“გოგი თოფაძის განცხადება ჩემთვის მიუღებელია,” – ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი გოგი თოფაძის იმ განცხადებას, სადაც თოფაძე საქართველოზე და ევრაზიულ კავშირზე ლაპარაკობდა და აცხადებდა, რომ მმართველი კოალიციისთვის ნატო პრიორიტეტული არ იყო. “მრეწველებმა თავის დროზე ხელი მოაწერეს სადამფუძნებლო დოკუმენტს და ოფიციალურად ისინი ჩვენს პოზიციას იზიარებენ. გოგი თოფაძის აზრს ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით მე არ ვიზიარებ. ეს მისი პირადი აზრია და ეს კოალიციიას შეხედულებებს არ წარმოადგენს. მისი კომენტარი არის ზედმეტად აჟიტირებული და დიდ აქცენტს ნუ გააკეთებთ. ეჭვი არავის ეპარება ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. ჩემთვის მიუღებელია ეს განცხადება, თუმცა ამაში ტრაგიკული არაფერია. ეს არის გოგის შეხედულება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.