• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა მარტის თვის მდგომარეობით 13.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

11 years ago
in ეკონომიკა
A A
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა მარტის თვის მდგომარეობით 13.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

LIKBEZI-3_273საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით 13.4 მლრდ აშშ დოლარი (29.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 82.8 პროცენტია; აქედან, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.1 მლრდ აშშ დოლარი (11.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 31.7 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.1 მლრდ აშშ დოლარი (9.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 232.0 მლნ აშშ დოლარი (516.9 მლნ ლარი; მშპ-ს 1.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 837.1 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.2 პროცენტი) და 588.1 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.8 მლრდ აშშ დოლარი (6.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.0 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 3.6 მლრდ აშშ დოლარი (7.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.8 მლრდ აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით 8.8 მლრდ აშშ დოლარი (19.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 54.2 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.2 მლრდ აშშ დოლარია (7.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 20.0 პროცენტია.

2015 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 151.3 მლნ აშშ დოლარით (313.7 მლნ ლარით) შემცირდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 124.9 მლნ აშშ დოლარით (258.8 მლნ ლარით) გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო – 94.6 მლნ აშშ დოლარით (196.1 მლნ ლარით) და ფასის ცვლილების გამო 45.8 მლნ აშშ დოლარით (94.9 მლნ ლარით). ამავე კვარტალში საკურსო ცვლილების გამო მთლიანი საგარეო ვალი 416.6 მლნ აშშ დოლარით (863.5 მლნ ლარით) შემცირდა.

სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 177.0 მლნ აშშ დოლარით (366.9 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან, საკურსო და ოპერაციული ცვლილებების  შედეგად ვალი შესაბამისად 172.3 მლნ აშშ დოლარით (357.2 მლნ ლარით) და 33.9 მლნ აშშ დოლარით (70.2 მლნ ლარით) შემცირდა. ხოლო ფასის ცვლილების გამო 29.2 მლნ აშშ დოლარით (60.5 მლნ ლარით) გაიზარდა.

სებ-ის ცნობითვე, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 19.7 მლნ აშშ დოლარით (40.9 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან საკურსო ცვლილებების გამო კლებამ 12.0 მლნ აშშ დოლარი (24.9 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო  ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 7.7 მლნ აშშ დოლარით (16.0 მლნ ლარით) შემცირდა. 2015 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 232.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 198.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორის საგარეო ვალდებულებები 71.8 მლნ აშშ დოლარით (148.8 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან 133.1 მლნ აშშ დოლარით (275.9 მლნ ლარი) ზრდა გამოწვეული იყო ოპერაციული ცვლილებებით, ხოლო ფასის ცვლილების გამო საბანკო სექტორის ვალდებულებები 2.9 მლნ აშშ დოლარით (6.0 მლნ ლარით) გაიზარდა. ამავე დროს,  საკურსო ცვლილებების გამო საბანკო სექტორის ვალი 64.2 მლნ აშშ დოლარით (133.1 მლნ ლარით) შემცირდა.

სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები 23.4 მლნ აშშ დოლარით (48.6 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან 26.0 მლნ აშშ დოლარით (54.0 მლნ ლარით) გაიზარდა არასაფინანსო  კორპორაციების საგარეო ვალდებულე­ბები, ხოლო არასაბანკო საფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებები 2.6 მლნ აშშ დოლარით (5.4 მლნ ლარით) შემცირდა. სხვა სექტორების საგარეო ვალი ოპერაციული, სხვა და ფასის ცვლილებების გამო, შესაბამისად, 84.1,  18.7 და 13.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (174.4, 38.7 და 28.4 მლნ ლარი), ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად, 93.1 მლნ აშშ დოლარით  (192.9 მლნ ლარით) შემცირდა. 

საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 49.8 მლნ აშშ დოლარით (103.2 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან საკურსო და ოპერაციული ცვლილებების შედეგად კლებამ, შესაბამისად, 75.0 და 50.7 მლნ აშშ დოლარი (155.4 და 105.2 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო სხვა ცვლილებების შედეგად ზრდამ 75.9 მლნ აშშ დოლარი  (157.4  მლნ ლარი).

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულე­ბების მოცულობა 49.8 მლნ აშშ დოლარით (103.2 მლნ ლარით) შემცირდა და 12.7 მლრდ აშშ დოლარი (28.2 მლრდ ლარი) შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობა 101.5 მლნ აშშ დოლარით (210.5 მლნ ლარით) შემცირდა და 773.2 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა.

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

ზურაბ აბაშიძე დღეს გრიგორი კარასინს შეხვდება

ზურაბ აბაშიძე დღეს გრიგორი კარასინს შეხვდება

12 years ago
”გიო დედიკო სახლში მოვიდა წუხელ სამშაბათამდის დაგელოდება არ გაუშვა მარტო ცოდოა უშენოთ…  ყველაზე მტანჯველი მოლოდინია…” – შოვში ამ დრომდე ეძებენ, 4 წლის გიორგი ხორბალაძეს

”გიო დედიკო სახლში მოვიდა წუხელ სამშაბათამდის დაგელოდება არ გაუშვა მარტო ცოდოა უშენოთ… ყველაზე მტანჯველი მოლოდინია…” – შოვში ამ დრომდე ეძებენ, 4 წლის გიორგი ხორბალაძეს

3 years ago

კრიმინალისტიკის ლაბორატორია ამოქმედდა

13 years ago
ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, დამწვარია 4000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, დამწვარია 4000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი

6 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by