• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების შესახებ სიტუაცია კვლავ უცვლელია

11 years ago
in საზოგადოება
A A
ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების შესახებ სიტუაცია კვლავ უცვლელია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10734051_872443842846693_2347729688014836877_nსახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების შესახებ სიტუაცია კვლავ უცვლელია. ამ მომენტისთვის დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი. 21 ივნისს ღამის 12 საათიდან მოყოლებული სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის თაობაზე სულ დაფიქსირებულია 15 გამოძახება, თუმცა არც ერთი მათგანი არ დადასტურდა. სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ, ასევე შეახსენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს. რაც შეეხება სტიქიის შედეგების საიკვიდაციო სამუშაოებს, სვანიძის ქუჩაზე კვლავ გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. დამატებით შეყვანილია 50 სამხედრო მოსამსახურე, რათა დროულად მოხდეს ძაღლების თავშესაფრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა. ამ მომენტითვის გაკეთებულია ხეობის მეორე მხარეს გადასასვლელი გზა, რითაც მძიმე ტექნიკა სარგებლობს. ძირითადი ძალები გადართულია სვანიძის ქუჩის მიმდებარე ვერეს ხეობისა და იქ არსებული გვირაბის სიახლოვიდან ჩამონადენი და ნაშალი მასალების გამოტანაზე. ინტენსიურად მიმდინარეობს ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნის ეზოს გაწმენდითი სამუშაოები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით, ქარხნიდან მავნებლად მიჩნეული, გაფუჭებული სურსათის ამოღების პროცესი თითქმის დასრულდა. აღნიშნული ტერიტორიიდან უკვე გატანილი და განადგურებულია 135 ტონამდე მავნებლად მიჩნეული გაფუჭებული მზა სურსათი და ნედლეული. მზიურის ტერიტორიაზე 285 მეხანძრე-მაშველი, დაცვის პოლიციის 50 თანამშრომელი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 27 თანამშრომელი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და მერიის მიერ დაქირავებული კერძო კომპანიების ტექნიკა მუშაობს. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ზოოპარკის ტერიტორიაზეც. პრობლემატურ ადგილმდებარეობად რჩება მტაცებელ ცხოველთა ვოლიერი, საიდანაც წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში ხდება ვოლიერთან სპეცტექნიკისთვის მისასვლელი გზის წმენდა. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება წყლის ამოტუმბვითი და ჩამონადენი მასალების გატანითი სამუშაოები. წყნეთის ქუჩის მიმდებარედ ნაპირის გამაგრებისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის დასრულდა 6 ხიმინჯის მოწყობა, დღის ბოლომდე დაემატება კიდევ 4. ადგილზე სამუშაოებს სააქციო საზოგადოება “ზიმოს” სპეცტექნიკა და პერსონალი აწარმოებს. საჭიროების შემთხვევაში ღამით სამუშაოების გასაგრძელებლად დამონტაჟებულია სპეციალური განათება. სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება პოტენციური რისკის შემცველ ყველა კერაზე – სვანიძის ქუჩა, “მზიურის” და ზოოპარკის ტერიტორია, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პოტენციური რისკები. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ზოოპარკისა და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიებიდან სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველები ნადგურდება სპეციალურ ინსენერატორში (ლეშის გამანადგურებელი კრემატორიუმი), რომელიც განთავსებულია თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე (ნორიოს ნაგავსაყრელი). განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ახორციელებენ. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობიდან 328 ადამიანი განთავსებულია სხვადასხვა სასტუმროში, ხოლო 92 _ კერძო ბინებში. ეს ინფორმაცია კრიზისების მართვის საბჭომ კვირას გაავრცელა.

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

საქველმოქმედო ფონდი “ქართუს” სპეციალური განცხადება

11 years ago
„ახლაც ვერ ვუშვებ. მის სიმღერებს ვერ ვუსმენ, მის ოთახში შესვლაც მიჭირს, გამოვაღებ კარადას და სულ ლევანიკოს ნივთებია. უყველაფროდ დავრჩი, მქონია მომენტი, როდესაც ტკივილისგან მიწაზე ვხოხავდი” – ლევან კბილაშვილის დედა

3 years ago
საბელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ღია სივრცეში გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე გაიზარდა

საბელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ღია სივრცეში გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე გაიზარდა

3 years ago
თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი მიქაუტაძე უხელმძღვანელებს

ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

6 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by