• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა

11 years ago
in სამართალი
A A
იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2015061015082692486საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი სოსანაშვილის მიერ 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული პირდაპირ უკავშირდებოდა იური ვაზაგაშვილის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და მიმართული იყო მისი შეწყვეტისკენ.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, იური ვაზაგაშვილი იყო საზოგადოებრივი მოძრაობა “გადაარჩინე სიცოცხლეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი. აღნიშნული საზოგადოების მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებისადმი საზოგადოებრივი კონტროლის ხელშეწყობა, დაზარალებულის უფლებების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა ყველა სფეროში. 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში იური ვაზაგაშვილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით და საჯარო გამოსვლებში სისტემატიურად მოითხოვდა მისი შვილის – ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებასა და დამნაშავე პირების დასჯას. საჯარო გამოსვლებში ი. ვაზაგაშვილი აცხადებდა, რომ გეგმავდა საზოგადოებრივი მოძრაობის უფრო მეტად გააქტიურებას და საპროტესტო აქციების გამართვას, რაც გ. სოსანაშვილში იწვევდა განსაკუთრებულ გაღიზიანებას. იგი ნათლად ხედავდა, რომ ი. ვაზაგაშვილის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად შესაძლოა დამდგარიყო მისთვის პატივსაცემი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე გვაქვს მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე გ. სოსანაშვილს ბრალდება დაუმძიმდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისთვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის. 2015 წლის 17 აპრილს, გ. სოსანაშვილს დაუმძიმდა ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის.

ამდენად, დღეის მდგომარეობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და “ვ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ShareTweet

ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026
18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ახალი ამბები

18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

02/06/2026

საინტერესო

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, პირბადეები, რომელიც „აჭარა ტექსტილში“ იკერება, უსაფრთხო და მრავალჯერადი გამოყენებისაა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, პირბადეები, რომელიც „აჭარა ტექსტილში“ იკერება, უსაფრთხო და მრავალჯერადი გამოყენებისაა

6 years ago
პარლამენტი იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს

პარლამენტი იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს

10 years ago
თეონა ჯულუხაძე: სახანძრო სისტემაზე მნიშვნელოვანი მოქალაქეებისთვის საევაკუაციო ტრენინგებია

თეონა ჯულუხაძე: სახანძრო სისტემაზე მნიშვნელოვანი მოქალაქეებისთვის საევაკუაციო ტრენინგებია

8 years ago
„როცა სამყარომ შანსი მისცა, ცხოვრება ლამაზ ზღაპარს დამსგავსებოდა, უფალმა მაშინ წაიყვანა…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ქალს გლოვობენ

„როცა სამყარომ შანსი მისცა, ცხოვრება ლამაზ ზღაპარს დამსგავსებოდა, უფალმა მაშინ წაიყვანა…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ქალს გლოვობენ

2 years ago

ახალი ამბები

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე
ახალი ამბები

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და დამნაშავის დასჯას...

Read moreDetails
ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

05/19/2026
ავარია ,,ბოლო ზარის” აღნიშვნისას – კახეთში მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ავარია ,,ბოლო ზარის” აღნიშვნისას – კახეთში მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

05/19/2026
დიუშენის სინდრომის საკითხზე პატრიარქი შიო III მშობლებს შეხვდა – რა გადაწყდა გამართულ შეხვედრაზე

დიუშენის სინდრომის საკითხზე პატრიარქი შიო III მშობლებს შეხვდა – რა გადაწყდა გამართულ შეხვედრაზე

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე 05/19/2026
  • ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა 05/19/2026
  • ავარია ,,ბოლო ზარის” აღნიშვნისას – კახეთში მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by