• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“აფბა” 2015 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკის შედეგებს აჯამებს

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“აფბა” 2015 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკის შედეგებს აჯამებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10406621_881437685220346_4033232429604775107_n“აფბა” 2015 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკის შედეგებს აჯამებს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – “აფბა” კვლევას აქვეყნებს, სადაც ასახულია 2015 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში განვითარებული ძირითადი ტენდენციები, საგარეო ფაქტორები და მათი გავლენის შეფასება საქართველოს ეკონომიკაზე, ასევე ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში არსებული სტატისტიკური მონაცემები და მათი ანალიზი. კვლევის პრეზენტაციაზე “აფბას” ვიცე პრეზიდენტმა შოთა გულბანმა ისაუბრა ეკონომიკის თითოეული სექტორის შესახებ 2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით. “კვლევა იწყება საბანკო სექტორის შეფასებით. ეკონომიკის ეს სფერო სავალუტო პრობლემების ფონზე წარმატებით ფუნქციონირებს, კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 30%-ით არის გაზრდილი სექტორის მიერ მოზიდული დეპოზიტები და 13.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 37%-იანი ზრდა ფიქსირდება სესხების კუთხით. 2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობამ 14.7 მილიარდი ლარი შეადგინა, თუმცა აღსანიშნავია, რომ როგორც დეპოზიტების, ისე სესხების მიმართულებით, ზრდის მაღალი ტემპი ეროვნული ვალუტის დევალვაციამ გამოიწვია. მოგეხსენებათ, სესხების და დეპოზიტების დოლარიზაციის დონე 60%-ს აჭარბებს, შედეგად ლარში გამოსახული მათი მოცულობები საგრძნობლად გაიზარდა. 2015 წლის იანვარ-მარტში ბანკების წმინდა მოგებამ 101 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 7 მილიონი ლარით, ანუ 7%-ით აღემატება”, – განაცხადა გულბანმა. მისივე თქმით, შემდეგი სექტორი გახლავთ ტურიზმი. ეს სფერო საქართველოს ეკონომიკაში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. იგი ერთ-ერთი დარგია, რომელიც ქვეყანას საკმაოდ დიდი სავალუტო ნაკადებით უზრუნველყოფს. “2015 წლის იანვარ-აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 1 381 000 ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 2%-ით ჩამოუვარდება. ვიზიტორების 35% ტურისტებზე მოდის. ტურისტული ნაკადების შემცირება გასული წლის ბოლოდან დაიწყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში კლების ტემპი მცირდება. კერძოდ, იანვარში ვიზიტორების 3%-იანი კლება დაფიქსირდა, თებერვალში – მინუს 2%, ასევე მარტშიც -2%, ხოლო აპრილში ვიზიტორების რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ არც გაზრდილა. ტურისტული ნაკადების კლების რამდენიმე ვერსია არსებობს. ყველაზე ხშირად სავიზო რეგულაციების გამკაცრებაზე მიდის საუბარი, მაგრამ ანალიზი და ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ აღნიშნული ფაქტორის გავლენა არის მინიმალური. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული ვიზიტების 96% (1 332 188 ) მოდის 15 ქვეყანასთან. აღნიშნული 15 ქვეყნიდან 14-თან საქართველოს უვიზო რეჟიმი გააჩნია, ანუ მათ მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის კუთხით შეფერხება არ შექმნიათ”, – აცხადებს გულბანი. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, მისი თქმით, ექსპორტის კლება გასული წლის ზაფხულის ბოლოდან შეინიშნება, თუმცა გასულ წელს და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული ექსპორტის კლება იმით განსხვავდება, რომ გასულ წელს ექსპორტის კლება დაფიქსირდა რეექსპორტის კლების გამო, წელს კი ამ ფაქტორს დაემატა მძიმე ეკონომიკური ვითარება დსთ-ს ბაზრებზე, რომელსაც საქართველოს საექსპორტო ბაზრის საკმაოდ დიდი ნაწილი უჭირავს. “დსთ-ს ბაზრებზე ჩავარდნა და ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მნიშვნელოვნად აისახა სავაჭრო ტენდენციებზე. კერძოდ, ექსპორტი 2015 წლის პირველ კვარტალში გაზრდილია ევროკავშირში, დსთ-ს ქვეყნებში კი მნიშვნელოვანი კლებაა. თუ გასული წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი შეადგენდა 140 მილიონ დოლარს, წელს ეს მაჩვენებელი 170 მილიონი დოლარია, ანუ 21%-ით მეტი. რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, ამ მიმართულებით საქართველოს ექსპორტი 55%-ით შემცირდა და შარშანდელი 318 მილიონი დოლარის ნაცვლად 175 მილიონი დოლარი შეადგინა”, – აცხადებს გულბანი. მისივე თქმით, 2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ტემპმა 3,2% შეადგინა. ჯერ კიდევ მოქმედი, მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს. “ზრდის იმავე ტემპს პროგნოზირებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდიც, თუმცა განვითარებული შოკების გამო პროგნოზი გადაიხედა და მნიშვნელოვნად, 2%-მდე შემცირდა. სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის კრიზისის ნეგატიური გავლენა ყველაზე მეტად სომხეთზე, ბელორუსსა და საქართველოზე იქნება. რის შედეგადაც, სომხეთსა და ბელარუსში ეკონომიკურ ვარდნას ელოდებიან, ხოლო საქართველოში ზრდის ტემპი შენელდება, თუმცა ზრდა იქნება”, – აცხადებს გულბანი. პრეზენტაციაზე ასევე სამომხმარებლო ფასების დონე, ფულადი გზავნილები და ლარის კურსი განიხილეს. კვლევის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე – www.afba.ge

Share1Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

გიორგი გახარია – 10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს

დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, თვეში 200 ლარს მიიღებენ

6 years ago
“საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგებისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო”

 „არასდროს საქართველოს არ ჰქონია ამხელა ნდობა და მხარდაჭერა, როგორიც აქვს დღეს მისი ევროპული დღის წესრიგიდან გამოდინარე“

8 years ago
რა ნივთიერებებს შეიცავს და რამდენად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის „კროტი“ ?!

რა ნივთიერებებს შეიცავს და რამდენად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის „კროტი“ ?!

8 years ago
სასოფლო-სამეურნე კოოპერატივი „ბიოგრინი“ ზაფრანას წარმოებას იწყებს

სასოფლო-სამეურნე კოოპერატივი „ბიოგრინი“ ზაფრანას წარმოებას იწყებს

8 years ago

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

საქართველოს საპატრიარქო ცნობილი ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის სამძიმრის წერილს ავრცელებს. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონი ბადრი...

მეტის ნახვაDetails
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026
  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by