imedinews- ის ინფორმაციით, კომპანიები, რომლებიც “ცენტრ პოინტის” აქტივებს ყიდულობენ, “X2” და “m²”-ია. წყაროები ამბობენ, რომ კომპანიები პრესკონფერენციას ორ კვირაში გამართავენ, რომელზეც ხელშეკრულების შესახებ ილაპარაკებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში “ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა გრძელდება.
ამ წუთებში “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გურმ რჩეულიშვილი დაზარალებულებს საპროცესო შეთანხმების დეტალებს აცნობს.
რჩეულიშვილის თქმით, კომპანიებთან მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია. ხელშეკრულების თანახმად, “ცენტრ პოინტის” ყველა აქტივი იყიდება და სამშენებლო კომპანიებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ დაასრულონ “ცენტრ პოინტის” მშენებლობები, ასევე დააკმაყოფილონ ყველა დაზარალებული.