biletebi.ge ბარსელონა-სევილიას თამაშზე გასაყიდ ბილეთებთან დაკავშრებით აცხადებს, რომ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. “ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბილეთები უკვე გაიყიდა ან პარალელურ რეჟიმში იყიდება. არცერთი მსგავსი შინაარსის ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება!”, – ნათქვამია biletebi.ge-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბარსელონასა და სევილიას საფეხბურთო კლუბებს შორის თბილისში გასამართ უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 22 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტი, საიდანაც მომხმარებლებს ბილეთები უნდა შეეძინათ, გათიშულია.













