• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – არღვევს თუ არა თინათინ ხიდაშელის მინისტრად წარდგენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონს

11 years ago
in საზოგადოება
A A
„ახალგაზრდა ადვოკატები“ – არღვევს თუ არა თინათინ ხიდაშელის მინისტრად წარდგენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

119809ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობაში, 2015 წლის 1 მაისს განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს მდგომარეობას, დაირღვა თუ არა კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის კანდიდატურად წარდგენილ იქნა თინათინ ხიდაშელი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა“. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი, ხოლო „ახლო ნათესავში“ პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი ადგენს, თუ რომელი უფლებამოსილების მქონე პირი ითვლება საჯარო მოხელედ. კერძოდ, კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურს ეწევა: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, ბ) მოხელე, გ) დამხმარე მოსამსახურე და დ) შტატგარეშე მოსამსახურე. მინისტრი, მოცემულ შემთხვევაში, არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი და არა საჯარო მოხელე, თუმცა სამართლებრივი ბუნებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირიც და მოხელეც, ახორციელებენ საჯარო სამსახურს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას უთმობს შემდეგ საკანონმდებლო აქტებსა და მათში ასახულ ნორმებს. კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის თანახმად, „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს“. პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტის პრეროგატივას წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის დადგენა. აგრეთვე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე“. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, „ანგარიშვალდებულება“ არ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც დაქვემდებარება ვისიმე ან რაიმეს წინაშე. საქართველოს პარლამენტს მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებსა და წესით შეუძლია განახორციელოს მთავრობის საპარლამენტო კონტროლი, რომელიც არ მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა: საკადრო პოლიტიკაში ჩარევა, სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება და ა.შ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე არის საქართველოს პარლამენტის, როგორც კოლეგიური ორგანოს ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ არ ახორციელებს მთავრობის საპარლამენტო კონტროლს, ის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, წარმართავს და უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის მუშაობას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. პარლამენტის თავმჯდომარე არ არის მთავრობის წევრის – მინისტრის უშუალო ზედამხედველი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული შემთხვევის კანონთან შეუსაბამობის საკითხი მოხსნილია და არ იკვეთება ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევა.

მიუხედავად იმისა, რომ თინათინ ხიდაშელის საქართველოს თავდაცვის მინისტრის კანიდატურად დასახელება წინააღმდეგობაში არ მოდის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებთან, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მოსაზრებით, შესაძლებელია დისკუსიის საგანი გახდეს დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, რამდენად მისაღები იქნება ევროპული დემოკრატიის გზაზე მდგომი სახელმწიფოსათვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ხომ არ შეუშლის ის ხელს პარლამენტს, ეფექტურად განახორციელოს მთავრობის საპარლამენტო კონტროლი. როდესაც მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, პარლამენტის თავმჯდომარე არ არის მინისტრის უშუალო ზედამხედველი, მაინც რამდენად უნდა განვითარდეს ქვეყანა ასეთი პრეცედენტების გზით.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

„ნაძვის ხის მოჭრაზე ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე გაიზარდა“ – თორნიკე გვაზავა

9 years ago

ალექსანდრე ჭიკაიძემ საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სექტორი გახსნა

12 years ago
აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის მეთაური ირაკლი ალასანიამ მიიღო

აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის მეთაური ირაკლი ალასანიამ მიიღო

12 years ago
თბილისის მერია მომსახურე ბანკის შესარჩევად კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია მომსახურე ბანკის შესარჩევად კონკურსს აცხადებს

11 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by