• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჟურნალისტი განათლების სამინისტროს არაკომპეტენტურობაში ამხელს

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
ჟურნალისტი განათლების სამინისტროს არაკომპეტენტურობაში ამხელს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გადავწყვიტე, სტატია სკოლაში ფსიქოლოგის ყოფნა/არყოფნაზე მომემზადებინა. მოგეხსენებათ, ეს საკითხი ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით კი დღევანდელ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, ოჯახებში დაძაბულ სიტუაციას, სტრესულ გარემოსა და სხვა გარე ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ. დაძაბული ყოველდღიურობიდან გამომდინარე, ჩამოყალიბების პერიოდშიბავშვს ექმნება პრობლემები ოჯახში, კლასელებთან, მასწავლებელთან, საკუთარ „მე“-სთან და მას თავად უხდება სერიოზულ ტრამვებთან გამკლავება. გამორიცხულია, რომ სტრესმა და ნერვიულობამ ბავშვის ფსიქიკაზე გარკვეული კვალი არ დატოვოს.

ბევრისგან გამიგია, რომ სკოლაში განათლების მიღების პროცესმა რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს და ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ დაზიანდეს, საჭიროა მუდმივი კონსულტაციები ფსიქოლოგთან. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სკოლაში ფსიქოლოგის მუშაობას სახელმწიფო არეგულირებს. მაგალითად, ავსტრალიაში ნებისმიერ საჯარო სკოლას ჰყავს თავისი ფსიქოლოგი, რომელიც სკოლის ხელმძღვანელობასთან, მოსწავლესა და მშობელთან ერთდროულად  ურთიერთობს. მეორე მაგალითად საქართველოსთან ტერიტორიულად და განვითარების დონის მხრივ უფრო ახლოს მყოფი ქვეყანა – სლოვაკეთი განვიხილოთ. სლოვაკეთის ყველა საჯარო სკოლას არ აქვს წვდომა ფსიქოლოგზე, თუმცა ქვეყანაში არსებობს ფსიქოლოგიურ-საგანმანათლებლო საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც ვალდებულნი არიან, რომ კონკრეტულ სკოლებთან ყოველკვირეული კავშირი იქონიონ.  უნდა იყოს თუ არა სკოლაში ფსიქოლოგი? ამ კითხვაზე პასუხის გასარკვევად ფსიქოლოგებს – თეა გოგოტიშვილს, ნინო კერესელიძესა და მარინა კაჭარავას ვესაუბრე და მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ სკოლაში ფსიქოლოგის ყოფნა ხელს უწყობს ბავშვის პიროვნულ განვითარებას, მოსწავლეებს შორის ურთიერთობის დარეგულირებას, მათ ჯანსაღ კომუნიკაციას, იგი თვალს ადევნებს და შეისწავლის მათ პრობლემებს და ა.შ.

უფრო დეტალური ინფორმაცია ნახეთ სტატიაში ბმულზე: http://www.ttimes.ge/archives/40591

გაჩნდა კითხვა: რატომ არ არის ფსიქოლოგი საქართველოს საჯარო სკოლებში? პასუხის მისაღებად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნატა ასათიანს მივმართე. სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან გადამისამართება და გაუგებრობა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრებისას, თითქოს, ჩანდა, რომ პრეს-სამსახურმა არ იცოდა, არსებობდა თუ არა სტრუქტურა, რომელიც სკოლაში ფსიქოლოგის ყოფნის საკითხს განიხილავდა; ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ არ იცოდნენ, ვისთან დავეკავშირებინე, ვის შეეძლო ეპასუხა.  საბოლოოდ, ელექტრონულ ფოსტაზე მივიღე პასუხი, რომელიც არ იყო კავშირში ჩემ მიერ დასმულ კითხვასთან. ამის ნახვა თავადაც შეგიძლიათ, გთავაზობთ ამონარიდს: (სრული პასუხი იხილეთ ბმულზე: http://www.ttimes.ge/archives/40591 )

541„განათლების მინისტრის #448-ე ბრძანების მე-17 მუხლის დ) პუნქტის თანახმად განისაზღვრება საშტატო განრიგი, რომელიც შეიძლება შედგებიდეს შემდეგი საშტატო ერთეულებისგან: დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ბუღალტერი; ბიბლიოთეკარი; საქმისმწარმოებელი; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; საინფორმაციო მენეჯერი; ადმინისტრატორი; ფსიქოლოგი ან/და სპეციალური პედაგოგი ან/და ინკლუზიური განათლების კოორდინატორი (თუ სკოლას ჰყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელიც შეფასებულია მულტიდისციპლინური გუნდის მიერ და არსებობს შესაბამისი დასკვნა)“;

ალბათ, თქვენც შეამჩნიეთ, რომ ამ ტექსტში ფსიქოლოგი სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საჭირო სპეციალური პედაგოგის, ინკლუზიური განათლების კოორდინატორის კონტექსტში მოიხსენიება. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების ერთ-ერთი გულშემატკივარი მეც ვარ და განათლების სამინისტროს ეს პოზიცია, თავის მხრივ, ძალიან საინტერესოა, თუმცა, დამეთანხმებით, არანაირ კავშირშია ჩემ მიერ დასმულ კითხვებთან.

მე, რიგითი ჟურნალისტი, ერთ კონკრეტულ თემაზე მუშაობის დროს სახელმწიფო სტრუქტურაში არსებულ გაუგებრობას გადავაწყდი. ჩემი, როგორც ჟურნალისტის, პირდაპირი მოვალეობაა, რომ საზოგადოების ინტერესები დავიცვა და მას აღნიშნული საკითხი გავაცნო. მე მხოლოდ შუამავალი ვარ, მთავარი დასკვნა, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გამოიტანოთ.

ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილი პასუხი ჩემს კითხვას არ პასუხობს. ჩნდება ვარაუდი, რომ სამინისტროში ყველაფერი მოწესრიგებული არაა და არსებობს საკითხები, რომელთა შესახებაც თანამშრომლები კომპეტენტურად ვერ საუბრობენ. დარწმუნებული ვარ, თქვენც ფიქრობთ, რომ  ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომლის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა განვითარებული და ჯანსაღი ახალი თაობაა და მათთვის ამ ჯანსაღი გარემოს შექმნაზე თავად სახელმწიფოც უნდა ზრუნავდეს. ამ კონკრეტულ მაგალითზე, თითქოს, ჩანს, რომ განათლების სამინისტრო თავისი კომპეტენციის საკითხში ბოლომდე ვერ ერკვევა, ამ სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა არ ისაუბრეს სკოლის ფსიქოლოგის მნიშვნელობზე, თითქოს, ამ მიმართულებით არც მუშაობენ და კონკრეტული პოზიცია რომ არ დააფიქსირეს, ეს თქვენთვისაც თვალსაჩინოა. ალბათ, იმაშიც დამეთანხმებით, რომ მათ პასუხსმგებლობა აქვთ ჩვენი, საზოგადოების წინაშე და უნდა იზრუნონ იმ საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც ყოველდღიურობაში იკვეთება. მე სპეციალურად არ ვეძებდი ხარვეზებს. ჩემი საქმიანობის დროს გადავაწყდი გარკვეულ სიტუაციას და არ შემეძლო, თქვენთვის არ გამეზიარებინა.

თეა ღვინაძე

11256481_942697632441034_2127728389_n

ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

2022 წელს საქართველოს საზღვარი 1 459 546-მა რუსმა გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია 

2022 წელს საქართველოს საზღვარი 1 459 546-მა რუსმა გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია 

4 years ago
დიდი შაბათი – იესო ქრისტეს საფლავად დადება

დიდი შაბათი – იესო ქრისტეს საფლავად დადება

10 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის გამგებლებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის გამგებლებს შეხვდა

11 years ago
გიორგი ქადაგიძე: „წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა რეალისტურია“

გიორგი ქადაგიძე: „წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა რეალისტურია“

12 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by