• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ქვეყანაში არ არსებობს არც ენგეტიკის სტრატეგია, არც გარემოსდაცვითი პოლიტიკა” – მურმან მარგველაშვილი

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
“ქვეყანაში არ არსებობს არც ენგეტიკის სტრატეგია, არც გარემოსდაცვითი პოლიტიკა” – მურმან მარგველაშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქვეყნის ენერგო რესურსით უზრუნველყოფა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, მასზე დგას მთელი რიგი ეკონომიკური პროცესები. საქართველო მდიდარია მდინარეებით, რაც შეიძლება ქვეყნის ენერგო მარაგად ვაქციოთ. ამისათვის საჭიროა სწორი სტრატეგია და ჰესების მშენებლობის თანამედროვე მეთოდები, რათა მოგება იყოს გრძელვადიანი და პერსპექტიული. თუმცა, აქვე ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვითი საკითხიც. ჰესების არსებობა იწვევს კლიმატის ცვლილებებს, ნიადაგის რღვევას, წყლის კალაპოტის შეცვლას, დატბორვას, თევზების განადგურებას. თითქოს ბუნებაში რღვევის ერთი ასპექტი უმნიშვნელოდ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ჯაჭვური რეაქციით საბოლოოდ ბუნების კატასტროფამდეც შესაძლებელია მისვლა. ამიტომ საჭიროა ეფექტური და მაქსიმალურად უსაფრთხო ჰესების მშენებლობა.

„თბილისი თაიმსი“ ენეგეტიკის სამინისტროს არსებული და შემდგომი ჰესების მშენებლობის საკითხებზე ესაუბრა,  საქართველოში ელექტროენერგიის ბაზარზე და ზოგადად ჰესების მშენებლობის დადებით და უარყოფით მხარეებზე საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა – ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა მურმან მარგველაშვილმა. გარემოს დაცვის საკითხებზე კი „თბილისი თაიმსს“ მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე – რუსუდან სიმონიძე ესაუბრა.

unnamed

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით: „საქართველოში დღეისათვის 65 ჰიდროელექტროსადგური ფუნქციონირებს, მათი ჯამური  დადგმული სიმძლავრე 2780 მგვ-ია. ქვეყანაში 26 ათასამდე მდინარეა რომელთაგან 300 შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ენერგეტიკული მიზნებისათვის.  ჰიდრორესურსების  ეფექტურად გამოყენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების საფუძველი იქნება  და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და სოცილურ მდგომარეობაზე. ინვესტიციების მოზიდვა ახალი ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ასევე სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ პოლიტიკის ნაწილს შეადგენს საკუთარი ჰიდრორესურსებით ქვეყანაში არსებული მზარდი მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება.

2012 წლიდან დღემდე ექსპლოატაციაში შევიდა 9 ახალი ჰიდროელექტროსადგური. ესენია: „ხადორიჰესი 2“- დადგმული სიმძლავრით 5 მგვტ, „შილდაჰესი“ დადგმული სიმძლავრით 5 მგვტ, „ბახვიჰესი“- დადგმული სიმძლავრით 9,8 მგვტ, „ლარსიჰესი“ – დადგმული სიმძლავრით 19 მგვტ, „ახმეტაჰესი“ – დადგმული სიმძლავრე 9,1 მგვტ, „ყაზბეგიჰესი“ – დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ, „არაგვიჰესი“ – დადგმული სიმძლავრე 8 მგვტ,   „ფარავანჰესი“ – დადგმული სიმძლავრე  87 მგვტ და „ფშაველაჰესი“ – დადგმული სიმძლავრე 1,9 მგვტ.

გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა 76 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. აღნიშნული პროექტებიდან 15 ჰიდროელექტროსადგური მშენებლობის ეტაპზეა. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 530 მეგავატია. 14 პროექტი იმყოფება მოსამზადებელ ეტაპზე და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. დანარჩენი პროექტები კი  კვლევის ეტაპზეა,” – განმარტავენ სამინისტროში.

2456897_2ელექტროენერგიის ბაზარის კონკურენტუნარიანობაზე მურმან მარგველაშვილი აცხადებს, რომ: „საქართველოში საკმაოდ შეზღუდულია ელექტროენერგიის  ბაზარი, იმიტომ, რომ ჩვენთან ხშირად ჰესების მფლობელი კომპანიები თვითონ არიან ელექტრო ენერგიის მიმწოდებლებიც. მაგალითად თელასი, რომელიც არის მიმწოდებელი და გამანაწილებელი კომპანია ფლობს ხრამის ორ ჰიდრო სადგურს და მტკვრის ელექტრო სადგურს. ასევე  ენერგო-პრო, რომელიც არის როგორც გამანაწილებელი კომპანია ასევე მიმწოდებელიც ფლობს გენერაციის სადგურებს. ენგურის ჰესის მთელი ენერგიის ნახევარი სახელმწიფოს მფლობელობაშია და ფაქტიურად სახელმწიფო თავისი გადაწყვეტილებით ანაწილებს ჰესიდან გამომუშავებულ ენერგიას სასურველი ტარიფით. ამრიგად, საერთო ბაზარი, სადაც იქნებოდა ღია ვაჭრობა სხვადასხვა მონაწილეებს შორის ძალიან შეზღუდულია. სანამ ბაზარზე იქნება კომბინირებული მფლობელობა, ანუ მსყიდველი კომპანიები თუ იქნებიან ასევე მიმწოდებლებიც ენერგიის, ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზარი არ გვექნება,“ – განმარტავს მარგველაშვილი.

კითხვაზე თუ, როგორი ჰესების (მცირე, საშუალო, დიდი) მშენებლობაა საქართველოში შესაძლებელი და უფრო სარგებლიანი, რა თანხები სჭირდება მას და რა მოგებას მოუტანს ქყვეყანას მურმან მარგველაშვლი გვპასუხობს – „ნებისმიერი ჰესის მშენებლობაა შესაძლებელი (მცირე, საშუალო, დიდი). მთავარია სწორედ შეირჩეს ადგილმდებარეობა. სარგებლიანობა დამოკიდებულია კონკრეტულად ჰესის პროექტზე.  გააჩნია რა სიმძლავრის ჰესის მშენებლობა იგეგმება და სად ამის მიხედვით გაიწერება თანხებიც. ამას გარდა ჰესის მშენებლობისას მიყენებული ზიანი, რომელიც მის გარშემო წარმოიშობა უნდა იქნას ანაზღაურებული. ეს იქნება ახალი ტყის გაშენება, მოსახლეობისთვის სხვა ადგილზე საცხოვრებლების აშენება და სხვა. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ელექტროენერგიის გამომუშავების, რაც ცალსახად შეიძლება ითქვას ქვეყნის ეკონომიკისათვის საკმაოდ დიდი მოგებაა.“

როგორც მარგველაშვილი ამბობს – ნორვეგია, იტალია, ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი ეს ის ქვეყნებია, სადაც  ჰიდროენერგეტიკის პოტენციალი მაქსიმალურად ათვისებული აქვთ. თუმცა ამ ქვეყენბში ჰესების მშენებლობა უფრო ზუსტი დაგეგმარებით მიმდინარეობს ვიდრე ჩვენთან. იქ უფრო მეტად არის განვითარებული ჰესების მშენებლობა.

ქვეყანაში ჰესების გარშემო რელიეფურ და კლიმატურ მდგომარეობას იგი შემდეგნაერად აფასებს: „რა თქმა უნდა ჰესები გარკვეულ ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე, მაგრამ აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჰესის მიერ მიღებული ეკონომიკური და ენერგო მოგება, რომელიც აუცილებელია ქვეყნისთვის. ჰესები, რომ არ იყოს ჩვენ არ გვექნებოდა ელემენატრულად ელექტრო ენერგია. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანაში არ არსებობს ენერგეტიკის სტრატეგია, ასევე არ არსებობს გარემოსდაცვითი პოლიტიკა სახელწიფოს მხრიდან. ჰესების მშენებლობისას გარდაუვალია გარემო მაინც შეიცვლება, მაგრამ ქვეყანამ უნდა განსაზღვროს რა დოზით შეიძლება ზიანი მიადგეს გარემოს, ანუ რა შემთხვევაში უნდა აშენდეს ჰესები. თუკი მიღებული სტრატეგია გათავალისწინებული იქნება, მაშინ მივალთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც განავითარებს ჰესების მშენებლობას, რაც მინიმალურად დააზიანებს გარემოს.“

მურმან მარგვეშალისგან განსხვავებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე რუსუდან სიმონიძე „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას ამბობს, რომ დიდი ჰესების მშენებლობა საქართველოში დაუშვებელია. მაგრამ ისინი ერთ საკითხში ერთმანეთს ეთანხმდებიან – ქვეყანას არ გააჩნია გარემოს დაცვითი პოლიტიკია.

unnamed (1)რუსუდან სიმონიძე: „დიდი ჰესების მშენებლობა საქართველოსათვის მისაღები არ არის, რადგან ისედაც მცირემიწიან და მთა–გორიან ქვეყანას, რომელიც მაღალ სეისმურ ზონაში მდებარებს, ჰესების მშენებლობის პროცესები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.  დიდ ზემოქმედებას ახდენს   მის  ბუნებრივ ლანდშაფტებზე, ტყის საფარზე, ნიადაგებზე,  ცვლის მიკროკლიმატს, ზემოქმედებს ადგილობრივი მოსახლების სოციალურ გარემოზე.  ზოგადად მსოფლიოშიც კი, დიდი ჰესების წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს. რაც შეეხება საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობას შესაძლებელია, მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც ჰესი ნაკლებად დააზიანებს გარემოს.

გაუაზრებელმა საქმიანობამ გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა, ამის ბევრი მაგალითი გვაქვს ქვეყანაში. ერთ-ერთი მათგანია ლაჯანურ ჰესი, მან უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მიმდებარე გარემოზე ლეჩხუმის მიდამოებში. გამოიწვია სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმები, დაიკარგა ნიადაგები, ადგილი აქვს ეროზიებს, ახლომდებარე სოფლებიდან მოსახლეობა იძულებული გხდა დაეტოვებინა კარმიდამო და შედეგად ქვეყანამ მიიღო ეკომიგრანტები.

ზოგადად ნებისმიერი მშენებლობის დაწყებამდე და მათ შორის ჰესების  დაგეგმარების  დაწყებამდე უნდა გაკეთდეს  ტერიტორიის სტრატეგიული   გარემოსდაცითი შეფასება და შემდგომ უნდა იფიქრონ   მშენებლობებზე. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ასე არ ხდება,” – აცხადებს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე.

 მასალა მოამზადა

თამარ გვირჯიშვილმა

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო…“ – კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო…“ – კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული წერილს აქვეყნებს

07/20/2026
„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

07/18/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026

საინტერესო

ქობულეთში, 3 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

ქობულეთში, 3 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

11 months ago
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა

7 years ago
„მამუკა ჩარკვიანს გაუმარჯოს“ – დღეს მამუკა ჩარკვიანის დაბადების დღეა – როგორ მიულოცეს კომპოზიტორსა და შემსრულებლს დაბადების დღე ოჯახის წევრებმა

„მამუკა ჩარკვიანს გაუმარჯოს“ – დღეს მამუკა ჩარკვიანის დაბადების დღეა – როგორ მიულოცეს კომპოზიტორსა და შემსრულებლს დაბადების დღე ოჯახის წევრებმა

2 years ago
“პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში”

ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

9 years ago

ახალი ამბები

„ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო…“ – კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო…“ – კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული წერილს აქვეყნებს

07/20/2026

თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭიღლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილს ავრცელებს. „ამჟამად ვიმყოფები...

მეტის ნახვაDetails
„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

07/18/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • „ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო…“ – კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული წერილს აქვეყნებს 07/20/2026
  • „ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 07/18/2026
  • შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა 07/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by