• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს თანამშრომლობას ბიზნესსექტორთან

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს თანამშრომლობას ბიზნესსექტორთან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

imgსაქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესმენებს საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით განხორციელებული ცვლილებები და გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე. საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების თაობაზე, რომელიც წელს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და რომელიც ბიზნესის ხელშეწყობისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვან მექანიზმებს ითვალისწინებს. კერძოდ:

• ფიზიკური პირის მიერ ფიზიკური პირზე საცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 20 პროცენტისა;
• ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტომანქანის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება 5 პროცენტით, ნაცვლად დღეს არსებული 20 პროცენტისა;
• არარეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი დაიბეგრება წყაროსთან 5 პროცენტით, ნაცვლად არსებული 10 პროცენტისა.
• ყველა სახის ზედმეტად გადახდილი თანხა დაბრუნდება მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში.
• დღგ-ის გადამხდელებისათვის მარტივდება დროებითი შემოტანისა და უკუდაბეგვრის პროცედურები.
• გადასახადის ვადაში გადაუხდელობისათვის არსებული საურავი 0.06 პროცენტისა, მცირდება 0.05 პროცენტამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
• მსუბუქდება ჯარიმა დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის. დღეს პირი ამ დარღვევისათვის დაჯარიმდება დასაბეგრი ოპერაციის 5 პროცენტით, ნაცვლად მოქმედი ნორმით დადგენილი სანქცია 15 პროცენტისა;
• მცირდება, სანქცია გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის შემთხვეაზე, კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად, პირი დამატებით დაჯარიმდება, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ისა.
• აღურიცხველი საქონლის გამოვლენისათვის სანქცია მცირდება ამ საქონლის ღირებულების 50 პროცენტამდე, ნაცვლად არსებული 100 პროცენტისა;
• პირი, რომელმაც 2015 წლის 1 მაისამდე შემოიყვანა სატრანსპორტო საშუალება, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების წარდგენას და გაფორმებას.

როგორც გიორგი თაბუაშვილმა აღნიშნა, შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, წლის დასაწყისიდან უკვე შედგა რამდენიმე შეხვედრა ბიზნეს სექტორთან, მათ შორის, ვაჭრობის და დისტრიბუციის, სასტუმრო და რესტორნების ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელის მიზანიც ბიზნესთან ერთად საგადასახადო ადმინისტრირებისა და დაბეგვრის პოლიტიკაში არსებული საკითხების განხილვა და ბიზნესის მხრიდან შენიშვნებისა და წინადადებების მოსმენაა. მისი თქმით, შემოსავლების სამსახური მომავალშიც გააგრძელებს ამ ფორმატში შეხვედრებს ბიზნესის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ინერგება მართვის ავტომატიზებული სისტემები, მათ შორის, ელექტრონული აუდიტი, რომლის საშუალებითაც გაიოლდება და უფრო ეფექტური იქნება საგადასახადო შემოწმებების ჩატარება. ასევე შემოსავლების სამსახურის სისტემაში იგეგმება საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის გაფართოება, რომელიც ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელსა და შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხარისხის ზრდას, გადამხდელთა უფლებების დაცვის გაძლიერებას. მიკრო და მცირე საწარმოების აღრიცხვიანობის ხელშეწყობის მიზნით, სამსახური გეგმავს ონლაინ საბუღალტრო სისტემის შექმნას.

„ბიზნესთან ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმატში ხდება პოზიციების შეჯერება და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენი ხელისუფლება რჩება იმ იდეის მომხრე, რომ ბიზნესთან ურთიერთობა უნდა იყოს ღია, გამჭირვალე, ურთიერთნდობაზე და პარტნიორობაზე დაფუძნებული. ჩვენ გვესმის, რომ სწორედ ბიზნესი არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ამიტომ ყველანაირად ხელს ვუწყობთ მათ საქმიანობას “ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა დეტალურად უპასუხეს ბიზნესმენების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

საზოგადოებრივი მაუწყებლები- მსოფლიო და საქართველო

ღია წერილი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს გიორგი კოხრეიძეს

7 years ago
კისრის მარილების დაშლის უმარტივესი მეთოდი

კისრის მარილების დაშლის უმარტივესი მეთოდი

11 years ago
როგორ გამოვიყენოთ ინტუიცია ჩვენ სასარგებლოდ-ფსიქოლოგის რჩევები

როგორ გამოვიყენოთ ინტუიცია ჩვენ სასარგებლოდ-ფსიქოლოგის რჩევები

7 years ago
“მარიამი აპარატიდან მოხსნეს, ხვალ ან ზეგ პალატაში გადაიყვანენ” – სასიხარულო ინფორმაცია 18 წლის მარიამზე

“მარიამი აპარატიდან მოხსნეს, ხვალ ან ზეგ პალატაში გადაიყვანენ” – სასიხარულო ინფორმაცია 18 წლის მარიამზე

3 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by