• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ტურისტებს საქართველოში არ მოსწონთ…

10 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
ტურისტებს საქართველოში არ მოსწონთ…
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო განვითარებად ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ მრავალი ცვლილებისა თუ რეფორმის განხორციელებაა საჭირო იმისთვის, რომ ცხოვრების მაღალ დონეს მივაღწიოთ. საბოლოო მიზანს ბუნებრივია, ცალკეული სფეროების წინსვლა განაპირობებს.

ხშირად გვსმენია, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ტურიზმის განვითარებაა. ტურიზმს ქვეყანაში მართლაც მნიშვნელოვანი თანხებისა და ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. ამისთვის გარკველი წინაპირობის არსებობა აუცილებელია.

პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტურიზმი განვითარდება მაშინ, თუ ქვეყანა რეალუად გამოირჩევა რაიმე განსაკუთებული მახასიათებლებით – ბუნებით, კლიმატით, ტრადიციებით, ისტორიით, ღირსშესანიშნავი ადგილებით, წარმოებით და ა.შ. დამეთანხმებით, რომ, საქართველოს შემთხვევაში, აღნიშნული პირობა პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. ობიექტურად, რომ ვიმსჯელოთ, ქვეყანას მნახველისთვის ბევრი საინტერესო რამის შეთავაზება შეუძლია: მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ზღვისა და მთის კურორტები, მდინარეები და ჩანჩქერები, მინერალური წყლები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, მრავალსაუკუნოვანი წარსული და შემონახული ისტორიული ძეგლები, სამზარეულო და განთქმული სტუმართმოყვარეობა საქართველოს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს. ჩვენს ქვეყანას თავისი რესურსებით კონკურენციის გაწევა მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის შეუძლია, ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე და ასევე ძალიან მნიშველოვანი ფაქტორი: ტურიზმი არის სფერო, სადაც წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს კონკრეტული ქვეყანა დაინტერესებული ტურისტების მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მხოლოდ რესურსების არსებობა არაა საკმარისი,  მათი სათანადოდ შეფუთვა და მომხმარებლის ინტერესებს მორგებაც საჭიროა.

The Tbilisi Times  სწორედ ამ უკანასკნელით დაინტერესდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რამდენად მზად არის ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ მიიღოს სხვადასხვა ქვეყნიდან მომავალი შთაგონებული ტურისტები და, რაც მთავარია, მათზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს. მოსწონთ ტურისტებს ჩვენი მომსახურება? შექმნილი გარემო? რა უნდა გამოვასწოროთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მათთვის უფრო მიმზიდველი გახდეს? 

ჩვენ თბილისში მოსიარულე ტურისტებს ვთხოვეთ, გაემხილათ, რა მოსწონთ ან არ მოსწონთ ჩვენს ქვეყანაში. აღვნიშნავ, რომ ეს ინიციატივა არ იყო ერთჯერადი. ჩვენ პერიოდულად გავესაუბრებით საქართველოთი დაინტერესებულ უცხოელებს და გაგაცნობთ, რამდენად შეიცვლება დღეს არსებული მდგომარეობა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, გამოკითხულთა უმრავლესობას უარყოფითი მახასიათებლების დასახელება უჭირდა, თუმცა, რა თქა უნდა, ბევრ დადებით შთაბეჭდილებასთან ერთად, მნიშვნელოვანი პრობლემებიც გამოიკვეთა:

11721773_981918315185632_1645360771_nყაზახეთი

 „მე უკვე ძალიან მიყვარს თბილისი და საქართველო. მომწონს მისი კლიმატი და ბუნება. რაც შეეხება ხალხს, მათ აღსაწერად სიტყვებიც არ მყოფნის. ყველა ძალიან კარგი, ყურადღებიანი და თბილი ადამიანია. ქართული სამზარეულო ჩემი აღმოჩენაა. ბევრი უცხოელი ამბობს, რომ თქვენი ტრადიციული საჭმელი ზედმეტად ცხიმიანია, მაგრამ მე ასე არ ვთვლი და ვერც გავბედავ, რომ რამე ცუდად ვთქვა. დავიწყოთ იმით, რომ ეს სამზარეულო საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა და ვისაც არ მოსწონს, შეუძლია, იოგურტითაც დაკმაყოფილდეს, რა პრობლემაა.

იმდენად მომწონს და მიყვარს თბილისი, რომ უარყოფითი მახასიათებლების  მოძებნა ძალიან მიჭირს.   მომწონს, რომ საქართველოში ტურისტულ ინფრასტრქტურას დიდი ყურადღება ეთმობა. არის მუზეუმები, თუმცა ვფიქრობ, რომ  მათი რაოდენობა თბილისისთვის ცოტაა. ამ სფერს გაფართოება და გაუმჯობესება კარგი იქნებოდა.

აქვე დავამატებ, რომ ცოტა რთულია ქალაქში ორიენტირება. GPS  ხშირად არ მუშაობს და ტურისტი ქალაქში არსებული რუკებისა და მინიშნებების იმედზე რჩება, მათ კი იშვიათად თუ სადმე შევხვდებით. ასევე კარგი იქნება, თუ წარწერები იქნება ინგისურ ენაზე, რათა ყველამ შეძლოს სასურველი პუნქტის მიგნება.

მათხოვრების დიდი რაოდენობაც მხვდება თვალში და ძალიან მთრგუნავს. გასაგებია, რომ ქვეყანაში არ არის სახარბიელო ეკონომიკური სიტუაცია, მაგრამ ამ ადამიანებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოთ. თუ ადამიანი სიღარბის ასეთ ზღვარზეა, მას სახელმწიფო რამენაირად უნდა დაეხმაროს.“

amerika ამერიკის შეერთებული შტატები

„ბევრი დადებითი ფაქტორი არსებობს. პირველ რიგში, ქვეყანა არ არის ძვირი და ამას ტურისტისთვის ძალიან დიდი მნიშველობა აქვს. კარგია ისიც, რომ ტურისტულ ადგილებში არ არის ხალხმრავლობა, მუზეუმები თუ სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები არ არის გადატვირთული და ეს ჩვენთვის ძალიან მოსახერხებელია. ხალხი ძალიან მეგობრულია, ვინც გავიცანით, ყველა შეგვიყვარდა.

უარყოფი  ის შემიძლია ვთქვა, რომ ტურისტული დანიშნულების ადგილებში ინფორმაცია, ძირითადად, ქართულ ენაზეა. კარგი იქნებოდა, რომ ასეთ დაწესებულებებში ან ეკლესიებში წარწერები, მოკლე აღწერა ან ისტორია მაინც იყოს ინგლისურ ენაზე. მესმის, რომ რუსეთს საქართველოზე დიდი გავლენა ჰქონდა, მაგრამ ინგლისური მაინც საერთაშორისო ენაა. თუ თბილისი უნდა იყოს ქალაქი, რომელიც საერთაშორისო კულტურასა და ტურისტებს მოიზიდავს, მაგალითად, ეკლესიაში მისვლისას ტურისტს უნდა ესმოდეს, რას ნახულობს და მოკლე ისტორიის წაკითხვა მაინც შეეძლოს. დღეს გიდის გარეშე  ძნელი გასაგებია, რას ვნახულობთ.“

karolinaსამხრეთ კაროლინა

„ძალიან მოგვწონს ქართული ღვინო და ტრადიციული საჭმელი, მათ განსაკუთრებული გემო აქვთ. ასევე ძალიან საინტერესოა ქვეყნის ისტორია, რომელიც საუკუნეებს მოიცავს. კლიმატიც ძალიან კარგია, არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივა, ყველანაირი სეზონი არსებობს. ძალიან მოგვეწონა ძველი თბილისი და აბანოები, საქართველოში ულამაზესი ხალხი ცხოვრობს და მათი პატივისცემით აღფრთოვანებულები ვართ.  ასევე კარგია მცხეთა და ტაძრები. სასიამოვნოა, რომ ისტორია და კულტურა შემონახულია.

რაც შეეხება უარყოფითს, ქართულის გარდა, წარწერები სხვა ენაზეც უნდა იყოს, რათა ტურისტებმა უკეთესად შევძლოთ ორიენტირება.  ქალაქში არ არის საინფორმაციო დაფები, რომლებიც მიგვანიშნებენ, სად რა არის. ტურისტების ოფისსაც ძალიან დიდხანს ვეძებდით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ.

ქალაქში ცუდი მოძრაობაა. ფეხითმოსიარულეთა მონაკვეთებზე მძღოლები გზას არ გვითმობენ.

ტაქსის მძღოლებს არ ვენდობით. თავისუფლების მოედნიდან ჩვენს სასტუმრომდე მისასვლელად, რომელიც სოლოლაკში მდებარეობს, ერთმა მძღოლმა 65 ლარი მოგვთხოვა, მეორემ კი 80.“

chexetiჩეხეთი

„ჩვენ მხოლოდ თბლისი დავათვალიერეთ და მასზე უარყოფითს ნამდვილად ვერაფერს ვიტყვით. ყველაფერი ძალიან მოგვწონს: ხალხი ძალიან მეგობრულია, ბუნება – შესანიშნავია, სამზარეულო – ძალიან კარგი, ალკოჰოლური სასმელი ხომ საოცარი და ისევ ხალხი – კეთილი, ყურადღებიანი და მზრუნველი. მართლაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. სადაც არ უნდა წავიდეთ, გარემო ყველგან თბილი და სასიამოვნოა, ქუჩა იქნება ეს თუ რაიმე დაწესებულება.“

polonetiპოლონეთი 

„დავიწყებთ იმით, რომ შესანიშნავი ღვინო გაქვთ. ამასთან, ქართველი ხალხი ძალიან მეგობრულია. ჩვენ რამდენიმე სოფელშიც ვიყავით, გვქონდა მათთან დიდხნიანი ურთიერთოდა და ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. სოფლები ძალიან ლამაზი და კარგია, განსაკუთრებით გურია – ყველაზემეტად მოგვეწონა.. უგემრიელესია ყველი, ასეთი არსად არასდოს გამისინჯავს. ყველა ხილი თუ ბოსტნეული ძალიან ჯანსაღია. ძალიან მოგვწონს ქუჩები, რომლებიც ქვებით არის მოწყობილი. ქალაქში ვსეირნობთ და ძალიან გვსიამოვნებს თვალიერება. ძალიან კარგია, რომ ძველ შენობებზე ზრუნავთ.“

„ვერც კი ვფიქრობ, რა არ მომწონს. აღვნიშავთ იმას, რომ ქალაქში ჰაერი დაბინძურებულია. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, მაშინ, როდესაც სხვა ქალაქიდან ან სოფლიდან ბრუნდები და იწყებ ხველებას. მანქანის გამონაბოლქვი ხელს გვიშლის სუნთქვაში.

ამასთან, მოძრაობა არ არის გამართულიი. მძღოლები თვითნებურად ატარებენ მანქანას  და ფეხითმოსიარულეთა უფლებები, თითქოს, შეზღუდულია.  მიუხედავად ყველაფრისა, აქ მაინც ძალიან მოგვწონს.

აეროპორტის გაახლებაც საჭიროა. მას მხოლოდ ერთი გამოსასვლელი აქვს და ეს ძალიან შემაწუხებელია. ერთსა და იმავე დროს რამდენიმე რეისი ბრუნდება და ძალიან ბევრი ადამიანი ერთდროულად ცდილობს ერთ გამოსასვლელში გამოსვლას.“

 11759638_981918311852299_261499971_nინდოეთი

„ძალიან მოგვწონს ხალხი, ძველი კულტურა, არქიტექტურა და შენობები. ბათუმშიც ვიყავით და ისიც ძალიან მოგვეწონა.  რაც შეეხება ხალხს, ქართველი ერი ძალიან ლამაზი ყოფილა, მათ თავისებური ეშხი აქვთ, ყველასგან გამორჩეული. რესტორნებსა და კაფეებში შესვლა ძალიან ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი და მარტივია.

ძალიან ცოტა რამ არ მოგვწონს, მაგრამ ვიტყვი რომ ქუჩები დაბინძურებულია და ეს ელფერს აკარგვინებს ქალაქს. ასევე არ არის რუკები, რომლებიც მიმართულებას მოგვცემს, რა ღირსშესანიშნაობები მოვინახულოთ ან როგორ ვიმოძრაოთ ქალაქში.  დასასვენებლად კარგი სეზონია, თუმცა ზოგიერთი მუზეუმი არ არის ღია და კარგი იქნება, თუ ისინი ნებისმიერ დროს იქნენიან ხელმისაწვდომი, ტურისტულად აქტიურ სეზონზე მაინც.“

აღნიშნული ადამიანების გარდა, ჩვენ გამოვკითხეთ სხვა ტურისტებიც საფრანგეთიდან, უკრაინიდან და გერმანიიდან. ისინიც ამავე პრობლემებზე საუბრობდნენ. ბევრი მათგანის მოგვარება თითოეული მოქალაქის თვითშეგნების ამაღლებასა და პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული, თუმცა,  გამოკითხვის შედეგად,  ქვეყნის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული რამდენიმე ძირითადი პრობლემაც გამოიკვეთა და ესენია:

1. ქალაქში საპირფარეშოების სიმცირე;

2. არ არის რუკები ან საინფორმაციო დაფები, რომლებიც ტურისტებს მიმართულებას მისცემს ან აუწყებს, თუ სად რომელი ღირსშესანიშნავი ადგილი, მუზეუმი თუ დასასვენებელი ცენტრი უნდა ნახონ;

3. ტურისტების ოფისის მოძებნა ძალიან რთულია;

4. ღირსშესანიშნავ ადგილებში, მაგალითად, ტაძრებში არ არის წარწერები. გიდის გარეშე მოგზაური ტურისტები ვერ იგებენ, რატომ არის ესა თუ ის ადგილი განსაკუთრებული.მათი რეკომენდაცია იყო, რომ ასეთ დაწესებულებებში ხელმისაწვდომი იყოს მოკლე აღწერა ან ისტორია.

იმის გასარკვევად, თუ რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხები ტურისტებისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენდეს, ჩვენ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მივმართეთ. მათ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია გავაცანით და ტურისტების ძირითად „რეკომენდაციებზე“ კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ:

yy1. „სანიტარული კვანძების პრობლემა, სამწუხაროდ, მხოლოდ თბილისში არ გვაქვს. ამ საკითხს უკვე რამდენიმენაირად მივუდექით. ამ სერვისის ერთადერთი გამართლება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესზე მიბმა ან ბიზნესად ქცევაა. როგორც ვიცით, ამ საკითხს ამ ჭრილში მერიაც განიხილავს  და, ალბათ, თითოეული ტერიტორიისთვის იდივიდუალური გადაწყვეტის გზებს მოძებნის, იქნება ეს სკვერები და პარკები თუ მიწისქვეშა გადასასვლელები. გარდა ამისა, ვმუშაობთ გასაჩერებლებისა და გადასახედების პროექტზე, რომელიც ასევე სანიტარული კვანძებით იქნება აღჭურვილი

2. ვერ დაგეთანხმებით, რომ ქალაქში არ არის საინფროაციო-საორიენტაციო  რუკები,  ჯერ მარტო  მიმდინარე   ზაფხულის  სეზონის დასაწყისში, ცენტრალურ მოედნებსა და სკვერებში 20-მდე რუკით აღჭურვილი მანათობელი ბილბორდი დავაყენეთ, რაზეც დატანილია  მაჩვენებელი ისარი – შენ იმყოფები აქ და  ყველა ძირითადი ღირსშესანიშნავი და ტურისტულად საინტერესო  ობიექტი.

3. ქალაქის გულში, ცენტრალურ  პუშკინის სკვერში  დგას ტიურიზმის საინფორმაციო ცენტრის  ჯიხური, რომელიც ყოველდღე მუშაობს დილის 9:00- 19:00- მდე. აეროპორტში 24 საათიანი საინფორმაციო ცენტრია. აღნიშნული ცენტრები ტურისტებს უსასყიდლოდ ემსახურება და სხვადასხვა სახის ბეჭდვით მასალას რამდოენიმე ენაზე ავრცელებს, მათ შორისაა ქალაქის ღირსშესანიშნაობებისა და სანახვი ადგილების ბუკლეტებიც. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს  ტურისტებისათვის უფასო  სატელეფონო  ცხელი ხაზიც.

4. უკვე სრულდება მუშაობა მართლმადიდებლურ პილიგრიმულ კატალოგზე, რაც მომლოცველებს აუცილებლად სანახავი ტაძრებისა და სიწმინდეების შესახებ ინფორმირმაციის მოპოვებაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ  ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვან ძეგლებთან  გაჩნდა   საინფორმაციო დაფები, რომლებიც ევროკავშირის დაფინანასებით განხორიციელდა. ანალოგიური ინფრასტრუქტურის  შექმნაზე და საინფორმაციო დაფების განთავსებაზეადმინისტრაციაც მუშაობს.

 მასალა მოამზადა

თეა ღვინაძემ

11256481_942697632441034_2127728389_n

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In