თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით თეირანში გაემგზავრა, სადაც საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.
თბილისის მერი შეხვდება თეირანის მერს მოჰამად ბაყერ ყალიბაფს, რომლის დროსაც ხელი მოეწერება თბილისსა და თეირანს შორის დაძმობილების შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის სფეროებში, საერთო კულტურულ–ისტორიულ ფასეულობათა და ორი ქალაქის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით.
დაგეგმილია შეხვედრა თეირანის ისლამური საბჭოს (საკრებულო) თავმჯდომარესთან.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თბილისის მერის ვიზიტი 19 მაისს დასრულდება.