საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 102 კილომეტრში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი გებელესთან ახლოს 04:49 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები საქართველოში და მის დედაქალაქშიც იგრძნობოდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.