• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საქართველოს ბანკის“ უპროცენტო მძარცველი აპარატები

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
„საქართველოს ბანკის“ უპროცენტო მძარცველი აპარატები
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ბაზარზე აქტიურად გამოჩნდა კვლავ აქტუალურია, შეიძლება ითქვას, რომ ის გარკვეული კუთხით მომხმარებელს ცხოვრებას უადვილებს და რაც მთავარია ზოგავს  დროს.

ზოგადად ნაღდი ფულის მიმღები გადახდის აპარატების ქსელი  საქართველოს საგადასახადო ბაზარზე ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა. ის მრავალი სერვისით გამოირჩევა, მისი ფუნქციაა მოხერხებული და ოპერატიული გზით სხვადასხვა ტიპის გადასახადების, თანხის გადარიცხვებისა და და სამომხმარებლო ბალანსის შევსების განხორციელება.

1506611_901806969872522_476846721010971894_n

თითოეული ჩვენგანი ალბათ ძალიან ხშირად სარგებლობს სწორედ ამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატათ, რადგან აქტიურად  ვიხდით, როგორც კომუნალურ, ისე ტელეკომინიკაციის გადასახადებს, ის ასევე პოპულარულია აზარტული თამაშების მოყვარულ ხალხში, რადგან  მისი მეშვეობით ხდება თამაშების ბალანსის შევსება.

მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოს მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული, სწორედ ამ მომხმარებლს თანდათან აღნიშნული კომფორტის მაგივრად  უამრავ პრობლემას უქმნის.

მოსახლეობა მრავალი კომპანიის მიერ შემოთავაზებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან უპირატესობას მაინც საქართველოს ბანკის „ექსპრეს ფეის“ ანიჭებს, რადგან 2013 წლის 1 აპრილიდან სწრაფი გადახდის აპარატებით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიოს ოდენობა ჩარიცხული თანხის 4 % -ით განისაზღვრა, ხოლო „ექსპრეს ფეის“ სარგებლობის შემთხვევაში საკომისიო 0 % -ია.  მიუხედავად ამ უპირატესობისა ხშირად მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ „ექსპრეს ფეის“ აპარატით სარგებელობა ორმაგი თანხის გადახდით სრულდება.

ალბათ არავის გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ  სწორედ  საქართველოს ბანკის აპარატები გამოირჩევა   გაუმართაობით. არსებობს მრავალი ფაქტი, როდესაც მომხმარებელს კომუნალური გადასახადები სწორედ მისი საშუალებით გადაუხდია, რელურად კი თანხა არ დარიცხულა და უარესი მომხდარა, მათ ჯარიმაც კი დაეკისრათ.

11215111_901806936539192_3955233852569673945_n

აღსანიშნავია, რომ აპარატი მწყობრიდან განსაკუთრებით უამინდობის დროს არის გამოსული. უბრალოდ არ მუშაობს, ან თუ მუშობს თანხას „ყლაპავს“. რას ვაკეთებთ ამ დროს? რა თქმა უნდა ცხელ ხაზზე ვრეკავთ  და ვცდილობთ „ჩაყლაპული“ თანხის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. მათი მხრიდან რეაგირებას  დიდი დრო სჭირდება,   თუმცა,  თუ გაგვიმართლა და ცხელა ხაზზე  დარეკვას შესაბამისი ქმედება მოჰყვა, იმ წუთას  ახალი პრობლემა  იჩენს თავს.  ჩეკი, რომელიც  ჩვენი ჩარიცხული თანხის მტკიცებულებაა და აუცილებელია მისი წარდგენა, არ გვაქვს.  გასაოცარია, რადგან  ჩნდება კითხვა. როგორ წარვადგინოთ ჩეკი, როდესაც აპარატი მას უბრალოდ არ იძლევა.  ბუნებრივი ამ დროს, არც  ცხელ  ხაზზე დარეკვას აქვს  რაიმე აზრი.

როგორც ფორუმზე და სოციალურ ქსელში, ისე ცხოვრებაში ხშირად შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ პრობლემაზე  ბევრს საუბრობენ და წერენ. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ აპარატებს ფინანსური სარგებლის მიზნით, მომხმარებელი თვითონ აზიანებს.

11069219_901806943205858_1261739166074842124_n„გუშინ საღამოს 9 საათზე აჭარაბეთზე საქართველოს ბანკის აპარატიდან 1 ლარი ჩავრიცხე და ჯერ კიდევ არ არის დეპოზიტზე ასახული. ქვითარიც არ მოუცია აპარატს, შესაბამისად ცხელ ხაზზეც ვერ ვრეკავ“ – გვითხრა გიორგი ბეროშვილმა

„მობილურზე 5 ლარი უნდა ჩამერიცხა, თუმცა ხურდა, რომ ჩავაგდე ტერმინალი გაიჭედა და დავრჩი ანგარიშისა და ფულის გარეშე “ –  ნანა გულიაშვილი

თინათინ ბაღდავაძე: „როდესაც ერთ-ერთი კომუნალურის გადასახადს ვიხდიდი და ეს თანხა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან კაპიკ-კაპიკ მქონდა მოგროვებული, აპარატმა სწორედ ამ დროს „გაჭედა“ და თანხა დამეკარგა. ცხელ ხაზზე დარეკვისას კი დამპირდნენ, რომ  პრობლემა მოგვარდებოდა თუ ჩეკს წარვადგენდი, ჩეკს, რომელიც აპარატმა არ მომცა. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ვფიქრობ,რომ ამის შემდეგ სხვა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით ვისარგებლებ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკომისიოს აჭრის, ორმაგის გადახდა მაინც არ მომიწევს.“

„შეფერხება ნებისმიერ აპარატს შეიძლება ჰქონდეს, თუმცა: ექსპრეს ფეის  სისტემატურად აქვს პრობლემა, ისინი მონოპოლისტები არიან და ხელის განძრევა და პრობლემის მოგვარებაც კი არ უნდათ, ან ეზარებათ“ –  ამბობს მოქალაქე, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„ჯიქიას ქუჩის კუთხეში დგას „ექსპრეს ფეის“ გადახდის აპარატი და შემთხვევით დავინახე, როგორ ცდილობდა ახალგაზრდა ბიჭი აპარატის  „გაჭედვას“, სამწუხაროდ ვერ მოვასწარი რეაგირება, რადგან, მან როგორც, კი დამინახა, მაშინვე გაიქცა.“ – გვითხრა საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატით მოსარგებლე მოქალაქემ, რომელიც მხოლოდ მოსახლეობას ადანაშაულებს აპარატის გაუმართაობაში, მან ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ზოგადად საინტერესოა,  რამდენად ხშირად ხდება სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ქსელის გამართულობის კონტროლი, მისი მდგომარეობის შესწავლი, რეპორტინგი და საერთოდ ხდება თუ არა ქსელში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და გამოსწორება. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ბანკს მივმართეთ და ვთხოვეთ  გარკვევა, თუმცა  მათ საკმაოდ მოკლედ გვიპასუხეს, აღნიშნული პრობლემა უარყვეს და რაც არ უნდა გასაკვირი და დაუჯერებელი იყოს, განაცხადეს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მონიტორინგი  ყოველდღე ხორციელდება.

10478673_901806926539193_2601989470067433302_n

„ბოლო თვეების განმავლობაში, რაიმე ქსელურ შეფერხებას ადგილი არ ქონია. თუ კი კონკრეტულად, ინდივიდუალურ შემთხვევაში მომხმარებელს, ექმნება რაიმე ტექნიკური შეფერხება, ამისთვის მუშაობს, სატელეფონო ცენტრი, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს დარეკოს და დააფიქსიროს კონკრეტული შემთხვევა. ზარებზე, რომელიც ფიქსირდება სატელეფონო ცენტრში, მხარდაჭერის ჯგუფი მყისიერად რეაგირებს, რადგან, სისტემატურად 24 საათი კვირაში შვიდი დღე, მიმდინარეობს თვითმომსახურების აპარატების მონიტორინგი, ტექნიკური ჯგუფების მიერ. უამინდობა აპარატების მუშაობაზე გავლენას არ ახდენს. რაც შეეხება ვანდალიზმის ფაქტებს და ტერმინალის გაზრახ დაზიანებას, ასეთის არსებობის შემთხვევავში საქმე გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს“- კომპანია  “ექსპრეს ფეი“.

მოკლედ, როგორც უკვე აღვნიშნე საქართველოს ბანკის „ექსპრეს ფეის“ ნულოვანი  საკომისიო აქვს, თუმცა მაინც უნდა დავფიქრდეთ, გვიღირს კი რისკზე წასვლა, ხშირად ორმაგის გადახდა და უბრალოდ აპარატისთვის ფულის ჩუქება?

 მასალა მოამზადა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვმა

Share2Tweet1

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა
ახალი ამბები

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026
ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში
ახალი ამბები

ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში

11/17/2026
ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

11/17/2026

საინტერესო

26 მაისისადმი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

13 years ago
კვლევა: მესამე და შემდეგ ბავშვს თვითშეფასება უფრო მაღალი აქვს ვიდრე პირველ შვილს

კვლევა: მესამე და შემდეგ ბავშვს თვითშეფასება უფრო მაღალი აქვს ვიდრე პირველ შვილს

9 years ago

პარლამენტი “რუსთავი 2”-ის საქმეზე მოსამართლეების აცილებას ითხოვს

11 years ago
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს მიმართავს

ქრთამის აღების ფაქტზე მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავეს

10 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by