საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, ბულგარელი კოლეგის, ბოიკო ბორისოვის სამძიმრის წერილი მიიღო.
ბულგარეთის მთავრობის მეთაური გამანადგურებელი წყალდიდობის მიერ გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს.
„გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეთა მხარდაჭერისა და სოლიდარობის წყალობით, წყალდიდობით დაზარალებულ რაიონებში ცხოვრება უახლოეს მომავალში ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. გარწმუნებთ, ამ ტრაგედიის შედეგების დაძლევაში საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ბულგარეთის მთავრობის თანაგრძნობისა და მხარდაჭერის იმედი“, – ნათქვამია ბოიკო ბორისოვის წერილში.