• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“გაუგებარია, რაში იღებენ 78 ათას ლარს ეროვნული ბანკის საბჭოს ქიმიკოსი და პროკურორი წევრები” – ნოდარ ჭიჭინაძე

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“გაუგებარია, რაში იღებენ 78 ათას ლარს ეროვნული ბანკის საბჭოს ქიმიკოსი და პროკურორი წევრები” – ნოდარ ჭიჭინაძე
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

s2hulu5xqw44ig5„ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრი, რომლებიც პროკურატურის ყოფილი კადრები არიან, ფუნქციების ფორმალური შესრულებისთვის წელიწადში ხელფასის სახით 78 ათას ლარს იღებენ“, – აცხადებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, ეროვნული ბანკის საბჭოში პროკურატურის კადრები 2012 წელს შევიდნენ, მას შემდეგ, რაც ადგილი ჰქონდა საკანონმდებლო ცვლილებას და შეიცვალა საბჭოს დაკომპლექტების წესი.

„2012 წლის 30 აპრილს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ძალაში შევიდა ცვლილება და თუ ცვლილების მიღებამდე ეროვნული ბანკის საბჭს წევრი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ფინანსისტი ან/და ეკონომისტი, ეს შეზღუდვა მოიხსნა და საბჭოში შესვლის უფლება მიეცა სხვა დარგის სპეციალისტებსაც, თუმცა არაუმეტეს ორი წევრისა. ცვლილების ძალაში შესვლიდან 2 კვირაში, 2012 წლის 15 მაისს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა დაამტკიცა 2 კადრი – ვაჟა ჯანყარაშვილი და ნიკოლოზ გონგლიაშვილი, არცერთი მათგანი პროფესიით ეკონომისტი არ არის და მათი საქმიანობა უკავშრდება სამართლებრივ სფეროს, კონკრეტულად კი პროკურატურას. ცალსახაა, რომ კანონის ცვლილება სწორედ იმ მიზნით მოხდა, წინა ხელისუფლებას ეროვნულ ბანკზე კონტროლი გაეძლიერებინა და შეენარჩუნებინა, ვინაიდან საბჭოს წევრები, როგორც მოგეხსენებათ, ირჩევიან 7 წლის ვადით“, – განმარტავს ჭიჭინაძე.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ვაჟა ჯანყარაშვილი პროფესიით იურისტია, ხოლო მისი სამუშაო გამოცდილება, 1983 წლიდან 2012 წლამდე, უკავშირდება მხოლოდ პროკურატურას, იგი 3 ათეული წლის განმავლობაში პროკურატურაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას და ამის შემდეგ შეცვლილი კანონის საშუალებით აღმოჩნდა ეროვნული ბანკის საბჭოში.

ნიკოლოზ გონგლიაშვილს კი ჯანყარაშვილისგან განსხვავებით გააჩნია საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგია, თუმცა ასევე ფლობს ეკონომისტის კვალიფიკაციას ქ.თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტიდან – „აჭარა“. გონგლიაშვილი სხვადასხვა დროს იყო გიორგი ქადაგიძის მოადგილე პროკურატურასა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.

„ეროვნული ბანკის საბჭო კანონით მართვის უმაღლესი ორგანოა. მას ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია, ისეთი, როგორიცაა საერთაშორისო რეზერვების მართვის პრონციპების შემუშავება, ვალუტის კურსის დადგენის წესის განსაზღვრა, ეროვნული ბანკის ბიუჯეტის დამტკიცება, ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის დამტკიცება, ფინანსური სფეროს ზედამხედველობის ძირითადი პრონციპების დადგენა და ა.შ. ამ ფუნქციების შესასრულებლად საბჭოს თითოეული წევრი, ფაქტობრივად, მინისტრზე მაღალ ხელფასს იღებს, მათი ანაზღაურება თვეში 6500 ლარს შეადგენს. ამდენად, ეროვნული ბანკის საბჭოში არაეკონომისტების დ აარაფინანსისტების შეყვანა და ამისთვის სპეციალურად კანონის შეცვლა, სხვა არაფერია თუ არა საბჭოს ფორმალურ ერთეულად ქცევა, რათა ეროვნული ბანკის მენეჯმენტი მორგებული იყოს კონკრეტულ პერსონალიაზე. სამწუხაროა, რომ ამ ცვლილებას არ მოჰყოლია არანაირი პროტესტი ან შენიშვნა არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან. დღეს, წელიწადში 546 ათასი ლარის სახელფასო ფონდი იხარჯება იმ ორგანოს არსებობაზე, რომელიც თავის ფუნქციას ფორმალურად ასრულებს და მისი რეალური ფუნქცია ეროვნული ბანკის მენეჯმენტის გადაწყვეტილებების დაკანონებაა, ხმის მიცემის უფლების საშუალებით“, – აცხადებს „აფბას“ პრეზიდენტი და აქვე დასძენს, რომ ორგანიზაციას ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი და მიღებული აქვს საბჭოს კრების ოქმები, რომლებითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეროვნული ბანკის საბჭო მხოლოდ ფორმალურად არსებობს.

ნოდარ ჭიჭინაძე გამოსავალს კანონის ძველი ნორმის აღდგენაში ხედავს, რითაც ეროვნული ბანკის საბჭოში არაპროფილური პროფესიის მქონე პირების არსებობა შეიზღუდება.

 

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

მამუკა ბახტაძე: “სამინიტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება”

მამუკა ბახტაძე – 2019 წლის 1-ლი მარტიდან ლიზინგის და ფაქტორინგის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომელიც მცირე მეწარმეებს ფინანსური ინსტრუმენტებით უფრო აქტიურად სარგებლობის საშუალებას მისცემს

8 years ago

ალექსი პეტრიაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

12 years ago

„ბაგანა“- ბავშვისა და მშობლის კომფორტისათვის შექმნილი ქართული კომპანია

9 years ago

გამოვლენილი შეუსაბამობებისათვის 34 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა

9 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by