• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“დისნეი ლენდიდან მზიურამდე” – მოგონებები ნოდარ დუმბაძეზე

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
“დისნეი ლენდიდან მზიურამდე” – მოგონებები ნოდარ დუმბაძეზე
16
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ადამიანი, რომელიც უსაზღვროდ ბევრს წერდა ადამიანური ურთიერთობების სილამაზეზე, შეუძლებელია თავადაც ლამაზი სულის პატრონი არ იყოს.

ნოდარ დუმბაძეს ლაღი ბავშვობა არ ჰქონია. ადრეულ ასაკში გადაიტანა ის ფსიქოლოგიური სტრესი, რაც შეიძლება გამოიწვიოს მშობლებისგან იძულებით განშორებამ. 8 წლის იყო, დედა რომ გადაუსახლეს, ხოლო მამა დახვრიტეს. დეიდებმა ის აფხაზეთში წაიყვანეს, სადაც 3 წელი გაატარა. მოგვიანებით კი ბებია – ბაბუასთან გაგზავნეს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში.

“ბევრს ჰგონია, რომ მამა გურიიდან ჩამოვიდა დედაქალაქში. სინამდვილეში პირიქით იყო, თბილისიდან მოხვდა გურიაში”, – მითხრა ერთხელ ცნობილი მწერლის, ნოდარ დუმბაძის უმცროსმა ქალიშვილმა ქეთევან დუმბაძემ.

ქალაქელმა ბიჭმა სოფლის წიაღში 5 წელი გაატარა და იმდენი სითბო მიიღო, მის შემოქმედებას გასწვდა. ერთხელ უთქვამს კიდეც:

“მთელი დუნიის წინაშე ვარ ვალში. გაჭირვებული ბავშვი გაბოროტებულ ადამიანად რომ არ ჩამოვყალიბდი, იმ ადამიანების დიდი ღვაწლია, ვინც ლუკმა გამიყო, მომეფერა, ხელი გამიმართა. მათ ვალს ვერასდროს გადავიხდიო”.

ნოდარ დუმბაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღი თბილისის ბავშვთა ქალაქ “მზიურში”, 2 დღის განმავლობაში, დატვირთული შემოქმედებითი ღონისძიებებით აღინიშნა. მანამდე კი, მთაწმინდის მწერალთა პანთეონში, მწერლის საფლავზე პ​არაკლისი აღევლინა. თბილისის მოზარდ – მაყურებელთა თეატრმა, რომელიც მწერლის სახელობისაა და ახალი სეზონი მთაწმინდიდან დაიწყო სპექტაკლით “მე ვხედავ მზეს”.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ნოდარ დუმბაძე “მზიურში” დაკრძალეს, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

შაბათ-კვირას “მზიურში”, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ღონისძიებები. მოეწყო დუმბაძის ნაწარმოებებზე შექმნილი ფილმების ღია ჩვენება. პარალელურად, კაფეში იმართებოდა შეხვედრები ნორჩ მკითხველებთან, სადაც საბავშო მწერლები აუდიტორიას დუმბაძის ლექსებს უკითხავდნენ. ცნობილმა მსახიობმა რუსუდან ბოლქვაძემ წაიკითხა ნაწყვეტები მწერლის შემოქმედებიდან. 15 სექტემბრის საღამო სპექტაკლით – “მე ვხედავ მზეს” დასრულდა. ხოლო 16 სექტემბერს დმანისის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი “სისხლი” დუმბაძის 2 მოთხრობის მიხედვით, “ძაღლი” და “სისხლი”.

ქეთევან დუმბაძემ  მამის ხსოვნის საპატივსაცემოდ დააარსა “ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა”, პირველად მისი 2 წიგნი გამოიცა. იდეა, არა მხოლოდ მწერლის ნაწარმოებებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაში მდგომარეობს, არამედ იმაში, რომ ისინი უფრო პრაქტიკული და ყოველდღიურად საკითხავი წიგნები იყოს, ვიდრე სქელტანიანი ტომეულებია, საოჯახო ბიბლიოთეკის თაროებს რომ ავსებენ. მამის იუბილესთან დაკავშირებით ქეთევან დუმბაძემ აფხაზურ-ქართული წიგნი გამოსცა, რომელიც მწერლის ორ ნაწარმოებს, “ჰელადოსს” და “გულს” აერთიანებს.

“ორ-ორი რომანი დავაწყვილეთ და გამოვეცით 2 წიგნი. “მე ბებია ილიკო და ილორიონი და “მე ვხედავ მზეს”, ხოლო მეორე წიგნში გაერთიანდა მისი ყველა მოთხრობა. წიგნსაც ასე ჰქვია – “ყველა მოთხრობა”. წლის ბოლომდე კიდევ 2 წიგნი უნდა გამოვიდეს, სადაც კვლავ ორ-ორი ნაწარმოები გაერთიანდება. სქელტანიან ტომეულებში უჭირთ ხოლმე ბავშვებს მოთხრობების ძებნა, პატარა წიგნები კი პრაქტიკულია. მას მკითხველი ყველგან წაიღებს. ჩანთაში და ჯიბეშიც თავისუფლად ჩაიდებს”.

​ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების გაჟღენთილია ცხოვრების სიყვარულით, ნათელი მომავლის იმედით, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების სიღრმისეული გააზრებით. მწერალს ახასიათებს თხრობის ლირიზმი და განუმეორებელი იუმორი, რამაც, განაპირობა მისი პოპულარობა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. არ დარჩენილა უცხო ენაზე წაუკითხავი მისი არც ერთი ნაწარმოები. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით. პიესებად გადაკეთებული მისი რომანები დღესაც აქტიურად იდგმება საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინოფილმები.

“მის პერსონაჟებს იცნობენ თანამედროვე ახალგაზრდები და ეს იგრძნობოდა ამ დღეებში”, – ამბობს ქეთევან დუმბაძე და მამის გვერდით გატარებულ პერიოდს იხსენებს. მამა-შვილის ურთიერთობაში იყო საოცარი რიდი, სიყვარული, თაყვანისცემა.

“დღესაც აჩრდილივით დამყვება კითხვა, – “მოეწონება ეს მამას?” ყოველთვის მინდოდა მამას ვმგვანებოდი. ძალიან ბიჭურად გავიზარდე. მასთან ერთად დავდიოდი სათევზაოდ. ნავის ტარება და ნიჩბების მოსმას მასწავლიდა. მთელი ბავშვობა ფეხბურთის კარში ვიდექი, თოჯინით არასდროს მითამაშია. სიყვარული, რომელიც მამამ ჩემს გარდაცვლილ ძმას ვერ დაახარჯა, მე მიწილადა. საოცრად კაცთმოყვარე და რელიგიური ადამიანი იყო. ოთახში მთელი კედელი ხატებით ჰქონდა სავსე. ბევრჯერ მინახავს მათთან დაჩოქილი. მეზობელი გვყავდა ცეკას მდივანი. ერთხელ მისი შვილი მამას საძინებელში შევიდა. ხატები, რომ დაინახა შეჰყვირა, – ძია ნოდარ, თქვენ ცრუმორწმუნე ხართო? მამამ უპასუხა, – ცრუმორწმუნე მამაშენია, მე მორწმუნე ვარო”.

ნოდარ დუმბაძეს შეეძლო ოჯახური კამათიც კი იუმორში გადაეტანა. ყველაზე ცხარე საუბარიც კი, მათ ოჯახში გულიანი ხარხარით სრულდებოდა. დუმბაძის გმირები ზედმიწევნით ბიოგრაფიულია, თუმცა გამოგონილი პერსონაჟებიც ჰყავდა, მაგრამ განცდებისა და ემოციების სიყალბე მის ნაწარმოებებში არ არსებობს. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მწერალს მეუღლემ უსაყვედურა, – ყველას რაღაც მიუძღვენი, ჩემზე კი არაფერი დაგიწერიაო. – რა სულელი ხარ ნანული, ხატია შენ არ ხარო? – უთქვამს მწერალს.

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების უმეტესობა გულრიფში, აგარაკზე ყოფნისას იწერებოდა. მათი პირველი და უცვლელი შემფასებელი კი მეუღლე იყო. მერე უფროსი ქალიშვილი მანანა და ბოლოს ქეთევანი. თუმცა, გამონაკლისებიც ხდებოდა და ასეთი იყო “ჰელადოსი”, რომელიც პირველად ქეთევანს წააკითხა ერთ ღამეში.

“მარტო ვიყავი ოთახში, როცა მამა შემოვიდა. ქაღალდების დასტა საწოლზე დააგდო და მითხრა, – მამა, წაიკითხე. – აბა რას ვიზამ – მეთქი, – ვუპასუხე და წაკითხვა დილისთვის გადავდე. – არა მამა, ახლა წაიკითხეო,- მითხრა. თვითონ კუთხეში, საწერ მაგიდასთან ჩამოჯდა და იქიდან მიყურებდა. მთხოვა, ხმამაღლა წამეკითხა. მთელი მოთხრობა ლამის ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ბოლოში რომ გავედი, ავღრიალდი. – როგორ მოკალი მამა იანგული? – შევძახე მას. -ეს მინდოდა მამა, მეტი არაფერიო, – გამომართვა ფურცლების დასტა და წავიდა, დაიძინა. მაგრამ ჩემმა მტერმა დაიძინოს, იმ ღამით მე რომ მეძინა”.

 
თბილისის ბავშვთა ქალაქი “მზიური” ნოდარ დუმბაძის ოცნების ნაწილია. გასული საუკუნის 70-იან წლებში, ამერიკაში ყოფნისას “დისნეილენდი” უნახავს და მას შემდეგ სურდა მსგავსი ქალაქი თბილისელი ბავშვებისთვისაც გაკეთებულიყო. ყველას გვახსოვს “კუკარაჩაში” ეპიზოდი, როდესაც მდინარე ვერეზე მიდიან ბიჭები საბანაოდ. თავადაც ვერეს პირას იყო გაზრდილი და სურდა, მის ბავშვობასთან დაკავშირებული გარემო განსაკუთრებული ყოფილიყო. ბავშვთა ქალაქის აშენების იდეას მაშინდელმა მთავრობამ მხარი დაუჭირა და განხორციელდა.

“მზიური” 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა, თუმცა, ქეთევან დუმბაძეს მიაჩნია, რომ “მზიური” სტიქიამდეც ბევრი რამის გამო დაზარალდა, მათ შორის უკანონო მშენებლობებით.

“ვარაზის ხევი გადაიკეტა და ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოები ლამის შეერთდა, ის ტერიტორია სულ მზიურის წითელ ხაზებში იყო, მაგრამ ბევრჯერ შეიცვალა წითელი ხაზები და იდეაც იდეად დარჩა. “მზიურის” დირექტორიც ვიყავი და ვიბრძოდი ამისთვის, მაგრამ ვერ გავუმკლავდი ურბანულ პრობლემებს. ერთ ღამეში სახლები მხვდებოდა აშენებული. ახლა გახარებული ვარ. “მზიურის” აღდგენას აპირებენ. პროექტიც ვნახე და თბილისის მერსაც შევხვდი. მართალია მამას იდეა ზოოპარკიდან ბეთანიამდე გადაჭიმული ქალაქი იყო, მაგრამ, რაც დარჩა “მზიურის” ტერიტორია, იმას მოევლება და დასასვენებელ პარკად გადაიქცევა, ესეც კარგია”.

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები აქტუალობას რამდენიმე ათეული წლების შემდეგაც არ კარგავს. ყოველთვის აქტუალურია სიყვარული, მიმტევებლობა, კეთილშობილება, სათნოება, მით უმეტეს, სოციალური ქსელების ეპოქაში, როცა ადამიანები გამეტებით ლანძღავენ ერთმანეთს.

“რაც უფრო ხშირად დაუბრუნდებიან ადამიანები ნოდარ დუმბაძეს, იქნებ უფრო ხშირად გაუჩნდეთ სიკეთის კეთების სურვილი. ​დღეს ცოცხალი რომ იყოს მამა, ალბათ, კიდევ ერთი ინფარქტი დაემართებოდა. ბედნიერი რომ არ იქნებოდა ამ ყველაფრით, ზუსტად ვიცი. მეც ძალიან მიჭირს ბეტონის თბილისის ყურება”.

წყარო: dalma.news

Share6Tweet4

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა განხორციელდა

10 years ago
„ქართული ჩიფსი FRIXX-ის კარტოფილის მინდვრები ბოლნისსა და დმანისში მდებარეობს“ – მარიამ გაბათაშვილი

„ქართული ჩიფსი FRIXX-ის კარტოფილის მინდვრები ბოლნისსა და დმანისში მდებარეობს“ – მარიამ გაბათაშვილი

11 years ago

ჯეიმს აპატურაი: “საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ გამბედაობა და სიმტკიცე აჩვენა საკუთარი არჩევანის გაკეთებაში”

12 years ago
საინტერესო ფაქტები თბილისში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ

საინტერესო ფაქტები თბილისში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ

10 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by