• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რას სწერს სტუდენტი ბიძინა ივანიშვილს?!

11 years ago
in მთავარი მოვლენები, მკითხველის ბლოგი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1-premier-komentზღაპრების გჯერათ? აქამდე, რომ ეს გეკითხათ გიპასუხებდით, რომ კი. ახლა კი გიპასუხებთ, რომ  არ ვიცი. რამდენიმე წლის წინ მესმოდა ამბები მდიდარ ადამიანზე, რომელიც საკუთარ სოფელში გლეხის ტანსაცმელში ჩაცმული დადიოდა, ვინაობას მალვდა და გლეხებს მიწის დამუშავებაში ეხმარებოდა. მესმოდა ისტორია ადამიანზე, რომელმაც იპოვა და დაასაჩუქრა ნაყინის გამყიდველი, რომელმაც პატარაობაში ნაყინი აჩუქა, როდესაც მას ნაყინის შესაძენი ფული არ ქონდა. ადამიანზე, რომელმაც ააყვავა საკუთარი სოფელი და ადამიანზე, რომელიც ეხმარებოდა გაჭირვებულებს. ადამიანი, რომელმაც უამრავი სკოლა და ეკლესია-მონასტერი ააშენა. ადამიანი,რომელიც ეხმარებოდა ხელოვანებს, პედაოგოგებს და სხვა უამრავ ადამიანს.

ეს იყო ადამიანი, რომლის ვინაობაც ყველამ იცოდა, მაგრამ არ იცოდნენ თუ როგორ გამოიყურებოდა. ის გარკვეულწილად იდუმალებით იყო მოცული და მისი ნახვა ძალიან ბევრ ადამიანს სურდა. თითქოს ის იყო ფარული იმედი, რომელიც მოქალაქებს გააჩნდათ. მახსოვს ტელევიზიით სიუჟეტიც კი გავიდა, რომ იგი ერთ–ერთ ღონისძიებაზე გამოჩნდა და მეც ინტერესით ვაკვირდებოდი, მსურდა მენახა ის ადამიანი, რომელიც ასეთ აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში. ალბათ მიხვდით ვისზე მაქვს საუბარი, ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილია. შემდეგ მისი პოლიტიკაში მოსვლის ამბავი გაჟღერდა და 9 წლით იმედგაცრულებული (თუმცა, არც მანამდე დალხენილი) მოსახლეობა იმედით აივსო. ადამიანებმა დაიწყეს ოცნება, ოცნება უკეთეს მომავალზე, ოცნება უკეთეს საქართველოზე. ბიძინა ივანიშვილი, რომ არა, არც კი ვიცი კიდევ ვინ შეძლებდა ხელისუფლების სათავეში ასე ღრმად გადგმული ნაციონალური მოძრაობის ფესვების ამოძირკვას. ადამინაებმა დაიწყეს ოცნება, რომ დაიბრუნებდნენ ღირსებას, დაძლევდნენ შიშს, იშოვიდნენ სამსახურს, ექნებოდათ ელემენტარული საარსებო წყარო. გაჩნდა იმედი, რომ სამაგიერო გადაეხდებოდათ ადამიანებს, რომლებმაც ამდენი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში კარგ ნაბიჯებთან ერთად, იმდენი ცუდი ნაბიჯი გადაგეს, რომ საკუთარ თავს გაასწრეს. გაჩნდა ოცნება და ამასთან ერთად გაჩნდა „ქართული ოცნებაც“.

ბიძინა ივანიშვილი ქართველ მოსახლეობას მხსნელად მოევლინა, მილიონებით ადამიანის იმედად იქცა. მან სთოხვა ქართულ საზოგადოებას და ქართული საზოგადოებაც მხარში დაუდგა მას. ამის შემდგე იყო მრავალი მიტინგი, მრავალი შეხვედრა, მრავალი ემოცია, მრავალი სიხარული, მრავალი დაპირება, მრავალი ფურცელზე დაწერილი ოცნება, მრავალი მრავალი წერტილი. შემეგ იყო არჩევნები, არჩევნებში მხარდაჭერა და საქართველოს მთავრობაში არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება. ხელისუფლების სათავეში კი ბიძინა ივანიშვილი. ქართველმა ხალხმა არჩევნების შემდეგ ამოისუნთქა და 9 წლის განმავლობაში ნაგროვები ბოღმა, ტკივილი, იმედგაცრუება, დამცირება… ამოაყოლა. ოცნებების ახდენა დაიწყო გაიფიქრა ქართველმა ხალხმა.  ამ ყველაფრის შემდეგ 2 წლის გავიდა, რა ხდება საქართველოში? ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან სამოქალაო საზოგადოებაში გადავიდა, პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი ახლაც არკვევენ ვისია ძალაუფლება, ახლაც ნიშნავენ და ანთავისუფლებენ მინისტრებს, ახლაც მშიერია ქართველი ხალხი, ახლაც ეძებენ სამუშაო ადგილებს, ახლაც ხდება უსამართლობა, პარტიები ახლაც ებრძვიან ერთმანეთს, მიხეილ სააკაშვილი ახლაც გვარიგებს ჭკუას და კიდევ ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება.

მე კარგად მესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ სათავეში მოსვლისას ძალიან მძიმე მემკვირეობა ერგო, ისიც კარგად მესმის, რომ 2 წელიწადში ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია, ისიც კარგად მესმის, რომ უამრავი საბუთი განადგურებულაი, რომლითაც დამნაშავეთათვის დანაშაულის დამტკიცება შეიძლება, ისიც კარგად მესმის, რომ ქვეყანაში გარკვეული მიმართულებეით ნაბიჯი გადაიდგა, ისიც კარგად მესმის, რომ ადამიანებს ხმის ამოღების და საკუთარი აზრის გამოთქმის აღარ ეშინიათ… მე ეს ყვლაფწერი მესმის. არ მესმის რატომ წავიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან? არ მესმის ვის ჩააბარა ხელისუფლება? არ მესმის რატომ არ შემოიკრიბა გარშემემო ისეთი გუნდი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ფეხზე დააყენებდა, არ მესმის დღეს კიდევ რატომ აქვთ საშუალება და მიზეზი ნაციონალურ მოძრაობას იმისა, რომ სხვა აკრიტიკონ? არ მესმის რატომ არ ხდება იმის პიარი მაინც, რაც კეთდება? არ მესმის რატომ ინიშნებიან თანანმდებობებზე არაპროფესიონალები? არ მესმის რატომ ააფეთქეს საყრდრისი – ყაჩაღიანის ოქროს საბადო? არ მესმის რატომ სხედან გიორგი მარგველაშვილი და მიხელ სააკაშვილი ერთად ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე? არ მესმის კიდევ ძალიან ბევრი რამ და მინდა, რომ გავიგო.

ახლა მე მინდა, ბატომ ბიძინა ივანიშვილს მივმართო. თქვენ ალბთ ჩემზე კარგად იცით საქართველოს ისტორია, კარგად იცით თუ რამდენი ტანჯვა აქვს გამოვლილი, რამდენი უბედურება აქვს გადატანილი ქართველ ხალხს, კარგად იცით რამდენჯერ გადარჩენილა ქართველი ერი. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო უყვარდათ ყველა თავისი ნაკლითა და ღირსებით. მაშინაც იყვნენ მოღალატეები, მაშინაც იყვნენ გამყიდველები, მაშინაც იყო მრავალი პრობლემა. მაგრამ ქართველი ერი მაინც გადრჩა. მე მინდა კარგად გააცნობიეროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ დაიკისრეთ საკუთარ თავზე, როდესაც ქართველი ხალხის ოცნებების ახმდენელ პირად იქეცით, პასუხისმგებლობა რომელიც მაშინ დაიკისრეთ, როდესაც ამ ხალხის იმედად იქეცით, პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ დაიკისრეთ, როდესაც ამ ადამიანებს სიტყვა მიეცით, პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ დაგეკისრათ, როდესაც თქვენი ხალხი და ქვეყანა შეიყვარეთ, პასუხისმგებლობა, რომლიც პირველი გაკეთებული სიკეთის დროს აიღეთ, პასუხისმგებლობა, რომელიც ამდენი ადამიანის ხმამ დაგაკისრათ და პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ დაგეკისრათ, როდესაც ამ ქვეყად დაიბადეთ. თქვენ შეძელით და ნულიდან მილიარდელი გახდით, თქვენ შეძელით და არაფრისაგან ყველაფერი შექმენით, თქვენ შეძელით და ქართველი ხალხის სიყვარული დაიმსახურეთ. ალბათ  კარგად იცით, რა გრძნობაა, როდესაც მილიონობით ადამიანს უყვარხარ, მილიონობით ადამიანი შემოგციცინებს, როდესაც მილიონობით ადამიანი გენდობა. ნეტავ რა უფრო ძვრად ფასობს თქვენან მილირდები თუ ამ ადამიანების სიყვარული? თქვენ ეს ყველაფერი შეძელით და ვიცი, რომ შეგიძლით აღებული პასასუხსმგებლობის შესრულება, შეგიძლიათ ადამიანების დახმარება, შეგიძლიათ ადამიანებს ოცნება რეალობად უქციოთ, ვიცი რომ შეგიძლიათ სიტუაცია სასიკეთოდ შემოაბრუნოთ, ვიცი რომ შეგიძლით მათ გულებში შემორჩენილი იმედის ნაპერწკალი კვლავ ააგიზგიზოთ, ვიცი, რომ შეგიძლიათ…!!! მე კი ერთი უბრალო სტუდენტი გოგონა გთხოვთ ქართვლ ხალხს ოცნების სურვილი არ დაუკარგოთ და დაანახოთ, რომ ამ ქვეყნად ოცნებები ხდება. ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა ეს ნამდვილად დაიმსახურა… მე კი მსურს, როდესაც მკითხავენ ზღაპრების მჯერა თუ არა ვუპასუხო, რომ ნამდვილად მჯერა.

ანა არგვეთელი

ShareTweet

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი
ახალი ამბები

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026
ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა – სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები
ახალი ამბები

ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა – სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები

05/22/2026
გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

საინტერესო

შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

7 years ago
სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

2016 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

10 years ago
მარნეულში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

მარნეულში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

8 months ago
„ვიღაცას უჩხუბია, ის გაუშველებია და მერე ვიღაცამ კისერი გამოჭრაო” – თბილისში, გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

„ვიღაცას უჩხუბია, ის გაუშველებია და მერე ვიღაცამ კისერი გამოჭრაო” – თბილისში, გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

1 year ago

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026

სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,როიალ ფიშ ბათუმი“(მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ...

Read moreDetails
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026
  • „პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე 05/22/2026
  • მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by