18 წლის მარიამი, რომელსაც მშობიარობა გაურთულდა და კომაში იყო აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ მარიამის მეგობარმა ბექა არჩვაძემ განაცხადა.
როგორც ის ამბობს, მარიამის მდგომარეობა სტაბილურია და ანალიზებიც ნორმაშია.
„ცოტა ხნის წინ დავტოვე კლინიკა, კარგად არის, ანალიზებიც ნორმაშია. კონტაქტურია და თავს კარგად გრძნობს, ბავშვიც კარგად არის. ექიმები ამბობენ, რომ ხვალ ან ზეგ მარიამს პალატაში გადაიყვანენ“, – ამბობს ბექა არჩვაძე.