• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სწორედ ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დიდი წინაპრების ის ტრადიციული მიდგომები მუსულმანების მიმართ”

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
“სწორედ ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დიდი წინაპრების ის ტრადიციული მიდგომები მუსულმანების მიმართ”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11737891_884930488264695_8960456623754406458_nსაქართველოში მცხოვრები მუსლიმანები არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი ხართ, არამედ თქვენ ხართ ხიდი ისლამურ სამყაროსთან, რაც გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მუსლიმთა თემს, რომელსაც იფთარზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა ქრისტიანების და მუსლიმების ისტორიულ მშვიდობიან თანაცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ტოლერანტობით გამორჩეული ქვეყანაა.

„ჩემო ძმებო, ჩვენ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, მაგრამ სწორედ ეს განსხვავებულობა და ჩვენი ძმობა არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. ამის გარეშე საქართველოს არსებობა წარმოუდგენელია. ჩვენი ქვეყანა რელიგიური შემწყნარებლობით და ტოლერანტობით მართლაც გამორჩეულია და ქართული სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ემსახურება საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლებისა და  ტოლერანტობის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების აღიარებას და მის პატივისცემას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ აშშ-ში, ოფიციალური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველო, რელიგიის თავისუფლების და ტოლერანტობის კუთხით, გამორჩეული და სამაგალითო ქვეყანაა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რელიგიის სააგენტოს შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას დაიწყო და ეს სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობის ყველაზე სწორი ფორმაა.

„სწორედ ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დიდი წინაპრების ის ტრადიციული მიდგომები მუსულმანების მიმართ, ის ძმობა, სიყვარული და პატივისცემა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და იარსებებს ჩვენს ქვეყანაში. ვიცი, რომ ევროპის ბევრი ქვეყანა სწავლობს მაგალითს, როგორ ვახერხებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას ქრისტიანები და მუსულმანები. ჩვენ გვაქვს ერთი საიდუმლო და სწორედ ამ საიდუმლოთი ვახერხებთ ასეთ ჰარმონიულ თანაცხოვრებას – ეს სიყვარულია. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია. ღმერთი აერთიანებს და ჩვენ ყოველთვის ამ სიყვარულის, ურთიერთპატსივისცემის გზით უნდა ვიაროთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ურთიერთობებში პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც არ არის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა.

„მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს პრობლემები არ გვაქვს და არც გვექნება, რადგან ჩვენ ყველანი ვართ თანასწორნი, ამ ქვეყნის, ამ მიწის შვილები, ასე, რომ მჯერა, ჩვენი სამშობლოს სიყვარული გაგვაერთიანებს და გააძლიერებს ჩვენს ქართულ სახელმწიფოს. მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ დამდეგი რამაზან-ბაირამი. იცოდეთ, რომ მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, სიყვარული და კეთილდღეობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – მიმართა პრემიერმა მუსლიმ თემს.

საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს დასავლეთ საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამასიძემ და სრულიად საქართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა.

მუფთის თქმით, დატვირთული სამუშაო განრიგის მიუხედავად, პრემიერს მუსლიმები უყურადღებოდ არასოდეს დაუტოვებია და მათი მასპინძლობა, მარხვასთან დაკავშირებულ ვახშამზე, ხელისუფლებაში ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნის დროს დაწესდა.

„ჩვენ, ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრულები ყოველთვის ვიქნებით საქართველოს საიმედო დასაყრდენი. ჩვენ ყოველთვის გვჯერა, რომ თქვენი უშუალო მონაწილეობით საქართველოში ტრადიციული ერთიანობა შენარჩუნდება. მუსლიმები აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ, რომ პირადად თქვენ, ნამდვილი ქართველის აზრი დააფიქსირეთ ქართული ოჯახის ტრადიციულობასთან დაკავშირებით და, სამი ვაჟიშვილის მამამ, საკუთარი ოჯახიც აამაღლეთ და მთელი საქართველოც ერთ ოჯახად შეკარით. გულით ვიზიარებთ თქვენს მოსაზრებას. თქვენი ასეთი სამართლიანი, ზნეობრივი და სულიერი მუხტით დატვირთული მიდგომები ნამდვილად წაადგება მთელი საზოგადოების გაჯანსაღებას და ჰარმონიზაციას. გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას ყველა საქმეში“, – მიმართა მუფთმა ბეგლარ ქამასიძემ პრემიერს.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ მეტი დაძაბულობა შეიტანა, ისედაც რთულ ვითარებაში”

11 years ago

თინა ხიდაშელი ავღანეთში ჩავიდა

10 years ago
პრომეთეს მღვიმეში ნავით გასეირნების სერვისი განახლდა

პრომეთეს მღვიმეში ნავით გასეირნების სერვისი განახლდა

9 years ago
ბერი ერმოლაოსის წერილი დედას – „ახარე, დედა, ყველას…“

ბერი ერმოლაოსი: „დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ?“

10 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by