თბილისის ზოოპარკი დაარსდა 1927 წლის 10 თებერვალს, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდინარე ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე შემდეგ კი 120-მდე ჰა მიწის ნაკვეთი.
თბილისის ზოოლოგიურ პარკში ერთ დროს სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი კავკასიისათვის, კონკრეტულად კი საქართველოსთვის დამახასიათებელი ენდემური სახეობები: ნიამორი, ჯიხვი, ირემი, არჩვი, შველი, კოლხური ხოხობი, კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი და სხვ.
ცხოველთა არსებობის ბუნებრივი გარემოს გათვალისწინებით ზოოპარკში, შეძლებისდაგვარად, ხელოვნურად იქმნებოდა ბუნებრივთან მიახლოებული პირობები: ჩანჩქერები, აუზები, კლდეები. ასევე დიდი ყურადღება ექცეოდა ბინადართა ჰიგიენას, კვებასა და რეჟიმს, მათ გამრავლებასა და მკურნალობას განსაკუთრებით კი ბეწვიანი ნადირების მოშენებას.
საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო 1993-1994 წლებში თბილისის ზოოპარკი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მას ყურადღებას არ აქცევდნენ. ამ დროს მრავალი ცხოველი დაიხოცა შიმშილისგან: თეთრი დათვი, აზიური ჯიქის ოჯახი, ამურის ვეფხვები, ბენგალური ვეფხვები, ზებრების ოჯახი, ოცელოტის წყვილი, აფრიკული კამეჩის წყვილი.

2015 წლის 13 ივნისის ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ, კი სამწუხაროდ თბილისის ზოოპარკი თითქმის მთლიანად გაანადგურა, ვოლიერებიდან გაიქცნენ ცხოველები, გარდაიცვალა რამდენიმე თანამშრომელი. ამ ტრაგედიამ არამარტო ზოოპარკი გაანადგურა, არამედ შეიწირა არა ერთი ადამიანისა თუ ცხოველის სიცოცხლე.
მასალა მოამზადა
სალომე აფხაზაშვილმა






















