• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თამარ სანიკიძე პანკისის ხეობის სკოლებს პირადად გაეცნო

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თამარ სანიკიძე პანკისის ხეობის სკოლებს პირადად გაეცნო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი პანკისის ხეობის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს ხეობის სკოლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და  ახალი სასკოლო პროექტები გააცნეს. სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ხეობის წარმომადგენელთა შეკითხვებსაც უპასუხეს და მათი საჭიროებებითაც დაინტერესდნენ. ღონისძიების ფარგლებში სკოლებს ასევე გადაეცათ მხატვრული ლიტერატურა ბიბლიოთეკებისთვის და კომპიუტერები.

როგორც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, პანკისის ხეობაში 7 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 1430-მდე მოსწავლითა და 183 მასწავლებლით. აქედან 5 სკოლაა, სადაც ეთნიკური ქისტები და ჩეჩნები სწავლობენ,  სწავლა აქ ქართულ ენაზე მიმდინარეობს, ერთ სკოლაში რუსული სექტორი ფუნქციონირებს. „სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამაში“ 5 სკოლაა ჩართული და შესაბამისად, ამ სკოლის მოსწავლეები სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობენ. 2013-2014 წლებში ხეობის სამ სკოლას ნაწილობრივი რეაბილიტაცია აქვს გავლილი, ორი სკოლა სრულადაა რეაბილიტირებული, სკოლები ასევე აღჭურვილია ახალი ინვენტარით, ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტმომსახურებით.

პანკისის ხეობის სკოლებში დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამინისტრო 2015 წელსაც განახორციელებს იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც სკოლებმა წარმოადგინეს და რა საჭიროებებიც სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურმა გამოავლინა. რაც შეეხება ახალ სასკოლო პროექტებს, ამ ეტაპზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხეობის სკოლების მიერ წარმოდგენილ 6  სასკოლო პროექტს დააფინანსებს:

  • დუისის სკოლა – „თექის დამუშავების შესწავლა“ და  „სახელოვნებო განათლება“ (ხალხური ცეკვის და სიმღერის წრეები);
  • დუმასტურის სკოლა-„გამოვავლინოთ ნიჭიერი ფეხბურთელი“ (ფეხბურთის წრე) და – „დავეუფლოთ ხელოვნებას“ (ხალხური ცეკვის და სიმღერის წრეები);
  • ბირკიანის სკოლა – „სახელოვნებო განათლება“ (ხალხური ცეკვის და სიმღერის წრეები);
  • ჯოყოლოს სკოლა -„სახელოვნებო განათლება“ (ხალხური ცეკვის და სიმღერის წრეები);
  • ხეობის ყველა სკოლა ჩაერთვება პროექტში „კინო სკოლაში“, რომელსაც განათლების სამინისტრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

ზემოაღნიშნულ სკოლებსა და ხეობის დარჩენილ ორ სკოლაში დამატებით ექვსი პროექტის დაფინანსება იგეგმება.

პანკისის ხეობაში სასკოლო ცხოვრება ისევე სრულფასოვნად მიმდინარეობს, როგორც საქართველოს ნებისმიერი ქალაქის თუ სოფლის სკოლაში, პანკისელი მოსწავლეები მონაწილეობენ სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროგრამებსა და კონკურსებში, ასევე წარმატებით მონაწილეობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ხუთი სკოლიდან ორ სკოლას სერტიფიცირებული დირექტორი ჰყავს, სასერტიფიკატო გამოცდებში მონაწილეობენ მასწავლებლებიც, ასევე გადიან მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს თბილისში და ადგილზეც.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილმა და BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა BP-ის საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს

10 years ago

“ვტოვებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის პოსტს”

10 years ago

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს

13 years ago
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ახალი ტექნიკით განახლდა

წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა

9 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by