• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

122 960 752 ლარი 447 215 მოქალაქეს დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე დაუბრუნდა

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
122 960 752 ლარი 447 215 მოქალაქეს დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე დაუბრუნდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

wallet-with-american-money-805x450დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთათვის კუთვნილი თანხის დაბრუნების პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 ივლისის მონაცემებით, ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურის ბაზაში დარეგისტრირდა, კუთვნილი თანხა უკვე დაუბრუნდა. შესაბამისად, საქართველოს 447 215 მოქალაქეს დაუბეგრავი მინიმუმის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო ჯამში ჩაერიცხა 122 960 752 ლარი.

ამასთან, დღეიდან 30 სექტემბრის (დეკლარაციის წარდგენის ბოლო დღე) ჩათვლით რეგისტრირებული ელექტრონული დეკლარაციების მიხედვით, მოსარგებლე პირს თანხა დეკლარაციის წარდგენიდან 2 დღის ვადაში დაუბრუნდება.

დაუბეგრავი მინიმუმით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება საგადასახადო კანონმდებლობით დეკლარაციის შევსებიდან 3 თვის შემდეგ არის გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, გათვალისწინებულ იქნა თანხის მიმღები მოქალაქეების სოციალური სტატუსი, მათ კუთვნილი თანხა უმოკლეს ვადაში მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ თანხის სწრაფი და ეფექტური გაცემა განხორციელდა სპეციალური გეგმის მიხედვით და მას უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე. მეტიც, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით შესრულებულია გადაჭარბებით.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაბრუნების პროცესი შეეხება ყველა მოქალაქეს, რომლის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს.

ამ მოქალაქეებს უფლება აქვთ შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითონ დაუბეგრავი მინიმუმი – 1800 ლარი – და მოითხოვონ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება.

კერძოდ, თუ მოქალაქის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მას უფლება აქვს მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.

ძალაში რჩება ასევე 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებაც.

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

ხის ბაფთები ქართულ ბაზარზე

ხის ბაფთები ქართულ ბაზარზე

9 years ago
თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ქოლ-ცენტრი მოემსახურება

საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია ივნისში დაიწყება

8 years ago
რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს – პრემიერ-მინისტრის განმარტება

მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარება

6 years ago
ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილესთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილესთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

12 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by