შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პანკისელი ახალგაზრდების სირიაში წასვლის პრობლემაზე მუშაობამიმდინარეობს, თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანა სრულწლოვან ადამიანს ვერ დაუშლის ქვეყნიდან გასვლას.
„თუ სრულწლოვანი ადამიანი წავიდა თავის საქმეზე თურქეთის მიმართულებით, ძალიან რთულია, ეს ვინმეს დაუშალო. ჩვენ არ გვაქვს უფლება სრულწლოვან ადამიანს, რომელიც თურქეთში ან თუნდაც სხვაგან მიდის, დავუშალოთ ეს. ამის შემდეგ ის ადამიანი სირიაში მოხვდება თუ სხვაგან ძალიან რთულია განსაზღვრო. ჩვენ ვმუშაობთ. ეს არ არის ერთი და ორი წლის პრობლემა პანკისის ხეობაში“,-განაცხადა გომალაურმა














