• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

” ვთხოვე დახმარება ფონდ “ქართუს” და ის შემოდგომაზე იწყებს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სამზარეულოს თავიდან მშენებლობას”

11 years ago
in პოლიტიკა
A A
” ვთხოვე დახმარება ფონდ “ქართუს” და ის შემოდგომაზე იწყებს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სამზარეულოს თავიდან მშენებლობას”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11051787_905506556179632_7643910501169211511_o2016 წლის ბოლოს ჯარში ყველა სასადილო ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ხონში განუცხადა , სადაც ნატო-ს სტანდარტების სასადილო დაათვალიერა და შპს “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” მიერ გამართულ “ღია კარის” დღეს დაესწრო.

თინა ხიდაშელის განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რამდენიმე სასადილოს მშენებლობა უკვე დაწყებულია.

“მე შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ 2016 წლის ბოლოს ასეთი იქნება ყველა სასადილო საქართველოს ყველა ბაზაზე. დაიმახსოვრეთ ეს კომენტარი და 2016 წლის დეკემბერში შემოვიაროთ. რაც შეეხება თვითონ ამ სასადილოს, დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ნებისმიერ სტანდარტს აკმაყოფილებს და ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო შენაერთებისთვის იქნებოდა სასურველი. ასეთი, სამწუხაროდ, ჯერ სხვა არ გვაქვს, თუმცა გვაქვს რამდენიმე მიახლოებული, მათ შორის ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. ჩვენ უკვე დავიწყეთ რამდენიმე სასადილოს მშენებლობა, მათ შორის მცხეთაში, რომელიც ზუსტად იგივე სტანდარტების შესაბამისი იქნება, როგორიც არის ხონში მდებარე სასადილო”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე ინფორმაციით, იქედან გამომდინარე, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასადილოების მოწყობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თავდაცვის სამინისტრომ დახმარება ფონდ “ქართუს” სთხოვა, რომლის მეშვეობითაც წლის ბოლომდე სამი პროექტი, მომავალ წელს კი კიდევ რამდენიმე განხორციელდება.

“პრობლემა არის ძალიან დიდი და წლების განმავლობაში ეს თემა სულ სკანდალების მიზეზი ხდებოდა. მე არავისთვის არაფრის მოტყუებას არ ვაპირებ, რადგან ვსაუბრობთ ჩვენი ჯარისკაცების კვებასა და ჯანმრთელობაზე, ამიტომ საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, სად რა მდგომარეობაა. ვინაიდან პრობლემა ძალიან დიდია, ფულიც ბევრი სჭირდება, სწორედ ამიტომ მე ვთხოვე დახმარება ფონდ “ქართუს” და ის შემოდგომაზე იწყებს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სამზარეულოს თავიდან მშენებლობას, უფრო კონკრეტულად, სამი სასადილოს შესახებ უკვე დასტური გვაქვს მიღებული, რაც 2015 წლის დასასრულამდე შესრულდება”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

თავადაცვის მინისტრის თქმით, მისი კიდევ ერთი პრიორიტეტია ის, რომ ქართული ჯარის გამოკვება ადგილობრივი პროდუქციით მოხდეს.

“ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ მომავალ წელს, როცა ჟურნალისტებთნ ერთად სამხედრო ბაზებზე შემდეგ ტურნეს დავგეგმავთ, გაჩვენოთ, რომ ყველაფერი, რასაც მიირთმევს ქართული ჯარი, იქნება ქართული. ბუნებრივია, იმ პროდუქტების გამოკლებით, რომელიც არ არის საქართველოში”, – განაცხადა ხიდაშელმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

„თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის

თიბისი COVID19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს

6 years ago
ივანე ჩხაიძე: შესაძლოა, სექტემბერში გარე სივრცეში პირბადეები მოვიხსნათ

ივანე ჩხაიძე: შესაძლოა, სექტემბერში გარე სივრცეში პირბადეები მოვიხსნათ

5 years ago
“გალში ყველა არსებულ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, ესაა რეალობა”

“ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აქტი”

10 years ago
„კარებზე ეს ფურცელი და ფული დამხვდა“ – ამბავი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

„კარებზე ეს ფურცელი და ფული დამხვდა“ – ამბავი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

10 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by