• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სააკაშვილის მიერ დანიშნული 25 მოსამართლე სამსახურიდან დაითხოვეს

11 years ago
in სამართალი
A A
სააკაშვილის მიერ დანიშნული 25 მოსამართლე სამსახურიდან დაითხოვეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
1394087576_sasamartloექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დანიშნულ 25 მოსამართლეს უფლებამოსილების გაგრძელებაზე უარი ეთქვა და მათ ადგილას უკვე ახალი მოსამართლეები დაინიშნენ. ამის შესახებ ადვოკატმა ხაჭაპურიძემ, გაზეთ ,,ალიასთან“ საუბრისას განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, სასამართლოში „ზურაბ ადეიშვილის ხელისბიჭები“ ჯერ კიდევ დარჩნენ, რომლებსაც ვადა არ ამოწურვიათ. ,,ვულოცავ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, 25 მოსამართლე აღარ დაინიშნა. იმ მოსამართლეებიდან, რომლებთანაც წლების განმავლობაში პრეტენზიები გვქონდა, მათგან ერთი ალექსანდრე იოსელიანიც გაუშვეს. ამ ადამიანს ვაფრთხილებდი, თუ არ შეეშვებოდა ბინძური საქმეების კეთებას, უმუშევარი დარჩებოდა, მაგრამ არ დამიჯერა. დარჩენილი მოსამართლეებიდან ზოგს ორი წელი აქვს დარჩენილი, ზოგს 4 წელი“,-ანიშნავს ხაჭაპურიძე. ადვოკატის ინფორმაციით, განსაკუთრებით გამოირჩევა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე, რომელსაც სასამართლო სისტემის მართვის პრეტენზია აქვს. ,,ახლა გადავიდეთ იმაზე, რა ხდება სასამართლო სისტემაში: როგორც იცით, ზონდერ-მოსამართლებს კოტე კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა. აქ ყველაზე მეტად აქტიურობდა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე. კოტეს წასვლის შემდეგ მთელ სასამართლო სისტემას ისევ ცერცვაძე განაგებს. მეტიც, ის უპირისპირდება უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს. ქალბატონმა ნინომ მკაცრად დააყენა საკითხი, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები საქმეებს უნდა იხილავდნენ. დღეს მოსამართლეები გადატვირთულები არიან, ვადებში ვერ ეტევიან და ამ დროს ფეოდალი თავმჯდომარეები საქმეებს საერთოდ არ იხილავენ. ვალერი ცერცვაძე თავის კაბინეტში დაიმუქრა, არც საქმეებს განვიხილავ და ვერც ხახვს დამაჭრის ყურებზე ვინმეო. ესენი წლების განმავლობაში დადიან მანქანებით, მძღოლები ჰყავთ და ბიუჯეტიდან ფულს ხარჯავენ. უზენაესის თავმჯდომარეს მანქანა რომ ემსახურება, ეს გასაგებია, მაგრამ დანარჩენები ვინ არიან?“,- აცხადებს ადვოკატი. ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ვალერი ცერცვაძეს მთავრობიდან მფარველობენ. ,,მინდა დღევანდელ მთავრობას ვუთხრა: უკვე ვხსნი კარტებს, ძალიან ბევრი რამე ვიცი, გაფრთხილებთ, მთლად ვალერი ცერცვაძის იმედზე ნუ იქნებით, ეს ადამიანი გადამგდებია. როდესაც საქმეები საქალაქოდან სააპელაციო სასამართლოში გადავა, მერე ნახავთ გადაგდებების სერიებს. ცერცვაძეს მთავრობიდან მფარველობენ“,- ამბობს ხაჭაპურიძე. ადვოკატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავს, საერთო სასამართლოების დეპარტამენტში სახელმწიფო აუდიტი შეუშვას და სიტუაცია კარგად შეისწავლონ. ,,თუ გვენეტაძესა და ამ მთავრობას უნდათ, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს ცერცვაძე-ადეიშვილის ეპოქა, ერთ ფაქტს შევახსენებ: ჩვენთან არსებობს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, რომელიც სასამართლოებს ფინანსურად უზრუნველყოფს. საზოგადოებას წარმოდგენა არ აქვს, რა თანხების გადაქაჩვა, გადმოქაჩვა და გაფლანგვა მიდის. კუბლაშვილის წასვლამდე ორი თვით ადრე საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე გადადგა. ეს კაცი მიხვდა, რომ დამიჭერენ, რაღაც უბედურება დამემართებაო. როგორც ვიცი, იქ ახალი თავმჯდომარე ჯერ არ დანიშნულა. ქალბატონ გვენეტაძეს მივმართავ: ამ დეპარტამენტის შემოწმება დაიწყეთ, ლოდინი აღარ დაგჭირდებათ, ვისაც ამოეწურება ვადა, პირდაპირ ციხეში მოუწევთ წასვლა. ქალბატონო ნინო, თქვენ ძალიან კარგად იცით სასამართლოების სისტემა, ოფიციალურად მოიწვიეთ სახელმწიფო აუდიტი და გაარკვიეთ, რა ხდება“,- აცხადებს ადვოკატი. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ პროკურატურაც სააკაშვილი-ადეიშვილის კადრებით არის დაკომპლექტებული და სანამ ისინი თანამდებობებს იკავებენ, სამართლიანობა ვერ აღდგება. ,,სააკაშვილმა თავის დროზე სასამართლო სისტემაში მლიქვნელი და კორუმპირებული მოსამართლეები შეყარა. მან დაამკვიდრა რაღაც ,,ნოუ ჰაუები“, რაც გადიოდა ბიუჯეტიდან ფულის მოპარვაზე. ნახეთ რა დღეშია პროკურატურა, ისევ ადეიშვილის კადრებითაა დაკომპლექტებული და პანტაპუნტით გამოდის გამამართლებელი განაჩენები. ადრე საბრალდებო დასკვნები ტომებად იწერებოდა, იცით, ახლა საბრალდებო დასკვნა რამდენი ფურცელია? სულ ორი გვერდი. აი, ეს არის სულ ამათი იურისტობა. ჩვენ ისეთი პროკურორები და მოსამართლეები გვინდა, რომლებიც ხალხს სიმართლეს აპოვნინებენ და სააკაშვილი-ადეიშვილის სასარგებლოდ ჩალიჩს არ დაიწყებენ“,-განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
წყარო: newspress.ge
ShareTweet

ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026
18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ახალი ამბები

18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

02/06/2026

საინტერესო

“ვეძებ სოფლელ, ლამაზ ქალიშვილს გოგოს, უნდა აცხობდეს ნაპოლეონს” – შოთა დარბაიძე საცოლეს ეძებს (ვიდეო)

“ვეძებ სოფლელ, ლამაზ ქალიშვილს გოგოს, უნდა აცხობდეს ნაპოლეონს” – შოთა დარბაიძე საცოლეს ეძებს (ვიდეო)

3 years ago
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული

6 years ago
დათი ქოქრაშვილი ისრაელიდან გერმანიაში გააცილეს 

დათი ქოქრაშვილი ისრაელიდან გერმანიაში გააცილეს 

4 years ago

საბიუჯეტო დაფინანსება უმცირდებათ 4 სამინისტროს

13 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by