• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესებულია

11 years ago
in პოლიტიკა
A A
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესებულია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

qorwineba-fotoსაქართველოს სახალხო დამცველმა 2014 წლის ანგარიშში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ დადებით ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. უჩა ნანუაშვილის თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები უნდა გამოიყოს, როგორც დადებითი ტენდენცია და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესებულია.

ანგარიშში აღიშნულია, რომ პოლიტიკური ნებისა და გატარებული რეფორმების წყალობით, პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმა სასჯელაღსრულების სისტემაში დაგეგმილ ინსტიტუციურ რეფორმას და ყურადღება გაამახვილა 2014 წლის განმავლობაში პატიმრობის კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომელთა თანახმადაც, უსაფრთხოების რისკის მიხედვით, განისაზღვრა ოთხი ტიპის დაწესებულება, სადაც პატიმრებს აქვთ დიფერენცირებული უფლებრივი მდგომარეობა და მათი უფლებრივი მდგომარეობა საკანონმდებლო დონეზე გაუმჯობესდა.

უჩა ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს ანიჭებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფოტოგადაღების განხორციელების უფლებამოსილებას.

სახალხო დამცველმა პოზიტიურად შეაფასა პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა და მოცემული მიმართულებით გაზრდილი დაფინანსება, რამაც შესაძლებელი გახადა სამედიცინო პერსონალისათვის ხელფასების გაზრდა და პირველადი ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომობა, სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფოს გახსნა, ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის განახლება, C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის დაწყება.

უჩა ნანუაშვილი მიესალმება რეფორმით შემოთავაზებული ინიციატივას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სარეაბილიტაციო პროგრამების გაძლიერებას. ასევე, რიგ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაუმჯობესებულ გარემოსა და სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.

ქვეყნის მთავარმა უფლებადამცველმა ცალსახად წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია მსჯავრდებულთა რისკების შეფასებისა და პერიოდული გადაფასების სისტემის შემოღება. მიესალმა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინიციატივას, დარეგულირდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის საკითხი.

სახალხო დამცველი, ასევე ,პოზიტიურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 90 დღიდან 15 დღემდე შემცირდა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის გაზრდა (2012 წელს -102 მსჯავრდებული, 2014 წელს – 804 მსჯავრდებული ) მისასალმებელია და აუცილებელია ამ დადებითი ტენდენციის შემდგომი გაძლიერება.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, 2014 წელს დასრულდა პენიტენციური ჯანდაცვის 18 თვიანი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომელიც ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს. სახალხო დამცველის ანგარიშში, ასევე,მითითებულია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამმართველო თავად ცდილობს გამოავლინოს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარვეზები, რაც 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში ერთ-ერთ რეკომენდაციად იყო მოცემული.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მიესალმება ქალი პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლების მზარდ პრაქტიკას და დადებითად აფასებს N 5 ქალთა დაწესებულებაში დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მსჯავრდებულთა მოთავსების შემცირებულ სტატისტიკას.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში აღინიშნება პროგრესი და ბევრი შენიშვნა, რომელიც გასული წლის ანგარიშში იყო გაცემული, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გაითვალისწინა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

„საოცარი“, „ფენომენალური”, „უნიკალური” – ქართველმა ვუნდერკინდმა ბერლინის მუსიკალური სამყარო შოკში ჩააგდო

„საოცარი“, „ფენომენალური”, „უნიკალური” – ქართველმა ვუნდერკინდმა ბერლინის მუსიკალური სამყარო შოკში ჩააგდო

5 years ago

”აუდიტორია 115”-ის წევრებს თსუ-ს მეორე კორპუსის შენობა დაკეტილი დახვდათ

9 years ago

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ ოთარ დანელია დაინიშნა

12 years ago
„ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს

„ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს

4 months ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by