საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად, ქალაქ ბათუმში საზეიმო მიღებას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გახსნა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა. საზეიმო მიღება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეთა პატივსაცემად გაიმართა და მას 40 ქვეყნის დელეგაცია დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები, ვენეციის კომისიის წევრები, საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ასევე, საღამოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დაესწრნენ. 9-12 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქალაქ ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში გამართავს.