ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 6 ივნისს „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე პროექტის“ (ჩქაროსნული მაგისტრალის აგარა – ზემო ოსიაურის მონაკვეთი) დაფინანსების შეთანხმებას საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერება.
ხელშეკრულებებს ხელს მოაწერენ საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მსოფლიო ბანკის მხრიდან მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი.
05.06.13





