის“ მიხედვით 51 მილიონიდოლარი დაიხარჯება „მოლდოვასა და საქართველოში დესტაბილიზაციისაკენ  მიმართული რუსეთის ქმედებების“ საპასუხო ღონისძიებებზე, როგორ ფიქრობთ რა კუთხით დაეხმარება თანხა საქართველოს და პირველ რიგში რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ჩვენმა ქვეყანამ?

– საქართველოს უკანასკნელ 10 წელიწადში მილიარდამდე აქვს მიღებული დახმარება. სად წავიდა ეს ფული? ახლაც ეს ფული წავა ბიუროკრატიული აპარატის გაზრდაში. დაინტერესდით  2012 წლის მერე რამდენით გაიზარდა სახელმწიფო მოღვაწეთა რაოდენობა საქართველოში? ეს თანხა მოხმარდება ისევ მათ ხელფასებსა და პრემიებს. ეს ძალიან პრიმიტიული, თუმცა ძალიან ეფექტური გათვლაა. როდესაც ამომრჩეველთა არც ისე დიდი რაოდენობაა ქვეყანაში და შენ გყავს 50 000–60 000 მოხელე, ამას დამატებული მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და ა.შ და კიდევ დამატებული არმია და მათი ოჯახის წევრები. ეს იმას ნიშნავს, რომ  არჩევნები მოგებული გაქვს ყველანაირი გაყალბების გარეშე.

როგორც ცნობილი გახდა, ჩინეთი რუსეთსა და ინდოეთს ახალი „აბრეშუმის გზის“ შექმნას სთავაზობს,  საბერძნეთმა რუსეთისათვის სანქციების გაგრძელება  გააპროტესტა. ამის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ მზადაა ფინანსური დახმარება გაუწიოს საბეძნეთს და ა.შ. რამდენად საშიშია მსგავსი კოალიცები საქართველოსა და საერთოდ მთელი მსოფლიოსათვის?

– „აბრეშუმის გზის“ მატარებელმა ჩვენთვის დიდი ხანია ჩაიარა. ეს ედუარდ შევარდნაძის იდეა იყო ჯერ კიდევ 25 წლის წინ, მაშინ ეს იდეა იდეის დონეზე დარჩა. ჩინეთმა პრაქტიკულად უკვე აამუშავა „აბრეშუმის გზა“.  2013 წელს მან  სახმელეთო გზით პირველი ეშელონი მატარებლებისა გაუშვა ესპანეთში. 2014 წლის დეკემბერში გაუშვა მეორე ეშელონი დასავლეთ ევროპაში, სწორედ ამ აბრეშუმის გზით. ახლა მას გაყავს კიდევ ახალი გზა, სურს, რომ 200 კილომეტრზე წყალქვეშა გვირაბი გააკეთოს და მატარებელმა 2 დღეში შეძლოს ჩასვლა ჩინეთიდან ამერიკაში. რეზერვში არის 2 ვარიანტი, აქედან ერთ–ერთი ვარიანტი განიხილავს კავკასიასაც, მაგრამ ეს არის სამომავლოდ. რუსეთი, რომ ამ „აბრეშუმის გზის“ პროექტში იქნება ჩართული ესე ფაქტია. რაც შეეხება საბერძნეთს, პირველი ვიზიტი საბერძნეთის ახლად არჩეულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა არჩევნების შემდეგ,  რუსეთის საელჩოში განახორციელა. ახლა კი, მოსკოვში ყოველდღე ზის საბერძნეთის 10–15 კაციანი დელეგაცია.  საბერძნეთს ევროპასთან ცუდად აქვს საქმე, მას ძალიან დიდი ვალი მართებს.  მათ გაყინეს ურთიერთობა ევროკავშირთან და მიადგნენ რუსეთს. რუსეთისათვის მთავარი არასოდეს არ ყოფილა ეკონომიკა, მთავარი ყოველთვის  პოლიტიკა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად მასაც არ აქვს კარგი მდგომარეობა, ერთი მოკავშირის საშოვნელად რუსეთი მზადაა საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯოს. ამ „აბრეშუმის გზას“, ჩემი თაობა კი არა თქვენი თაობაც ვერ მოესწრება. „აბრეშუმის გზა“ კი არა საერთოდ ვინ მოვა ჩვენთან, როდესაც ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ყველა ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადატრიალებას ამზადებენ, სამოქალაქო დაპირისპირებაა მოსალოდნელი და ა.შ.  ამ ჩვენი მინისტრების „უვიცობასაც“ ხომ უნდა ქონდეს საზღვარი, ხომ უნდა ხვდებოდნენ რა განცხადებას რა შედეგი შეიძლება მოყვეს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ,  უკრაინის პროკურატურას მიმართა ზურაბ ადეიშვილისა და მიხეილ სააკშვილის ექსტრდირების მოთხოვნით, რაზეც უკრაინის პროკურატურამ უარი განაცხადა. რამდენად დაძაბავს ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და რამდენად სწორია ეს უკრაინის მხრიდან, როდესაც საქართველოს ამის მოთხოვნის უფლება აქვს?

– ურთიერთობა უკვე დაიძაბა, აბსოლუტურად სწორი იყო ნინო ბურჯანაძე, როდესაც განაცხადა, რომ ისღა დაგვრჩენია დიპლომატიური ურთიერთობა გავწყვიტოთ უკრაინასთანო.

slide4

ერთ დღეს აცხადებენ, რომ უკრაინა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, მოერე დღეს უკრაინის ელჩს იბარებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქმეს  ურჩევენ. შემდეგ ელჩი გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინა სუვერენული სახლმწიფოა, სააკაშვილი კი თავისუფალი ადამიანი და მას  მთელი ევროპა პატივს სცემს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ საკუთარ სამშობლოში არ ცემენ პატივსო. უკრაინა ჩვენ შეიძლბა სამუდამოდ დავკარგოთ, როგორც მოკავშირე. ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა  გავჩუმებულიყავით. მიხელ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და სხვები, რომ უკრაინას კრიზისიდან ვერ გამოიყვანენ ეს ისედაც ცხადია. შემდეგ შეგვეძლო ირონიული ტონით გვესაუბრა. თუ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება  უნდოდათ ეს უნდა გაეკეთებინათ 2 თვის წინ.  მიხეილ სააკაშვილი ახლა თანამდებობაზე დაინიშნა და ეს მოთხოვნა გააცინებს თვით უკრაინელ დიპლომატებსაც კი. გავა დრო და წიგნები დაიწერება ჩვენი სახელწიფო მოღვაწეების „უვიცობაზე“. სკოლებში ასწავლაინ როგორ არ უნდა მოიქცეს დიპლომატი და რა არის ცუდი დიპლომატია.

ესაუბრა ანო მუქათარიძე

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი
ახალი ამბები

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026

საინტერესო

ქართველი ფეხბურთელის ბრაზილიელი რჩეული: რა არის ცნობილი გიორგი ქოჩორაშვილის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე – “საქართველოში მე არ ვარ ფანების კუმირი, თავმდაბალი მოთამაშე ვარ”

ქართველი ფეხბურთელის ბრაზილიელი რჩეული: რა არის ცნობილი გიორგი ქოჩორაშვილის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე – “საქართველოში მე არ ვარ ფანების კუმირი, თავმდაბალი მოთამაშე ვარ”

2 years ago
ოთარ დანელია „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას ეხმაურება

“გასულ წელთან შედარებით, წელს დაახლოებით 4 000 ტონით მეტი მანდარინის ექსპორტი განხორციელდა”

10 years ago
ისრაელში, მაიმუნის ჩუტყვავილას პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში, მაიმუნის ჩუტყვავილას პირველი შემთხვევა გამოვლინდა

4 years ago
ანა ურუშაძე ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო დებიუტისთვის დააჯილდოვეს

ანა ურუშაძე ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო დებიუტისთვის დააჯილდოვეს

9 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by