• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართველი დიზაინერი დები, რომელთა საქმიანობით “Fashion TV” დაინტერესდა

11 years ago
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
ქართველი დიზაინერი დები, რომელთა საქმიანობით “Fashion TV” დაინტერესდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართული მოდის ასპარეზზე ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალბედა და ნიჭიერი დიზაინერი გამოჩნდა, რომელთა წარმატებების შესახებ ამბავს უცხოურ ჟურნალ -გაზეთებშიც კი შეიძლება წააწყდეთ. Mach&Mach არის ორი ქართველი დის – ნინა მაჭარაშვილისა და გვანცა მაჭარაშვილის, მიერ შექმნილი ბრენდი, რომელიც რამდენიმე წელია გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, ასევე აღსანისნავია ის ფაქტიც, რომ  სწორეთ მათ მუშაობას და საქმიანობას “Fashion TV”-ის ჟურნალისტმა საინტერესო სტატია მიუძღვნა. “თბილისი თაიმსი” დაინტერესდა ახალგაზრდა დიზაინერების წარმატებებით, ბრენდის შექმნის ისტორიით და მათი სამომავლო გეგემებით. გთავაზობთ ინტერვიუს ნინა მაჭარაშვილთან.

11149248_1133561973336153_67073420300456487_n

გვიამბეთ ცოტა რამ თქვენი პიროვნების შესახებ…

– მეც და ჩემი დაც, გვანცა, ვართ ძალიან აქტიურები. მუდმივად სიახლის ძიებაში ვართ, რაც ჩვენი საქმიანობისთვის დამახასიათებელი თვისებაა. როდესაც ქმნი რაიმე ახალს აუცილებელია, მუდმივად იყო რაღაც ახლის ძიებაში…

11046235_1133562006669483_3782663776642867079_n

როგორ შეიქმნა Manch&Mach და როგორ გაიხსენებთ სალონის დაარსების პირველ პერიოდს, რამდენად რთული და დაბრკოლებებით სავსე იყო გზა, რომელმაც დღემდე მოგიყვანათ?

– Mach&Mach შექიქმნა 2011-2012 წლებში. ჩვენი კომპანიის დაარსება განაპირობა იმან, რომ გვანცა პროფესიით დიზაინერია. მიუხედავად იმისა, რომ მე პროფესიით ექიმი ვარ, ძალიან მაინტერესებს ეს სფერო. თუმცა, მიუხედავად ამისა ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული კულტურულ ღონისძიებებში. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა საკუთარი ბრენდი. გზა რომელმაც დღემდე მოგვიყვანა ვერ ვიტყვი რომ ძალიან რთული იყო, მაგრამ რა თქმა უნდა იყო პატარა წინაღობები.

11248875_1133562200002797_6210958631809711167_n

მუშაობის პროცესში როგორი ბრძანდებით?

– მუშაობის პროცესში ორივე ვცდილობთ საქმეში ჩავდოთ ჩვენი მაქსიმუმი. ასევე ვართ ძალიან კრიტიკულები ერთმანეთის მიმართ. ვმუშაობთ იქამდე სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ.

რამდენ მაღაზიას ფლობთ და თუ გეგმავთ გაფართოვებას?

ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მაღაზია გვაქვს, ფალიაშვილის ქუჩაზე. მომავალში რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ გავფართოვდეთ.

11209438_1133562223336128_7487377253723966592_n

რამდენად მოთხოვნადია ქართველი დიზაინერების სამოსი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ?

– პირველ რიგში ვიტყვი, რომ მოდა ძალიან დიდი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში. თუმცა ამ ეტაპზე, გარკვეული სეგმენტი ინტერესდება, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთაც.

1467320_1133562266669457_7556655538954929703_n

მომგებიანია თუ არა ეს ბიზნესი საქართველოში და როგორია კონკურენცია ქართული მოდის ინდუსტრიაში?

– მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში ეს არის შემოქმედება და საკუთარი ფანტაზიის რეალიზება. როგოც ბიზნესი, ეს სფერო უკანა პლანზე დგას.

მინდა ავღნიშნო, რომ ქართული მოდის ინდუსტრიაში კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ძალიან ბევრი ახალბედა და ნიჭიერი დიზაინერი გვყავს, რაც ძალიან სასიხარულოა. მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას.

სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა თბილისის მოდის კვირეული, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ კვირეულს, თუ თანამშრომლობთ მათთან?

– ჩვენი ბრენდის დაარსების დღიდან საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ თბილისის მოდის კვირეულთან. ვიღებთ მონაწილეობას, როგორც ძირითად ჩვენებებში, ასევე შოუ რუმებში.

რაც შეეხება ბოლო მოდის კვირეულს შევაფასებდი დადებითად. პროექტმა ჩაიარა ძალიან საინტერესოდ. ჩამოსული იყო ბევრი უცხოელი სტუმარი და ჟურნალისტი. რაც დიზანერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

10527535_1133562133336137_6044447693022254305_n

როგორ მოხვდა თქვენს შესახებ სტატია “Fashion TV”-ზე და რა შეიცვალა ამის შემდგომ Mach&Mach-ის საქმიანობაში?

– მოდის კვირეულის პერიოდში, ჩამოსული იყო Fashion TV-ის ჟურნალისტი, რომელიც არჩევდა დიზაინერს სტატიისთვის. მას მოეწონა ჩვენი ნამუშევრები და დაწერა ჩვენს შესახებ. ძალიან გაგვიკვირდა და გაგვიხარდა, როცა ვნახეთ ეს სტატია. ამის შემდგომ ძალიან ბევრმა შეიტყო ჩვენი ბრენდის შესახებ.

11036945_1133561960002821_6647036958345922490_n

თქვენი სამოსით მხოლოდ ქართველი ქალბატონები იმოსებიან, თუ უცხოელი მომხმარებელისგანაც არის დაინტერესება?

– ქართული ბრენდები ძალიან დიდ დაინტერესებას იწვევს უცხოელ მომხმარებლებში. როდესაც საქართველოში ჩამოდიან და სტუმრობენ ჩვენს მაღაზიას, შემდგომში ისინი აუცილებლად ბრუნდებიან მეგობრებთან ერთად. რაც ძალიან სასიამოვნოა.

რომელია თქვენი საყვარელი დიზაინერი და რატომ?

– გამიჭირდება კონკრეტულად ერთი დიზაინერის დასახელება. თუმცა გამოვყოფ მაინ შანელს თავისი დიდი ისტორიითა და მიღწევებით. ეს მართლაც გამორჩეული ბრენდია.

10408672_1133562286669455_4072442532001621864_n

თქვენი აზრით, რა არის საჭირო ქალისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს?

– წარმატების მისაღწევად მრავალი ფაქტორია საჭირო. ამ მრავალ ფაქტორთაგან, მნიშვნელოვანია – შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა.

როგორც ივ სენ ლორანი ამბობს: „მოდა წარმავალია, სტილი კი უცვლელი,“ – თქვენი ჩაცმის სტილი, რომრლშიც სრულ კომფორტს განიცდით?

– ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. ვმუშაობთ კვირაში შვიდი დღე. დრო არ მაქვს იმისთვის, რომ ყოველდღიურად ვიფიქრო რას რა შევუხამო. ამიტომ, მაცვია მაქსიმალურად კომფორტულად. მაქვს რამდენიმე ერთმანეთის მსგავსი ჯინსი და მაისური. ასევე აქტიურად ვიცმევ ჩვენს მიერ შექმნილ სამოსს.

11167979_1133562180002799_2383023457145291639_n

როგორ შეაფასებთ ქართულ ქუჩის მოდას, როგორ იმოსებიან ქართველები და რა გვაქვს გამოსასწორებელი?

– ქართულ ქუჩის მოდას აქვს, როგორც ბევრი დადებითი მხარე ასევე აქვს ბევრი უარყოფითი. დადებითი ის არის, რომ ძალიან კარგად ერკვევიან ტენდენციებში. ცუდი ის, არის რომ ქართველმა გოგონებმა და ბიჭებმა იციან ერთი კონკრეტული ტრენდის ამოჩემება. შედეგად მთელ ქალაქს აცვია ერთი და იგივე სტილის სამოსი. მაგრამ ზოგადა ვიტყვი, რომ ძალიან გემოვნებიანი მომხმარებელი გვყავს.

თქვენი ახალი კოლექციის შესახებ რას გვეტყვით? ერთი სიტყვით როგორ აღწერდთ მას?

– ჩვენი ახალი ზაფხულის კოლექცია მზადების პროცესშია. ამ ხაზში გამოვყოფ პასტელურ ფერებსა და საინტერესო კონსტრუქციებს. ერთი სიტყვით მას ვუწოდებდი- ჰაეროვანს.

11263033_1133562073336143_4029417331609762180_n

Mach&Mach-ის  სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით….

– ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. სამომავლოდ ვფიქრობთ გაფართოებას და ჩვენი ნამუშევრების საზღვრებს გარეთ გატანას.

 ესაუბრა

ნათია ლალიაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი
ახალი ამბები

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა
ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

საინტერესო

,,თითოეული ნახატი გადმოსცემს ჩემს ხასიათს, მიყვარს ჭრელი ფერები და ვცდილობ ყველა ჩემს ნამუშევარს შევძინო პოზიტიური და დადებითი  განწყობა“

,,თითოეული ნახატი გადმოსცემს ჩემს ხასიათს, მიყვარს ჭრელი ფერები და ვცდილობ ყველა ჩემს ნამუშევარს შევძინო პოზიტიური და დადებითი  განწყობა“

6 years ago
დავით ზალკალიანი-აშშ ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს საქართვლოს როლს რეგიონში

დავით ზალკალიანი-აშშ ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს საქართვლოს როლს რეგიონში

8 years ago
ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ მომავალ კვირას შედგება

ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ მომავალ კვირას შედგება

12 years ago
პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა

პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა

3 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by