• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს – 7.5%-ით”

12 years ago
in პოლიტიკა
A A
“ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს – 7.5%-ით”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1408816175_1408694810_4wod3xfსაქართველოს პრემიერ-მინისტრის პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს – 7.5%-ით გაზრდის.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე “საქართველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის” სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
პრემიერმა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ ეს შეთანხმებები თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში.

“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, ასევე ნატოსთან ჩვენი კავშირების გაღრმავება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ურთიერთობებს და გვთავაზობს მათი განმტკიცების გენერალურ გეგმას.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმება გვთავაზობს გზამკვლევს, სტიმულირებისა და დაცვის მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენებისათვის.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, აგრეთვე მსოფლიო ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ქსელებში ინტეგრაციაში და ახალ პერსპექტივებს გაუჩენს როგორც საქართველოს, ისე იმ მეწარმეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესით არიან დაკავებული. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა იძლევა ევროპის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობას. ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას უკვე აქვს თავისუფალი გასასვლელი ევროკავშირის ბაზარზე.

გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მიმზიდველობას და ქმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს.
წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს – 7.5%-ით, რაც, ამავე დროს, ნიშნავს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას”, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 2014 წლის ექვს თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. ამასთან, დაფიქსირდა ექსპორტის (41%) და იმპორტის (9%) არნახული ზრდა, და ეს მაშინ, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.

“ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა აამოქმედებს ამ ვაჭრობის სრულ პოტენციალს. მართალია, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ჩვენი მეზობელი, ჩვენთვის ამერიკა ისევე ახლოა, როგორც ევროპა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი მოკავშირეა და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები დღითიდღე იზრდება. რაც შეეხება აღმოსავლეთს, ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ აღმოსავლეთ აზიის, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ვეძებთ ამ ურთიერთობების გაფართოების გზებს. კორეასთან და იაპონიასთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან პოზიტიური ურთიერთობები. ფართოვდება ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან. სულ რამდენიმე კვირის წინ ვიცე-პრემიერი, რომელიც, ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც არის, ეწვია ჩინეთს. მე კი რამდენიმე თვეში ვესტუმრები ამ ქვეყანას. სულ უფრო მეტი ქართველი მიემგზავრება ჩინეთში განათლების მისაღებად და სულ უფრო მეტი ჩინური კომპანია ახორციელებს საქმიანობას ჩვენთან. ჩვენი თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან რეგულარულ ხასიათს ატარებს. ჩვენი ურთიერთობები ყაზახეთთან განსაკუთრებით მჭიდროა. შუა აღმოსავლეთის ბევრი კომპანია ახორციელებს აქტიურ ინვესტიციებს საქართველოში და ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება. რამდენიმე თვის წინ ვიზიტით ვიმყოფებოდი გაერთიანებულ არაბულ საემიროებში, რომლებთანაც აქტიური და რეგულარული გაცვლა-გამოცვლა გვაკავშირებს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს თავისუფალი ან თითქმის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან, “რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონალური ცენტრის, სტატუსს”.

“ამ ურთიერთობების წყალობით, 2013 წელს ექსპორტი გაიზარდა 22.4%-ით და შეადგინა 2.9 მილიარდ დოლარზე მეტი. ზრდა გაგრძელდა 2014 წელშიც, როცა პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექსპორტი გაიზარდა 15%-ით”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

29.10.14

Facebook კომენტარები
ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით ხვალ ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება

11 years ago
5 ნოემბრიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

5 ნოემბრიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

12 years ago
გორის ბიუჯეტიდან აზარტული თამაშების ანგარიშებზე ნახევარი მილიონი გადაირიცხა

გორის ბიუჯეტიდან აზარტული თამაშების ანგარიშებზე ნახევარი მილიონი გადაირიცხა

4 years ago
უკრაინას თავს ბელარუსიდანაც დაესხნენ 

უკრაინას თავს ბელარუსიდანაც დაესხნენ 

4 years ago

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს,...

Read moreDetails
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026
  • გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by