• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ დასრულების თარიღმა კვლავ გადაიწია

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ დასრულების თარიღმა კვლავ გადაიწია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ალბათ არავისთვის არის ახალი არ იქნება და არც არავის გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ 21-ე საუკუნეში დრო განსაკუთრებით დაჩქარდა. დღეს თანამედროვე მეცნიერულ – ტექნოლოგიური მიღწევების  პარალელურად, თითოეული ჩვენგანი ხშირად აღნიშნავს, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის, დღეები ისე მიქრის, ვერც კი ვიგებთ, თვალის დახამხამებასაც კი ვერ ვასწრებთ. სწრაფი ტემპის კვალდაკვალ,  ვცდილობთ დავეწიოთ,  ფეხი ავუწყოთ და არ ჩამოვრჩეთ დროს, დროს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესურსია, რომლის თითოეული საათი, წუთი და წამი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ დავზოგოთ  და რაციონალურად  გავანაწილოთ ის.  როგორც ცნობილი ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და პოლიტიკური ფიგურა ბენჟამინ ფრანკლინი ამბობდა: „დრო ფულია“, შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ის სწორედ გამოვიყენოთ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არის სწორედ, ის ადგილი, რომელსაც ყოველლდღიურად, თბილისში მოსახლეობის 60%-ი მოიხმარს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები დრო დავხარჯოთ ტრანსპორტში. ამ მხრივ დედაქალაქში  ყველაზე  ეფექტური, სწრაფი, იაფი  და რაც მთავარია ეკოლოგიური  საზოგადოებრივი ტრანსპორტი  არის მეტრო. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი არის საგზაო მოძრაობა, რომელიც ჰაერის დაბინძურების 71% შეადგენს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის  განვითარება. როგორც უკვე აღვნიშნე, ურბანულ სივრცეში გადაადგილების სხვადასხვა გზებიდან, ეკოლოგიის მხრივ მეტრო გამოირჩევა. ის 1966 წელს გაიხსა და ამჟამად 2 ხაზისგან შედგება, რომელთა საერთო სიგრძე 27 კმ-ია. დღეს დედაქალქში სულ 22 სადგური ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ მეტრო დღეს არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ყველაზე სწრაფია, მას მრავალი უარყოფითი მხარეც აქვს. კერძოდ კი ხაზიდან ხაზზე გადაჯდომა, რომელიც, როგორც დროის ფაქტორზე მოქმედებს, ისე დისკომფორტს გვიქმნის. ზოგადად  თბილისის მეტროში რამდენიმე დაკონსერვებული სადგურია, რომელსაც შეუძლია ნაწილობრივ მაინც განტვირთოს მიწისზედა ტრანსპორტის ნაკადი და ხელი შეუწყოს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას. მათგან ერთ-ერთი არის  მეტროსადგური „უნივერსიტეტი“, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო და 1995 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებული მოვლენების გამო შეწყდა.

484746_405892569493403_1179608856_n

პროექტზე, რომელიც 20 წლის განმავლობაში გაჩერებული იყო, ტენდერი ბევრჯერ გამოცხადდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მშენებლობა მაინც ვერ დაიწყო. 2014 წელს  კვლავ აქტიურად დაიწყო საუბარი მეტროს მშენებლობაზე და როგორც ყოველთვის, ტენდერის გამოცხადებამაც არ დააგვიანა. ჯერ კიდევ შარშან  მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაანონსა, რომ  ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იყო მეტრო „უნივერსიტეტი“ 2016 წელს დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ ამაზე საუბარი შეწყდა და  როგორც  „თბილისი თაიმსმა“ გაარკვია, რაც არ უნდა უცანური იყოს, პროექტის დასრულების ვადამ კვლავ გადაიწია.  ჩვენ  შევეცადეთ  გაგვერკვია, რა ხდება დღეს, მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა და  რეალურად როდის  გაიხსნება მეტროსადგური „უნივერსიტეტი“. ამ საკითხებზე ჩვენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს  ვესაუბრეთ.  სამწუხაროდ, მათგან არცთუ ისე ინფორმაციული და საიმედო პასუხები მივიღეთ.

11401399_905388032847749_5986820281249797787_n

როგორც ცნობილია, მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამშენებლო ტენდერი გამოაცხადა,  სადაც  მონაწილეობის შესახებ განაცხადი სამმა კომპანიამ წარადგინა.  გამოვლინდა თუ არა გამარჯვებული და რომელი კომპანიაა ის?

– ქ. თბილისში მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგური “უნივერსიტეტის” მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია არის ერთობლივი საწარმო Cobra Instalaciones Y Servicios, S.A., (ესპანეთი) და Assignia Infraestructuras, S.A. (ესპანეთი).

როგორ და რა პირობებით მოხდა მათი არჩევა? 

– აღნიშნული ტენდერი ჩატარდა აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით,  საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობის ერთ ეტაპიანი, ორ კონვერტიანი პროცედურის შესაბამისად.

კონკრეტულად რა თანხაა გამოყოფილი პროექტის განხორციელებისთვის?

– ქ. თბილისში მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგური “უნივერსიტეტის” მშენებლობის კონტრაქტის ღირებულებაა 83,000,670.45 ლარი.

მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ სამშენებლო სამუშაოები 20 წლის განმავლობაში გაჩერებული იყო. დღეს კი  დედაქალაქი 2016 წელს ელოდება, როდესაც  თბილისის მეტროპოლიტენს რიგით  23-ე  სრულიად განსხვავებული თანამედროვე სტანდარტების ახალი მეტროსადგური დაემატება.  რამდენად რეალურია ეს თარიღი და მოესწრება თუ არა აღნიშულ დროში  პროექტის სრულად განხორციელება, რა სტადიაშია მშენებლობა?

– კონტრაქტის პირობების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 630 დღე (სამუშაოების დაწყების თარიღიდან). სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღად განსაზღვრულია 2015 წლის  ივლისის ბოლო, შესაბამისად პროექტის დასრულების ვადა არის 2018 წლის  მარტი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გვირაბში არსებული (ძველი) დანადგარების სადემონტაჟო სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები.

528996_405892449493415_1055730969_n

როგორც ვიცით მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ თანამედროვე ევროსტანდარტებზეა დაფუძნებული, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, როგორ მოხდება დანარჩენი 22 სადგურისა და ახალი თანამედროვე მეტროსადგურის  სინთეზი?

– გაცნობებთ, რომ პროექტირებს სტადიაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან შეთანხმებით სატენდერო დოკუმენტაციის სპეციფიკაციებში ჩაიდო ყვლა ის მოთხოვნა და პრინციპული გადაწვეტა, რაც აუცილებელია ახალი და არსებული სისტემების ურთიერთთავსებადობის და მათი ინტეგრაციის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ  2014  წელს მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებდნენ: „პროექტის ფარგლებში გაკეთდება გვირაბების რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 2.6 კმ.  მშენებლობის ფარგლებში მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, ამოსასვლელები ვაჟა –ფშაველას  გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე. გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინაღდეგო სისტემები, გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები. მშენებლობის ხანგრძლივობა 24 თვეა, რის შედეგადაც დედაქალაქის მოსახლეობას ახალი თანამედროვე სტანდარტის რიგირთ 23-ე მეტრო მოემსახურება.“

როგორც ხედავთ, აღნიშნული სიტყვები და დაპირებები 2016 წლისთვის კვლავ შეუსრულებელი იქნება და ახალი ევროსტანდარტების მეტროსადგურიც  ჯერ არ გვექნება. აღსანიშნავია სიტყვა „ჯერ“, რადგან, როგორც დასაწყისში ვთქვი, დრო მალე გარბის  და 2018 წელიც ასევე მალე მოვა, ჩვენ კი რა  დაგვრჩენია, დაველოდოთ დაპირებულ წელს.

 მასალა მოამზადა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვმა

Share1Tweet1

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

ქეთა თოფურია Odnoklassnik-სა და Vkontakt-ს უბრუნდება – რას უწერს ქართველი ხალხი მომღერალს 

ქეთა თოფურია Odnoklassnik-სა და Vkontakt-ს უბრუნდება – რას უწერს ქართველი ხალხი მომღერალს 

4 years ago
ბზობის დღესასწაული და მასთან დაკავშირებული ტრადიციები

ბზობის დღესასწაული და მასთან დაკავშირებული ტრადიციები

9 years ago
სტიქიის ზონიდან გაყვანილი 110 ოჯახიდან, 10-მდე ოჯახი განსახლების გეგმაში მოექცევა

სტიქიის ზონიდან გაყვანილი 110 ოჯახიდან, 10-მდე ოჯახი განსახლების გეგმაში მოექცევა

11 years ago
ბერა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკი დედას აჩუქა

ბერა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკი დედას აჩუქა

3 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by