• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“C ჰეპატიტით ინფიცირებული ყველა მოქალაქე პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვება”

11 years ago
in საზოგადოება
A A
“C ჰეპატიტით ინფიცირებული ყველა მოქალაქე პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვება”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11075198_955167067836293_7220995038550926111_nსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვის კრიტერიუმებს განმარტავს.

ამასთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც პროგრამაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრები და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და კომპანია “გილეადს” შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს 21 აპრილს მოეწერება ხელი.

უწყების განმარტებით, პროგრამის მიზანია “C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში” და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით (სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით) და მიღებული აქვს დადებითი პასუხი, შეუძლია პროგრამის ფარგლებში ჩაიტაროს მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი სხვა კვლევები.

პირველ ეტაპზე, ანტივირუსული მკურნალობის დაწყებისა და პაციენტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგ ჯგუფებს:

პაციენტებს ღვიძლის კომპენსირებული ციროზით (F4);
პაციენტებს ღვიძლის შორსწასული ფიბროზით (F3);
პაციენტებს ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზით (ღვიძლის ტრანსპლანტაციის კანდიდატები);
პაციენტებს ღვიძლის ტრანსპლანტაციით და HCV რეინფექციით;
პაციენტებს HCV ინფექციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსტრაჰეპატური გამოვლინებებით. მაგ, მე-2 და მე-3 ტიპის შერეული კრიოგლობულინემია (მაგ. ვასკულიტი), პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი ან მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი, დამაუძლურებელი სისუსტე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კანის გვიანი პორფირია, და სხვ.;
პაციენტებს აივ და/ან HBV კოინფექციით.

პაციენტი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში (ან მის ფილიალებში ქვეყნის მასშტაბით), სადაც პაციენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა NIV-100/ა (დედანი), მკურნალობაში ჩართვის წინ ჩატარებული კვლევების დოკუმენტები (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე დაწესებულებებში ჩატარებული კვლევების წარმოდგენა), პირადობის მოწმობის ასლი და შეავსოს შესაბამისი ფორმის განაცხადი. ამასთან, პაციენტი ირჩევს სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას, სადაც სურს მომსახურების მიღება.

ბ) დარეგისტრირებული პაციენტის დოკუმენტაცია განიხილება კომისიურად და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გაიცემა თანხმობის წერილი;

გ) პაციენტმა თანხმობის წერილის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიმართოს შესაბამის დაწესებულებას მკურნალობის დასაწყებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხმობის წერილი ჩაითვლება გაუქმებულად.

რეგისტრაციისათვის აუცილებელია პაციენტის პირადობის მოწმობის ასლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა NIV-100/ა) წარდგენა.

ჩ ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე დადებითი შედეგის მქონე პაციენტებს პროგრამის ფარგლებში უტარდებათ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი სხვა კვლევები შემდეგი პრინციპით:

ა)ექიმთან ვიზიტი;
ბ) სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა PCR მეთოდით;
პაციენტები, რომელთაც HCV რნმ აღმოაჩნდებათ (-) უარყოფითი, აღარ განიხილებიან მკურნალობის კანდიდატებად (ბენეფიციარებად) და მათ ღვიძლის ფიბროზის შესაფასებელი გამოკვლევები აღარ ჩაუტარდებათ.
გ) HCV რნმ დადებითი შედეგის მქონე პაციენტებს უტარდებათ სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები) და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა FIB-4 ტესტის დათვლით;
დ) იმ შემთხვევაში, თუ FIB-4 ქულა არის 1.45 – 3.25 მაჩვენებლებს შორის, პაციენტებს დამატებით უტარდებათ ღვიძლის ელასტოგრაფია;
ე) FIB-4 ტესტისა და ღვიძლის ელასტოგრაფიით გამოვლენილ ღვიძლის ფიბროზის F3, F3- F4 და F4 ხარისხის მქონე პაციენტებს უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:
ვ) HCV გენეტიკური ტიპის განსაზღვრა PCR მეთოდით;
ზ) HBსAგ, Anti-HBს, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;
თ) პაციენტებს HCV ინფექციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსტრაჰეპატური გამოვლინებებით (მე-2 და მე-3

ტიპის შერეული კრიოგლობულინემია (მაგ. ვასკულიტი), პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი ან მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი, დამაუძლურებელი სისუსტე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კანის გვიანი პორფირია, და სხვ.), ასევე, პაციენტებს აივ და/ან HBV კოინფექციით, უტარდებათ ქვეკომპონენტით გათვალისწინებული ყველა კვლევა.

ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, რეგისტრაციის თარიღი 22 აპრილს გამოცხადდება. მისივე თქმით, C ჰეპატიტით ინფიცირებული ყველა მოქალაქე პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვება.

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

შსს-მ თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავა

შსს-მ თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავა

11 years ago
“ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეა მტრული საქმეა” – თბილისის მერიის თანამშრომელი

“ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეა მტრული საქმეა” – თბილისის მერიის თანამშრომელი

2 years ago
გიორგი ღოღობერიძე: „5 რჩევა იმუნიტეტის ასამაღლებლად“

გიორგი ღოღობერიძე: „5 რჩევა იმუნიტეტის ასამაღლებლად“

3 years ago
გუდაურში გონდოლები ერთმანეთს შეეჯახნენ, არიან დაშავებულები

გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, ორმა პირმა თანამდებობა დატოვა

8 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by